ახალაშენებული ბინები - თქვენი მომავალი სახლი ,,არქის” დასრულებულ პროექტებში

წარმოგიდგენთ ახალაშენებულ ბინებს ,,,არქისგან” თბილისის გამორჩეულ ლოკაციებზე. ისარგებლეთ საინტერესო შეთავაზებებით და შეარჩიეთ თქვენი იდეალური სახლი ჩვენს დასრულებულ პროექტებში.

 

ენერგოეფექტური მშენებლობა, თანამედროვე არქიტექტურა და კეთილმოწყობილი გარემო - ეს ყველაფერი უკვე გელით.

 

თუ გსურთ ბინა თბილისში შეიძინოთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: გაგაცნობთ ხელმისაწვდომ ვარიანტებს თქვენს სასურველ უბანში.

 

ახალაშენებული ბინები თბილისის პერსპექტიულ უბნებში

 

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ახალაშენებული ბინები მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს უკვე დასრულებული სამშენებლო პროექტები, სადაც გაქვთ შესაძლებლობა ახალი ცხოვრება დაუყოვნებლივ დაიწყოთ.

 

,,არქი” გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ქალაქის სხვადასხვა სტრატეგიულ ლოკაციაზე, სადაც თითოეული პროექტი თავისი უპირატესობებით გამოირჩევა. 

 

საბურთალო თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი უბანია. ეს ლოკაცია გამორჩეულია თავისი მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურით. აქ თავმოყრილია წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კლინიკები და ბიზნეს ცენტრები. ამასთანავე, უბანი მარტივად უკავშირდება ქალაქის დანარჩენ ნაწილებს. საბურთალოზე ახალაშენებული ბინები ორ დასრულებულ პროექტშია ხელმისაწვდომი - ,,არქი ცენტრალ პარკი” (3 ბინა) და ,,არქი ნუცუბიძე” (2 ბინა).

 

მეტრო ,,ისანთან" მდებარე ,,არქი ისანში” (ბინები ისანში) კი ამჟამად 18 ახალაშენებული ბინაა ხელმისაწვდომი. ეს უბანი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. აქ განვითარდა სავაჭრო ცენტრები, საზოგადოებრივი სივრცეები და გაუმჯობესდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მეტროს სიახლოვე საშუალებას აძლევს მაცხოვრებლებს სწრაფად გადაადგილდნენ როგორც ცენტრალური უბნების, ისე პერიფერიების მიმართულებით.

 

დიღმის მასივში, რომელიც თავისი ეკოლოგიური უპირატესობებით გამოირჩევა, ორ  დასრულებული პროექტშია ახალაშენებული ბინები ხელმისაწვდომი : ,,არქი დიღომი 2” (11 ბინა) და ,,არქი ვუდი” (2 ბინა). პროექტები მდებარეობს დიღმის მასივის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ნაწილში, სადაც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მწვანე სივრცეები განსაკუთრებულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. ამ უბანში ბოლო წლებში განვითარდა თანამედროვე სავაჭრო ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი სკოლები და საბავშვო ბაღები, რაც ტერიტორიას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ახალგაზრდა ოჯახებისთვის.

 

Newly Built Apartments in Tbilisi

 

ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს არქის სამი პროექტი - ,,არქი ვაზისუბანი” (4 ბინა), ,,არქი ვაზისუბანი 2” (1 ბინა) და ,,არქი ვარკეთილი” 2 (4 ბინა) საინტერესო შესაძლებლობაა როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტიციისთვის. ეს უბნები აქტიურად ვითარდება, რაც უძრავი ქონების ფასების სტაბილურ ზრდაზეც აისახება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო კვანძები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამ უბნების კავშირი ქალაქის დანარჩენ ნაწილებთან.

 

მეტრო ,,ახმეტელთან" მდებარე ,,არქი გლდანი” 2 (2 ბინა) და ,,არქი გლდანი 3” (1 ბინა) ოპტიმალურ არჩევანია მათთვის, ვინც თანამედროვე ახალაშენებულ ბინას თბილისში ხელმისაწვდომ ფასად ეძებს. უბანში თავმოყრილია მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა - სავაჭრო ცენტრები, სპორტული კომპლექსები და გასართობი ობიექტები.

 

*შენიშვნა - შეიძლება გასაყიდი პროექტების სია შეიცვალოს, ამიტომ დეტალური და ზუსტი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

 

,,არქი” - საიმედო პარტნიორი უძრავი ქონების ბაზარზე

 

დეველოპერული კომპანიის არჩევისას გადამწყვეტია არა მხოლოდ მიმდინარე პროექტები, არამედ მისი გამოცდილება და ინოვაციური მიდგომები. 2006 წლიდან დღემდე ,,არქიმ” შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია - წარმატებით დაასრულა 50 პროექტი, რომელთა საერთო ფართიც  1,058,723 კვადრატული მეტრს შეადგენს. თუმცა ეს მხოლოდ რიცხვებია. რეალური წარმატების საზომი ის 40,000-ზე მეტი ადამიანია, რომელმაც ,,არქის” პროექტებში საკუთარი სახლი იპოვა.

 

კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებს. მაგალითად, თითოეული პროექტი შენდება Ytong-ის ბლოკებით, რომლებიც ენერგოეფექტურობით გამოირჩევა, იმდენად, რომ გათბობა-გაგრილებისათვის საჭიროე ენერგიას 40%-მდე ამცირებს. ამასთანავე, მასალა 4 საათის განმავლობაში ინარჩუნებს ხანძრის მიმართ მედეგობას, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტზე მიანიშნებს. 

