ბინები პირველადი შენატანის გარეშე - ექსკლუზიური შეთავაზება ,,არქისაგან”
#სხვა
დღეს უძრავი ქონების ბაზარზე მრავალფეროვანი შეთავაზებები არსებობს, თუმცა ბევრი მათგანი რთულ ფინანსურ პროცედურებთან და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ,,არქი", ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში, ამ მიდგომას ცვლის და მომხმარებელს ახალ, გამარტივებულ პროცედურებს სთავაზობს. ბინები პირველადი შენატანის გარეშე — ეს სისტემა მოქნილ გადახდის პირობებსა და გამჭვირვალე პროცესებს აერთიანებს.
ტრადიციული საბანკო სისტემა მოითხოვს პირველად შენატანს, რაც ხშირად დაბრკოლებას წარმოადგენს. მაგალითად, სტანდარტული სქემით ბინის შეძენისას, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი პირველადი შენატანის გადახდაა, რაც, როგორც წესი, ბინის ღირებულების 20-30%-ს შეადგენს.
მეტი სიცხადისათვის, თუ 200,000 ლარის ღირებულების ბინას ყიდულობთ, საჭიროა 40,000-დან 60,000 ლარამდე თანხის ერთდროულად, წინასწარ გადახდა, დანარჩენის კი დროის კონკრეტულ პერიოდზე განაწილება. ეს მოთხოვნა ხშირად ბარიერს წარმოადგენს მათთვის, ვისაც სტაბილური შემოსავალი აქვს, მაგრამ ამ მოცულობის თანხის მობილიზება უჭირს. ,,არქის” მიერ შემოთავაზებული ბინები პირველადი შენატანის გარეშე კი გთავაზობთ ალტერნატიულ და უფრო მოქნილ გზას უძრავი ქონების შესაძენად.
როდესაც ბინას წინასწარი შენატანის გარეშე იძენთ, გაქვთ შესაძლებლობა არსებული ფინანსური რესურსები უფრო ეფექტურად გამოიყენოთ. ნაცვლად იმისა, რომ მთელი დანაზოგი პირველად შენატანში ჩადოთ, შეგიძლიათ ეს თანხა სივრცის მოწყობისაკნე მიმართოთ - რემონტი გააკეთოთ, ავეჯი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძინოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ მშენებარე ბინები განვადებით თბილისში დიდი პოპულარობით გამოირჩევა, ეს მოთხოვნა ფასების ზრდის სწრაფ დინამიკაზეც აისახება. შესაბამისად, ბინა პირველადი შენატანის გარეშე საუკეთესო შეთავაზებაა, რომ ისარგებლოთ ბაზარზე არსებული ამჟამინდელი ფასით და თავიდან აიცილოთ გაზრდილი ხარჯები.
ბინები პირველადი შენატანის გარეშე მხოლოდ ერთი უპირატესობაა იმ სისტემისა, რომელსაც, ,,არქი” გთავაზობთ. ამ ქვეთავში დეტალურად გავეცნობით განვადების პირობებს, რომლებიც ფუნდამენტურად ცვლის უძრავი ქონების შეძენის ტრადიციულ მოდელს.
საცხოვრებელი ფართის შეძენა ხშირად რთულ ფინანსურ პროცედურებთან, შუამავლებთან და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბინები წინასწარი შენატანის გარეშე კი ზედმეტ ბიუროკრატიას გამორიცხავს და გამჭვირვალე, მოქნილ და ეფექტურ სერვისს გთავაზობთ.
სისტემის არსი დეველოპერსა და მყიდველს შორის პირდაპირ თანამშრომლობაში მდგომარეობს, რაც დამატებითი საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობას არ საჭიროებს. მაგალითად, 200,000 ლარის ღირებულების ბინის შეძენისას, სტანდარტული საბანკო განვადებით თქვენ წლების განმავლობაში იხდით არა მხოლოდ ბინის ღირებულებას, არამედ დამატებით თანხას საპროცენტო განაკვეთის სახით. ,,არქის" შიდა განვადებით კი მხოლოდ ბინის რეალურ ღირებულებას ფარავთ — პირობითად 200,000 ლარს, დამატებითი გადასახადების გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ბინა წინასწარი შენატანის გარეშე შეგიძლიათ შემოსავლების დადასტურების გარეშე, მარტივი პროცედურით შეიძინოთ. ეს სისტემა განსაკუთრებით ხელსაყრელია თვითდასაქმებული ან სეზონური შემოსავლის მქონე პირებისათვის, რადგან მათ აქვთ შემოსავალი, თუმცა ამის ოფიციალურად დადასტურება უჭირთ.
