„ახალი ხედვის რეაბილიტაციის ცენტრი" „არქი ქარდის“ მფლობელებს სარეაბილიტაციოპროცედურებზე 20%-იან ფასდაკლებასა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ექიმთან უფასო კონსულტაციას სთავაზობს.
„ახალი ხედვის რეაბილიტაციის ცენტრი" 2023 წლიდან ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობასა და ფუნქციური შესაძლებლობების აღდგენაზე. ცენტრი აერთიანებს კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდს, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებსა და თითოეული პაციენტის საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ სარეაბილიტაციო პროგრამებს.
ცენტრში ხელმისაწვდომია პოსტოპერაციული, პოსტტრავმული და სპორტული რეაბილიტაცია, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ნევროლოგისა და რევმატოლოგის კონსულტაციები, ხერხემლისა და სქოლიოზის მართვა შროტის მეთოდით, მენჯის ფსკერის რეაბილიტაცია, სამკურნალო ვარჯიში, მექანოთერაპია და აპარატული ფიზიოთერაპიის სხვადასხვა პროცედურა.