სიახლეები

არქის ახალი, ყველაზე მასშტაბური პროექტის - გრანდ ავენიუს პრეზენტაციაზე ყველა დროის რეკორდი დამყარდა. ღონისძიებაზე, სულ რაღაც 5 საათში, 644 ბინა გაიყიდა და არქის შემოუერთდა 2250-ზე მეტი ახალი არქელი. 20 სექტემბერს, ძველი ქარხნის ტერიტორია იქცა გრანდ ავენიუზე ბინის შეძენის მსურველთა შეკრების ადგილად. დიდი ფასდაკლების დღეზე მოსულ სტუმრებს შეზღუდული დროით ჰქონდათ შანსი, შეეძინათ საოცნებო სახლი როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო უძრავ ქონებად, ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება. მომავალ არქელებს, ჰქონდათ საშუალება თავად პროექტის შექმნელებისგან გაეგოთ რას გულისხმობს „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით შექმნილი ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში. მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა და Wei Yeap Architecture-ს დამფუძნებელმა - ვეი იაპ ოიმ, საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია „ჩაპმენ ტეილორის“ დირექტორმა - იან დაიკემამ და ლანდშაფტის დიზაინის სტუდია „OCULUS“-ის დამფუძნებელმა ბობ ერლმა მომავალ არქელებს ახლოდან გააცნეს გრანდ ავენიუს პროექტის შინაარსი. გრანდ ავენიუ არქისგან ქალაქის ახალი ცენტრია, სადაც საკუთარ უბანში თითოეულ მაცხოვრებელს ექნება ყველაფერი, რაც შეიძლება ისურვოს კომფორტული ცხოვრებისთვის, შთაგონებისა და განტვირთვისათვის. პროექტის 75% დაეთმობა გამწვანებასა და რეკრეაციას. უმაღლესი დონის საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად მოეწყობა საერთო სამუშაო სივრცეები, ღია და დახურული აუზები, სპა, პადელ-ცენტრი, მუზეუმი, სპორტ დარბაზი, გასტრონომიული ჰაბი - კაფეებით, რესტორნებითა და საკვები ობიექტებით, სპორტული მოედნები, სკოლა და საბავშვო ბაღი, ბოულინგ კლუბი და სხვა, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც გრანდ ავენიუს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. გრანდ ავენიუს გრანდიოზული პრეზენტაციის ღონისძიებაზე სტუმრებს დახვდათ საინტერესო გათამაშებები, ცოცხალი მუსიკა, უგემრიელესი კერძები და განსაკუთრებული გარემო. არქის უმთავრესი პრიორიტეტი არქელების კომფორტზე ზრუნვაა. ამ მიზეზით, ლიდერი დეველოპერული კომპანია მომავალშიც უამრავ სიახლესა და ღონისძიებას უმზადებს როგორც არქელებს, ისე მომავალ მაცხოვრებლებს.