ამასთანავე, ,,არქი” გთავაზობთ კომბინირებული გადახდის სისტემას. მშენებლობის პროცესში შეგიძლიათ თანხის 30% დაფაროთ შიდა უპროცენტო განვადებით, ხოლო დარჩენილი ნაწილისთვის გამოიყენოთ საბანკო დაფინანსება და თანხა 12 წლამდე პერიოდზე გაანაწილოთ. ეს მიდგომა მაქსიმალურად მოქნილს ხდის ფინანსურ დაგეგმვას და გაძლევთ საშუალებას, თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი სტრატეგია შეარჩიოთ.
მაქსიმალური ხელმისაწვდომობისათვის, შიდა განვადების სისტემა ადაპტირებადია ცვალებად ფინანსურ გარემოებებთან. შემოსავლის ცვლილების შემთხვევაში - გაზრდის ან შემცირებისას, შესაძლებელია გადახდის გრაფიკის ახალი მდგომარეობის შესაბამისად მოდიფიცირება.
შიდა განვადების სისტემა რეალურ მიღწევას წარმოადგენს უძრავი ქონების ბაზარზე - ეს არის გამჭვირვალე, მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც ბინის შეძენის პროცესს მარტივ და ხელმისაწვდომ შესაძლებლობად აქცევს.
დღევანდელ სამშენებლო სექტორში მშენებლობის ხარისხი და ენერგოეფექტურობა წამყვან როლს თამაშობს. მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალები მკაცრად კონტროლდება, რადგან ,,არქი", როგორც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის ლიდერი, სწორედ ამ ორ ფუნდამენტურ პრინციპზე ეფუძნება.
თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფცია ,,არქისთვის” სცდება უბრალოდ შენობის აგების ფარგლებს. კომპანია ქმნის სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს კეთილმოწყობილი ეზოებით, სპორტული მოედნებითა და რეკრეაციული ზონებით. ყველა დეტალი გათვლილია მაცხოვრებლების კომფორტზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.
აღსანიშნავია, სერვისების ეკოსისტემა, რომელთა დახმარებითაც არქელებზე ზრუნვას მშენებლობის დასრულების შემდეგაც განვაგრძობთ. არქიქარდი, კომპანიის ინოვაციური ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს ავეჯი, ტექნიკა და სარემონტო მასალები შეღავათიან ფასად შეიძინონ. არქიფიქსი კი ტექნიკური მომსახურების სისტემაა, რომელიც ნებისმიერი საყოფაცხოვრებო თუ ტექნიკური პრობლემის მოგვარებაზეა პასუხისმგებელი. არქი რენთი კი ბინის გაქირავების სრულ მომსახურებას მოიცავს, იქნება ეს პოტენციური დამქირავებლების მოძიება თუ ქირის ადმინისტრირება.
ამჟამად კომპანია ახორციელებს 26 პროექტს, რომელთა ჯამური სამშენებლო ფართი 686 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ,,არქის” სამშენებლო პროექტები კომპანიის ხედვას, შექმნას არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართები, არამედ თანამედროვე, კომფორტული და ენერგოეფექტური სივრცეები, სრულად ასახავს.
საკუთარი ბინის ფლობა აღარ არის მხოლოდ შორეული მიზანი. შეიძინეთ ბინა პირველადი შენატანის გარეშე და თქვენ აღარ დაგჭირდებათ დანაზოგის მობილიზება ან დამატებითი საპროცენტო განაკვეთების გადახდა. დღესვე შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ბინა ნებისმიერი პროექტიდან და მარტივად გაიკვალოთ საკუთარი სახლისკენ მიმავალი გზა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 602 602 ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს დამატებითი ინფორმაციისთვის.