დასრულებული ბინები თბილისში "არქისგან"

თბილისში ბინის ყიდვისას ადამიანი, როგორც წესი, ორ არჩევანს შორის ირჩევს: ელოდება, სანამ კომპლექსი დასრულდება ან ყიდულობს უკვე აშენებულ ბინას. ეს არჩევანი, ერთი შეხედვით, ფინანსური გათვლაა, სინამდვილეში კი ყოველდღიურ ცხოვრებას განსაზღვრავს.

 

რატომ უნდა აირჩიოთ დასრულებული ბინები თბილისში?

დასრულებული ბინა ადამიანს პირადად ნახვისა და არჩევის შესაძლებლობას სთავაზობს. სივრცის შეფასება, კედლის სისქისა და მშენებლობის ხარისხის შემოწმება ასე ბევრად მარტივია. ეს ინფორმაცია ბევრად სანდოა, ვიდრე ნახაზი ან ვიზუალიზაცია.

 

კიდევ ერთი მხარეა, რომელზეც მომხმარებლები ყიდვამდე იშვიათად ფიქრობენ. საქართველოში ბინის შეძენის გარიგება საშუალოდ 3-4 სამუშაო დღეში სრულდება, საკუთრება ერთი სახელმწიფო სტრუქტურის გავლით ფორმდება. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება და შესყიდვა ერთმანეთს ებმის, ლოდინი კი ამგვარად, მინიმალურია.

 

ვინც დასრულებულ ბინას ყიდულობს, ყიდვამდე ზუსტად იცის, რაზე თანხმდება. ბინის ფართობი, განლაგება სამზარეულოსა და სხვა ოთახების ზომა – ეს ყველაფერი სინამდვილეში ბევრად მარტივად შესამოწმებელია.

 

ლოკაციის მთავარი უპირატესობები და ინფრასტრუქტურა

თბილისში ადგილმდებარეობა ბევრ პრაქტიკულ კითხვას პასუხობს: ახლოსაა თუ არა სკოლა, ბაღი, სამუშაო ადგილი, რეკრეაციული ზონები და ა.შ. ქალაქის კარგად განვითარებულ უბანში ცხოვრება ყოველდღიურ ლოგისტიკას ამარტივებს.

 

"არქი" თბილისის სხვადასხვა უბანში ააშენებს ბინებს – საბურთალოზე, ნაძალადევში, ისანში, ნუცუბიძეზე. ბინები ნაძალადევის მეტროსთან და ბინები ნუცუბიძეზე – ეს ლოკაციები სწორედ იმ უბნებშია, სადაც ტრანსპორტი, სოციალური ინფრასტრუქტურა და სერვისები უკვე კარგად ჩამოყალიბებულია. "არქი უნივერსი" საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ამის კარგი მაგალითია: 20-30 წუთში ქალაქის უმეტეს წერტილამდე მიხვალთ, ავტობუსიც და მეტროც ხელმისაწვდომია.

 

მშენებარე ბინები საბურთალოზე ასევე ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ადგილმდებარეობაა, სადაც დეველოპერული კომპანია "არქი" მუშაობს.

 

Colliers Georgia-ს მიხედვით, თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების ფასები 2025 წლის დასაწყისში 10.5%-ით გაიზარდა, ზოგიერთ რაიონში კი 13-16%-ს მიაღწია. ამასთან, ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ ადგილებში ინფრასტრუქტურა ხშირად ჯერ კიდევ ვითარდება – სკოლები, ტრანსპორტი, სამედიცინო სერვისები ყოველდღიური საჭიროებების შესაბამისად ვერ ფუნქციონირებს. ქალაქის შიგნით, განვითარებულ უბანში ცხოვრება ამ პრობლემას გამორიცხავს.

 

დასრულებული ბინების საინვესტიციო პოტენციალი და გაქირავების მოთხოვნა

2025 წელს თბილისში 42 388 ბინა გაიყიდა, რაც, 2024 წელთან შედარებით, 4.3%-ით მეტია, ასევე ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბინებზე ფასები წლიურად 3.5%-ით გაიზარდა, 2020 წელთან შედარებით კი ინდექსი 59.4%-ით მაღალია.

 

გაქირავებიდან მოგება 2025 წლის ბოლოს 8.6%-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი ევროპის მრავალი ქალაქის მონაცემებს აჭარბებს.  თბილისში ბინა ქირით ორჯერ და მეტ შემოსავალს გამოიმუშავებს, ვიდრე ბალტიისა თუ ბალკანეთის ქვეყნების ურბანულ ცენტრებში. ახალაშენებული ბინები ახალ კომპლექსებში ყველაზე სტაბილური მოთხოვნით სარგებლობს. 

