არქის ისტორია 2006 წლიდან დაიწყო. დღეს არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა და უკვე 30 000-მდე არქელს ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. დასრულებული აქვს 45 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი 835 000 კვ.მ.-ზე მეტია. ამ ეტაპზე 19 პროექტი შენდება, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ 10-მდე ახალი საცხოვრებელი სახლის და რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება თბილისში, შავი ზღვისა და მთის კურორტებზე.
ენერგოეფექტურ და არქელების კომფორტზე მორგებულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად აღსანიშნავია არქის აპარტოტელები, რომლებიც ბინის მფლობელებსა თუ სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს და ინვესტიციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის.
არქი ერთი დიდი ოჯახია - კომპანია ბინის შეძენის შემდეგ აგრძელებს მაცხოვრებლებზე ზრუნვას, უქმნის მათ კომფორტს და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ასევე, კომპანია ხშირად აწყობს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს არქელებისთვის, რომლის მიზანიც მაცხოვრებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და ერთმანეთთან დაახლოებაა.
არქის წარმატებული პროექტია თბილისში გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად აშენებული Ytong-ის ქარხანა, რომელშიც ეკოლოგიურად სუფთა, ენერქოეფექტური, ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკი იწარმოება. ქარხანა შესაძლებლობას იძლევა, რომ იმპორტი სრულად ჩანაცვლდეს და ბლოკი ექსპორტზეც გავიდეს. პროექტის ინვესტიცია 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
არქი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. კომპანიის მოგების 5% გარემოზე ზრუნვას, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ხმარდება.
45
დასრულებული პროექტი
30 000
არქელი
17
წლიანი გამოცდილება
19
მიმდინარე პროექტი
835 000 კვ.მ.
დასრულებული მშენებლობა
პროექტი
თბილისის ყველა უბანში
45
დასრულებული პროექტი
30 000
არქელი
17
წლიანი გამოცდილება
19
მიმდინარე პროექტი
835 000 კვ.მ.
დასრულებული მშენებლობა
პროექტი
თბილისის ყველა უბანში