მშენებარე ბინები განვადებით - ერთი ნაბიჯი ოცნების სახლამდე

მშენებარე ბინები არქიში

არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის და უკვე 30 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. 49 დასრულებული საცხოვრებელი პროექტი  1 058 723 კვ.მ. კვ.მ-ზე მეტ ფართს მოიცავს. ლიდერი დეველოპერული დეველოპერული კომპანია კვლავ განაგრძობს ზრდას და კიდევ აშენებს პროექტებს საქართველოს სხვადასხვა ლოკაციაზე. არქის საცხოვრებელ კომპლექსებში მშენებარე ბინები  შეგიძლიათ შემდეგ ადგილებში იყიდოთ, როგორებიცაა თბილისი, რუსთავი, ბაკურიანი და სიონი.

 

 

მნიშვნელოვანი საკითხები მშენებარე ბინის შეძენის დროს

 

 

არქის მშენებარე ბინები განვადებით თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე

 

არქის ბინები თბილისის ყველა უბანში მდებარეობს. თითოეული საცხოვრებელი კომპლექსი იდეალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. საუკეთესო ლოკაციასთან ერთად პროექტების უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასი და მომხმარებლის სურვილზე მორგებული გეგმარებაა. ბინები თეთრი ან პრემიუმ კარკასით ბარდება. პრემიუმ (მწვანე) კარკასი გულისხმობს თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილები და დაბალემისიური მინები. 


არქის საცხოვრებელი კორპუსები უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით შენდება, რომელთა თბოსაიზოლაციო თვისებები ენერგიის ხარჯვას 40%-ით ამცირებს. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები უფრთხილდებიან გარემოს და, ამავე დროს, კომუნალურ ხარჯებსაც ზოგავენ.

 

კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული დასრულებული პროექტი 23-სართულიანი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი არქი თაუერი არის, რომელიც თბილისის ცენტრში, პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. არქი თაუერის ბინებიდან კუს ტბისა და ვაკის პარკის ულამაზესი ხედები იშლება.

 

გადახდის განსხვავებული შესაძლებლობები - დაგეგმეთ მომავალი დაბრკოლებების გარეშე

 

 

დეველოპერული კომპანია ,,არქი” საშუალებას გაძლევთ მშენებარე ბინები შიდა განვადებით შეიძინოთ. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ იყიდოთ უძრავი ქონება პირდაპირ დეველოპერისგან, ბანკის ჩარევის გარეშე. არ იხდით დამატებით საპროცენტო განაკვეთს და გაქვთ მოქნილი, თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული გადახდის გრაფიკი. ეს უნიკალური შეთავაზება ხელმისაწვდომია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, ბაკურიანში, რუსთავსა და სიონში.

 

 

0%-იანი პირველადი შენატანი - ნუ დაელოდებით თანხის შეგროვებას!

 

პირველადი შენატანის მობილიზება ხშირად ხანგრძლივ დროსა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ,,არქის" საცხოვრებელ კომპლექსებში მშენებარე ბინის შეძენისას ეს საკითხი დიდ დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს. ჩვენთან მშენებარე ბინები განვადებით პირველადი შენატანის გარეშე შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც საშუალებას გაძლევთ:

 

  • დაიწყოთ ბინის შეძენის პროცესი დაუყოვნებლივ, დიდი თანხის დაგროვების გარეშე;
  • გამოიყენოთ არსებული დანაზოგი სხვა მიზნებისთვის, მაგალითად, ბინის რემონტისათვის;
  • გახადოთ საკუთარი საცხოვრებელი სივრცის ფლობა უფრო ხელმისაწვდომი.

 

ეს შეთავაზება ვრცელდება ჩვენს ყველა პროექტზე, იქნება ეს მშენებარე ბინები თბილისში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში.

 

მშენებარე ბინები 12 წლამდე განვადებით

 

გრძელვადიანი განვადება საშუალებას გაძლევთ გადაანაწილოთ გადასახადი 12 წლამდე პერიოდზე - მიუხედავად იმისა, თუ რა ღირს მშენებარე ბინები ბათუმში ან თბილისში, გრძელვადიანი განვადება მათ შეძენას ხელმისაწვდომს ხდის. ეს შეთავაზება შემდეგ უპირატესობებს გთავაზობთ:

 

  • უფრო დაბალი ყოველთვიური გადასახადი: თანხა გადანაწილება შედარებით ხანგრძლივ პერიოდზე, შესაბამისად, ყოველთვიური შენატანი მნიშვნელოვნად შემცირდება;
  • ნაკლები ფინანსური წნეხი: საშუალებას გაძლევთ უფრო კომფორტულად მართოთ თქვენი ბიუჯეტი და თავიდან აიცილოთ ფინანსური გადატვირთვა;
  • მეტი თავისუფლება ფინანსების დაგეგმვაში: ხანგრძლივი გადახდის პერიოდი გაძლევთ მეტ მოქნილობას ფინანსური რესურსების განაწილებაში. ეს შესაძლებლობას გაძლევთ, პარალელურად დაგეგმოთ სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები.