 

,,არქი” პირველი დეველოპერია, რომელმაც დანერგა მაცხოვრებლებზე ზრუნვის კომპლექსური სისტემა. ეს არ არის უბრალო მარკეტინგული სვლა — ეს არის რეალური სერვისები, რომლებიც ყოველდღიურად ამარტივებს ათასობით არქელის ცხოვრებას. ArchiCard-ის მფლობელები მნიშვნელოვან თანხებს ზოგავენ ავეჯისა და ტექნიკის შეძენისას, ArchiFix-ის გუნდი 24/7 რეჟიმში აგვარებს ნებისმიერ ტექნიკურ გაუმართაობას, ხოლო ArchiRent-ი სრულად მართავს საინვესტიციო ბინების გაქირავების პროცესს.

 

კომპანიის სტაბილური განვითარება გრძელდება. ამჟამად 26 ახალი პროექტის მშენებლობა 686,000 კვადრატულ მეტრზე.  მაგალითად, თბილისში რამდენიმე გამორჩეული პროექტი მიმდინარეობს: "არქი ლისი სანრაიზი" ლისის ტბასთან, "არქი უნივერსი" საბურთალოზე, "არქი რივერთაუნი" დიღომში და "არქი იასამნები" მუხიანში. კომპანია აქტიურად ვითარდება საქართველოს მასშტაბით — ბათუმში, ბაკურიანში, რუსთავსა და სიონში.

 

პრაქტიკული გზამკვლევი: როგორ შევიძინოთ ახალაშენებული ბინა არქიში

 

,,არქი” ის დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს მაქსიმალურად მარტივ და გამჭვირვალე პროცესებს სთავაზობს.  ჩვენთან ახალაშენებული ბინის შეძენა მკაფიოდ სტრუქტურირებულ პროცესია, რომელიც კომფორტზეა მორგებული.

 

პირველი ეტაპი: კონსულტაცია და პროექტის შერჩევა 

 

ამ ეტაპზე ,,არქის” პერსონალური მრჩევლები გეხმარებიან შეარჩიოთ ახალაშენებული ბინა თქვენი პრიორიტეტების მიხედვით - იქნება ეს უბანი, ინფრასტრუქტურა, ბინის ფართი თუ სართული. თითოეული პროექტი გამოირჩევა მაღალი ხარისხის მშენებლობით, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებითა და კეთილმოწყობილი საერთო სივრცეებით.

 

მეორე ეტაპი: ფინანსური დაგეგმვა 

 

შეგიძლიათ ახალაშენებული ბინები განვადებით თქვენთვის ხელსაყრელი გადადის პირობებით შეიძინოთ:

  • შიდა უპროცენტო განვადება;
  • 0% პირველადი შენატანის შესაძლებლობა;
  • კომბინირებული გადახდის სქემა (30% მშენებლობის დასრულებამდე, დანარჩენი - საბანკო დაფინანსებით);
  • ერთიანი გადახდის შემთხვევაში კი მიიღეთ ფასდაკლება.

 

ბინის შეძენის პროცესისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობა. შიდა განვადების შემთხვევაში, დამატებითი საბუთები, როგორიცაა შემოსავლის დადასტურება, საჭირო არ არის.

 

ამასთანავე, გადახდის გრაფიკი შეგიძლიათ სრულად მოარგოთ თქვენს შესაძლებლობებს. „არქი“ ცდილობს იყოს მაქსიმალურად მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული. თუ საჭირო გახდება გადახდის პირობების კორექტირება, დაგვიკავშირდით და ჩვენი გუნდი მოიძიებს საუკეთესო გადაწყვეტილებას.

 

მესამე ეტაპი: დოკუმენტაციის მომზადება 

 

სასურველი ბინის შერჩევისა და ფინანსური საკითხების მოგვარების შემდეგ, კომპანიასა და მომხმარებელს შორის შეთანხმება დასკვნით ეტაპზე გადადის. 

 

იურიდიული გუნდი მოამზადებს საჭირო დოკუმენტებს, სადაც დეტალურადაა გაწერილი:

  • გადახდის პირობები და გრაფიკი;
  • მიმდინარე პროექტის შემთხვევაში მშენებლობის ვადები;
  • ბინის გადაცემის პირობები;
  • მხარეების უფლება-მოვალეობები;

 

ბოლოს კი, თუ ახალ აშენებულ ბინას უკვე დასრულებულ პროექტში შეიძენთ, გადასვლას უმოკლეს დროში შეძლებთ, რადგან ყველა დასრულებული პროექტი პრემიუმ მწვანე კარკასის კონდიციაშია და მინიმალური, კოსმეტიკური სახის რემონტია საჭირო. ხოლო  იმ შემთხვევაში თუ არჩევანს მიმდინარე პროექტზე  გააკეთებთ, მუდმივად მიიღებთ განახლებად ინფორმაციას მშენებლობის შესახებ. 

 

ჩვენი წარმომადგენლები მზად არიან უპასუხონ თქვენს შეკითხვებს და დაგეხმარონ თქვენთვის იდეალური ბინის შერჩევაში. დაგვიკავშირდით ნომერზე +995 322 602 602 ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს კონსულტაციისთვის.