დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ილია წულაია არის კომპანია არქის დამფუძნებელი და სამეთველყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან 2016 წლამდე ის იკავებდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. მისი ხელმძღვანელობით და შეუპოვარი შრომის შედეგად, არქი გადაიქცა ლიდერ დეველოპერულ კომპანიად.
2019 წელს ილია წულაია შეუერთდა Marshall Goldsmith MG100 Coaches-ის გლობალურ ქსელს, რომელიც აერთიანებს მსოფლიოში წამყვან ლიდერებსა და მენტორებს. იმავე წელს ის გახდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ბორდის წევრი. BAG წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ და გავლენიან ბიზნეს გაერთიანებას.
2022 წელს ილიამ მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სატელევიზიო შოუში "Shark Tank Georgia", სადაც არაერთ პერსპექტიულ სტარტაპში განახორციელა ინვესტიცია და ხელი შეუწყო მათ განვითარებას.
ილია წულაიას აქვს სამოქალაქო სამართლის მაგისტრის ხარისხი. ასევე, სხვადასხვა წლებში წარმატებით გაიარა მაღალი დონის საგანმანათლებლო პროგრამები მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის Harvard University და INSEAD-ში. მისი გავლილი პროგრამებია: Influence and Persuasion in Leadership, Executive Education – Leading for Results, Negotiation Dynamics და Strategic Leadership.
2022 წელს დაიწყო სწავლა Harvard Business School-ის Owner/President Management Program-ში, რომელიც წარმატებით დაასრულა 2024 წელს.
2023 წლიდან ილია არის ლატვიის საპატიო კონსული საქართველოში.
პარტნიორი
მენი ბენიში 2007 წლიდან არის ქართული დეველოპერული კომპანია „არქის“ პარტნიორი. მას აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში, ხოლო მისი სპეციალიზაცია მოიცავს ონლაინ მარკეტინგს, ციფრულ რეკლამას, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ბრენდინგს.
მენი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში როგორც საქართველოში, ისე ისრაელში. იგი მხარს უჭერს სტარტაპებს სხვადასხვა ინდუსტრიაში და მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში „Shark Tank Georgia“. მისი ხელშეწყობით განხორციელდა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს უნივერსიტეტსა და ისრაელის ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის. ამ პარტნიორობის შედეგად, კომპანია Webiz დღეს აუთსორსინგულ მომსახურებას უწევს 40-ზე მეტ მაღალტექნოლოგიურ ისრაელურ კომპანიას.
2016 წლიდან მენი ბენიში არის საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში.
2020 წლის 5 მაისს დაინიშნა ებრაულ-ქართული სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ — ორგანიზაციის, რომლის მიზანია ბიზნეს-ურთიერთობების გაღრმავება და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება საქართველოსა და ისრაელს შორის.
მენის აქვს ოჰაიოს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ონლაინ მარკეტინგში.
პარტნიორი
ზაზა ფაჩულია 2019 წლიდან არის დეველოპერული კომპანია „არქის“ პარტნიორი. ის აქტიურად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში და მონაწილეობს „არქის“ სხვადასხვა სტრატეგიულ ინიციატივასა და პროექტში.
ზაზა ფაჩულია ცნობილი ვეტერანი პროფესიონალი კალათბურთელია. მან NBA-ს სხვადასხვა გუნდში ითამაშა, მათ შორის: Orlando Magic, Atlanta Hawks, Milwaukee Bucks და Dallas Mavericks. მისი კარიერის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Golden State Warriors-ში, სადაც ორგზის NBA ჩემპიონი გახდა (2017, 2018).
ამჟამად ზაზა მუშაობს Golden State Warriors-ში, სადაც წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ბიზნესისა და საკალათბურთო დეპარტამენტებს შორის.
17 წლის განმავლობაში ზაზა ფაჩულია თამაშობდა საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებში და იყო გუნდის კაპიტანი არაერთ ტურნირზე. მისი წვლილი ქართული სპორტის განვითარებაში აღიარებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
გენერალური დირექტორი
შიო ხეცურიანი არქის გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე. მისი წარმატებული კარიერის მანძილზე, ის იკავებდა თავმჯდომარის პოზიციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას კომპანია UGT-ში.
მისი მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციური ხედვით მან დანერგა და განახორციელა კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი წარმატებული პროექტი, მათ შორის დაეხმარა მას კოვიდ-19ით გამოწვეული კრიზისული პერიოდის გადალახვაში.
მისი პროფესიული განვითარების გზაზე კი მოიპოვა Harvard Business School-ისა და Baruch College-ის კურსდამთავრებულის სტატუსი. მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ძლიერი ხედვის წყალობით ის წარმატებით უძღვება საქართველოში ლიდერ უძრავი ქონების დეველოპერ კომპანია არქის.