 

განვადება შემოსავლების დადასტურების გარეშე - ნაკლები ბიუროკრატია, მეტი შესაძლებლობა

 

 


ვითვალისწინებთ, რომ ყველას არ აქვს სტაბილური შემოსავალი - ზოგი თვითდასაქმებულია, ზოგს კი არასტანდარტული შემოსავლის წყაროები აქვს. სწორედ ამიტომ, დეველოპერულ კომპანია  ,,არქიში” მშენებარე ბინები განვადებით შემოსავლების დადასტურების გარეშე შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს კი ნიშნავს:

 

  • ნაკლებ ბიუროკრატიასა და დოკუმენტაციას;
  • უნიკალურ შესაძლებლობას თვითდასაქმებულებისთვის და არასტანდარტული შემოსავლების მქონე პირებისთვის;
  • ბინის შეძენის სწრაფ და მარტივ პროცესს.

 

გვჯერა, რომ აანალიზებთ საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს და გენდობით ამ გადაწყვეტილების მიღებაში. 

 


შეიძინეთ მშენებარე ბინები განვადებით თქვენზე მორგებული გადახდის გრაფიკით

 


გთავაზობთ გადახდის გრაფიკის ინდივიდუალურად მორგების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დაგეგმოთ გადახდები თქვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. მეტიც, მზად ვართ გადავხედოთ გრაფიკს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება. შესაბამისად, გაქვთ უპირატესობა:

 

  • გადახდის გრაფიკი ინდივიდუალური ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით დაგეგმოთ და თავი აარიდოთ სხვადასხვა დაბრკოლებებს;
  • ფინანსური ცვლილებების შემთხვევაში, კომპანიისაგან მაქსიმალური მხარდაჭერა მიიღოთ.

 


ფასდაკლება ერთიანი გადახდისას

 

იმ შემთხვევაში, თუ ბინის შეძენას ერთიანი თანხით გეგმავთ, ჩვენ დამატებით სარგებელს, ფასდაკლებას გთავაზობთ. ეს საშუალებას მოგცემთ:

 

  • დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • თავიდან აიცილოთ გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებები;
  • ისარგებლოთ დამატებითი ფინანსური სარგებლით.

 

 

მეტი, ვიდრე უბრალოდ დეველოპერი ქართულ ბაზარზე

 

 

,,არქი”, 18 წლიანი გამოცდილებით, ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. 49 წარმატებით დასრულებული პროექტის შემდეგ, კომპანია აგრძელებს მრავალფეროვანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას. ამჟამად, მშენებარე ბინები თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში, რუსთავშსა და სიონშია ხელმისაწვდომი.

 

არქის პროექტები გამოირჩევა მაღალი ხარისხის მშენებლობითა და ენერგოეფექტურობით. კომპანია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ბინების, არამედ მთლიანი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე. ახალი მშენებარე ბინები ბათუმში, რუსთავსა თბილისში მოიცავს კეთილმოწყობილ ეზოებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს.  ეს მიდგომა აყალიბებს მჭიდრო ურთიერთობებს და ქმნის უნიკალურ საცხოვრებელ გარემოს. ბაკურიანსა და სიონში კომპლექსები  კი გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს.

 

კომპანიის მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს საქართველოში მდებარე Ytong-ის ქარხანა. აქ იწარმოება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკები, რომლებიც 40%-ით ამცირებს შენობის გათბობისა და გაგრილებისთვის საჭირო ენერგიას. შესაბამისად, მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალები მაღალ ხარისხსა და ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს.

 

კომპანია ყოველწლიურად მოგების 5%-ს გარემოსდაცვით პროექტებს, სპორტის განვითარებასა და ქველმოქმედებას ახმარს.

 

 ,,არქი” უზრუნველყოფს გამჭვირვალე პროცესებსა და ღია კომუნიკაციას მშენებლობის ყველა ეტაპზე, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მუდმივად ინფორმირებული იყოს. 

 

,,არქი” არა მხოლოდ აშენებს სახლებს, არამედ ქმნის ცხოვრების ახალ, ენერგოეფექტურ და კომფორტულ სტილს.

 

მუდმივი ზრუნვა მომხმარებლებზე

 

მაცხოვრებლების კომფორტზე ზრუნვა მშენებლობის დასრულების შემდეგაც გრძელდება. ,,არქი” გთავაზობთ უნიკალურ სერვისებს:

 

  • არქიქარდი: ფასდაკლების ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, პარტნიორ კომპანიებში ტექნიკა, ავეჯი და სარემონტო მასალები შეღავათიან ფასებში შეიძინოთ;
  • არქიფიქსი: პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ოპერატიულად მოაგვარებს ნებისმიერ საყოფაცხოვრებო პრობლემას, იქნება ეს სანტექნიკის თუ ელექტრობის ხარვეზი;
  • არქირენთი: თუკი ბინა საინვესტიციოდ შეიძინეთ და მის გაქირავებას გეგმავთ, ამ პროცესის ეფექტურ წარმართვაში ჩვენ დაგეხმარებით. 

