არქი ამერიკაში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სახლს აშენებს. არქი მაიამი ამერიკულ დეველოპერულ კომპანია „ელიტ გრუპთან“ პარტნიორობით შენდება ფლორიდის შტატში, პომპანოს სანაპიროდან 500 მეტრში და მაიამის სანაპიროდან 30 წუთის სავალზე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 50 მლნ დოლარს შეადგენს.
„არქიმ საქართველოში დიდ წარმატებას მიაღწია, ლიდერი დეველოპერული კომპანიაა. ჩვენ 60-ზე მეტი დასრულებული და მიმდინარე პროექტი გვაქვს თბილისის ყველა უბანში, ბათუმსა და ბაკურიანში, მაცხოვრებლების რაოდენობამ კი 30 000-ს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ, პროექტების სხვადასხვა რეგიონში აშენებასაც ვგეგმავთ, თუმცა ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე გავცდით საქართველოს საზღვრებს და მშენებლობას ამერიკაში ვიწყებთ. მე და ჩემს პარტნიორებს გვჯერა, რომ ჩვენი და ჩვენი გუნდის შრომით, სწორი პრიორიტეტებით ამერიკელი მომხმარებელის მოლოდინებს გავამართლებთ, მათ შევთავაზებთ მაღალი დონის პროექტსა და საუკეთესო სერვისებს.“ _ არქის დამფუძნებელი ილია წულაია
ინფრასტუქტურა |
|
არქი მაიამი თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი იქნება, რომელიც ურბანულად განვითარებულ ადგილას, ჯანსაღ გარემოში შენდება. არქი მაიამი 97 ბინას, აუზს, საერთო სამუშაო სივრცეს, ლაუნჯს, გოლფის სათამაშო ადგილს, შიდა/გარე ფიტნეს ცენტრებსა და 129 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს. ფლორიდის კანონმდებლობის მიხედვით პროექტში ბინები არ გაიყიდება, არამედ გაქირავდება. |