 

იყიდება 1 ოთახიანი ბინა "არქის" კომპლექსებშიც – ეს ქირის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფორმატია.

 

უძრავი ქონება თბილისში, ინვესტიციის სახით, ამ ციფრების ფონზე, პრაქტიკული ლოგიკით მუშაობს. 

 

 

რა გამოარჩევს "არქის" დარულებულ ბინებს?

"არქი" 2006 წლიდან მუშაობს. ადამიანები, რომლებმაც ათი ან თხუთმეტი წლის წინ "არქისგან" ბინა იყიდეს, ამ კომპლექსებში დღესაც ცხოვრობენ. 

 

კომპლექსის შიგნით კომერციული ფართი, სპორტული სივრცე, ლობი, კონსიერჟ-სერვისი, კაფეები – ეს ელემენტები ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს აყალიბებს. "გრან ავენიუს" პროექტში ცოტნე დადიანის 32-ში, დინამოს სტადიონისა და ორი მეტროსადგურის სიახლოვეს, მთლიანი სივრცის 75% მწვანე ზონებს ეთმობა. კომპლექსში სკოლა, საბავშვო ბაღი, შიდა და გარე საცურაო აუზები, პადელის კორტი და კვების ზონებია. პროექტის გახსნიდან 5 საათში გაყიდვებმა 644-ს გადააჭარბა – ეს ნდობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოხატულებაა.

 

მშენებლობის ევროპული სტანდარტები და ენერგოეფექტურობა

"არქი" სამშენებლო ბლოკად გერმანული YTONG-ის მასალას იყენებს. ეს ბლოკი შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს – ზამთარში – სითბოს, ზაფხულში – სიგრილეს. გათბობა-გაგრილებაზე ენერგიის მოხმარება ამ მასალის გამოყენებით 40%-ით მცირდება, რაც კომუნალურ ხარჯებზე რეალურ გავლენას ახდენს.

 

ფასადი გერმანულ და პორტუგალიურ ქარხნებში წარმოებული ტერაკოტით, გამომწვარი თიხის მასალით, არის მოპირკეთებული. ის ვიზუალს წლების განმავლობაში ინარჩუნებს, ძლიერი ქარისა და ხანძრის მიმართ გამძლეა. YTONG-ის ბლოკი ასევე ხანძარგამძლეა. ეს მახასიათებლები ყოველდღიური ცხოვრებისთვის პრაქტიკულ მნიშვნელობას ატარებს. მშენებარე ბინების თბილისში ყიდვისას "არქის" სტანდარტი მშენებლობის ყველა ეტაპზე ვრცელდება.

 

კეთილმოწყობილი ეზო და დასასვენებელი სივრცეები

24-საათიანი დაცვა და კომპლექსის მართვა ნიშნავს, რომ ეზო მოვლილია, საერთო სივრცეები სუფთაა, ინფრასტრუქტურა მუშაობს. კერძო სახლის პირობებში სახურავი, ეზო, გათბობის სისტემა – ყველა ეს ელემენტი მფლობელის პასუხისმგებლობაა და პერიოდულ ხარჯებს მოითხოვს. კომპლექსში ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია და ადამიანი ეზოს შესაბამისად იყენებს. 

 

"არქი უნივერსის" კომპლექსში, საბურთალოზე, ბაგებთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა, რაც ვაკესა და წყნეთში გადასვლას გაამარტივებს. 

 

დასრულებული ბინები შიდა განვადებით "არქისგან"

ბინები შიდა განვადებით "არქისგან" 12 წლამდე ვადით გაიცემა. ბინები განვადებით წინასწარი შენატანის გარეშე – ეს ფორმატი ბინის ყიდვას იმ ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომს ხდის, ვისაც დიდი თანხა ერთიანად არ აქვს. შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი არაა საჭირო. ერთჯერადი გადახდისას სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. პირადი მრჩეველი ყველა მყიდველს ინდივიდუალური გრაფიკის შედგენაში ეხმარება.

 

"არქის” დასრულებული პროექტები ვარიანტების ფართო სპექტრია სხვადასხვა ბიუჯეტისა და საჭიროების მქონე ადამიანებისთვის. თბილისის ყველა უბანში, მთასა და ზღვის პირას ყველა ადამიანს შეუძლია, შესაფერისი ბინა აღმოაჩინოს.