MEAMA „არქი ქარდის“ მფლობელებს სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზება არ ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებზეც უკვე მოქმედებს სპეციალური ფასი ან სხვა ფასდაკლება.
MEAMA ქართული ბრენდია, რომელიც სასმელების მომზადების ტრადიციას თანამედროვე ტექნოლოგიებთან აერთიანებს. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის უგანდაში მდებარე საკუთარი ფერმებიდან, შერჩეული ყავის მარცვლები თბილისში, MEAMA-ს ინოვაციურ საწარმოში მუშავდება.
ბრენდის ასორტიმენტი ყავასთან ერთად აერთიანებს ჩაის, ცივ და ფუნქციურ სასმელებს. MEAMA-ს მულტიფუნქციური აპარატი Versatile, რომელიც 2024 წლის Red Dot Design Award-ის გამარჯვებულია, მომხმარებელს 80-ზე მეტი სასმლის მარტივად და სწრაფად მომზადების შესაძლებლობას აძლევს.
საკონტაქტო ინფორმაცია