 

ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას - ხარისხიან მშენებლობას, მოქნილ ფინანსურ პირობებს და მუდმივ მხარდაჭერას, რაც ,,არქის” გამოარჩევს ბაზარზე არსებული სხვა დეველოპერებისგან.

 

როგორ შეიძინოთ მშენებარე ბინა განვადებით ,,არქის” პროექტებში?

 

 

ჩვენთან ბინის შეძენა მარტივი და გამჭვირვალე პროცესია, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. მიუხედავად იმისა, ეძებთ მშენებარე ბინებს თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში, რუსთავსა თუ სიონში, ჩვენ გთავაზობთ მოქნილ და მარტივ გზას საკუთარი სახლის შესაძენად. 

 

პროექტის არჩევა

 

პირველი ნაბიჯი თქვენთვის სასურველი პროექტის შერჩევაა. არქი გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს:

 

  • დასრულებული და მშენებარე ბინები თბილისის სხვადასხვა უბანში;
  • დასრულებული და მშენებარე ბინები ზღვისპირა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე;
  • დასრულებული ბინები სამთო კურორტზე, ბაკურიანში;
  • მშენებარე ბინები რუსთავში, ქვეყნის ინდუსტრიულ ქალაქში;
  • მშენებარე კომპლექსი სიონში, ბუნებით გარემოცულ მშვიდ გარემოში.

 

ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ,,არქის” სამშენებლო პროექტები, მათი მახასიათებლები და ფასები. იმ შემთხვევაში, თუ ლოკაციისა და პროექტის შერჩევაში დახმარება დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ჩვენს გუნდს.

 

 

კონსულტაცია გაყიდვების წარმომადგენელთან

 

დაგვიკავშირდით და ჩვენი გაყიდვების წარმომადგენელი დაგეხმარებათ:

  • აირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი;
  • გაიგოთ, რა ღირს მშენებარე ბინები თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ბაკურიანსა თუ სიონში; 
  • მიიღოთ დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.

 

გადახდის მეთოდის არჩევა

 

,,არქის” შემოთავაზებული გადახდის მეთოდებიდან თქვენთვის სასურველ ალტერნატივას ირჩევთ: 

 

  • მშენებარე ბინები განვადებით: ჩვენი უნიკალური შეთავაზება, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ბინა ბანკის ჩარევის გარეშე;
  • ბინები შიდა უპროცენტო განვადებით: გადაიხადეთ მხოლოდ ბინის ღირებულება, დამატებითი პროცენტის გარეშე;
  • გრძელვადიანი გადახდა: გადაანაწილეთ გადასახადი 12 წლამდე პერიოდზე;
  • ერთიანი გადახდა: მიიღეთ მნიშვნელოვანი ფასდაკლება სრული თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში.

 

დოკუმენტაციის მომზადება

 

ჩვენთან დოკუმენტაციის მომზადება მარტივი პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მშენებარე  ბინები განვადებით ფორმდება, რადგან ჩვენ შემოსავლების დადასტურებას არ გთხოვთ.

 

ხელშეკრულების გაფორმება და გადახდა

 

ხელშეკრულების გაფორმებისას დეტალურად განვიხილავთ ყველა პირობას, მათ შორის, გადახდის გრაფიკს, მშენებლობის ვადებს, ბინის გადაცემის პირობებსა და მხარეთა პასუხისმგებლობებს.

მშენებარე ბინის განვადებით შეძენის შემთხვევაში, თქვენ დაიწყებთ გადახდებს ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით. ,,არქის" მოქნილი ფინანსური სისტემა საშუალებას გაძლევთ მოარგოთ ყოველთვიური შენატანი თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებს. 

 

მშენებლობის პროცესის მონიტორინგი

 

მშენებლობის პროცესის განმავლობაში, ჩვენ უზრუნველყოფთ გამჭვირვალე კომუნიკაციას. რეგულარულად მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას მშენებარე ბინის პროგრესისა და მშენებლობის ხარისხის შესახებ.

 

მშენებლობის დასრულების შემდეგ  კომპანია ახალი ბინის გასაღებს გადმოგცემთ. ,,არქის" შიდა განვადების სისტემისა და მორგებული გადახდის პირობების წყალობით, ეს მომენტი ბევრად უფრო ადრე დგება, ვიდრე შეიძლება მანამდე წარმოგედგინათ.

 

ჩვენთან ბინის შეძენა მარტივი, გამჭვირვალე და მომხმარებელზე ორიენტირებული პროცესია. მიუხედავად იმისა, ეძებთ მშენებარე ბინებს თბილისში, ბათუმში თუ საქართველოს სხვა ქალაქებში, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ თქვენი ოცნების სახლის შეძენაში. დაგვიკავშირდით დღესვე: +995 322 602 602; Whatsapp/Viber: +995 577 699 222