თქვენი ოცნების აპარტამენტები თბილისში - არქის შიდა უპროცენტო განვადება

დღეს თბილისში საკუთარი საცხოვრებლის შეძენა კომპლექსური ამოცანა გახდა. თუ ადრე ბინის შეძენისას ძირითადად ფართი და ლოკაცია ფასდებოდა, დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია დეველოპერი იყენებდეს ენერგოეფექტურ მასალებს, ჰქონდეს განვითარებული შიდა ინფრასტრუქტურა, ქმნიდეს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. ახალი სახლის შეძენა აღარ ნიშნავს უბრალოდ საკუთარი სივრცის ფლობას, მნიშვნელოვანია აუმჯობესებდეს ცხოვრების ხარისხს.

 

დედაქალაქში საგრძნობლად გაზრდილია უძრავი ქონების ფასები. ბაზრის ანალიზი კი აჩვენებს, რომ კვადრატული მეტრის ღირებულება სტაბილურად განაგრძობს ზრდას. ბუნებრივია, რომ ფასების ზრდასთან ერთად იზრდება მყიდველის მოლოდინებიც.

 

ამასთან, ქირა ხშირ შემთხვევაში ყოველთვიურ იპოთეკურ გადასახადს უტოლდება. ამიტომ, ცალკეული გამონაკლისების გარდა, პირადი კაპიტალის შექმნა და საკუთარ უძრავ ქონებაში ინვესტირება თითქმის ყოველთვის უფრო ჭკვიანური არჩევანია. პრობლემა იმაშია, რომ ბევრი ადამიანისთვის, ვინც ბინის ყიდვას ცდილობს ბანკის მოთხოვნების სიმკაცრე გადაულახავ ბარიერად რჩება.

 

 

ბინის შეძენის ფინანსური გამოწვევები და მათი გადაჭრის თანამედროვე გზა

საშუალო შემოსავლის მქონე ქართველისთვის საკუთარი საცხოვრებლის შეძენა გარკვეულ ფინანსურ სირთულეებთან ასოცირდება. როგორც წესი, საჭიროა ან წლების განმავლობაში აგროვოს თანხა, ან გრძელვადიანი სარისკო საბანკო ვალდებულებები აიღოს თავზე - ზოგჯერ ორივე ერთად. თუმცა ბოლო პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე მზარდი პოპულარობით სარგებლობს ბინის საფასურის დაფარვის ალტერნატიული, უფრო ხელმისაწვდომი გზა - შიდა უპროცენტო განვადება ბინაზე დეველოპერისგან.  

 

დეველოპერული კომპანია „არქი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებისგან, რომელიც მომხმარებლებთან ხშირად პირდაპირ თანამშრობლობს, ბანკის თანამონაწილეობის გარეშე. ასე კომპანია ქმნის პოტენციური მყიდველისთვის მექანიზმს, რომლის დახმარებითანც ახალი სახლის შეძენა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ხდება, განსაკუთრებით გრძელვადიან პერიოდში. ფინანსების სწორი მენეჯმენტი უძრავი ქონების შეძენისას ყოველთვის ძირეულ როლს თამაშობს, მაგრამ საქართველოს ბაზარზე, როცა მყიდველი ხშირად ბევრად უფრო ფრთხილად მოქმედებს, ვიდრე რიგითი ევროპელი, დეველოპერის მხრიდან ამგვარი მხარში დგომა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.

 

სწორედ ამიტომ, კომპანიამ შეიმუშავა გადახდის ისეთი სისტემა, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული.

 

მშენებარე აპარტემენტები თბილისში

 

აპარტამენტები თბილისში შიდა განვადებით: რატომ ითვლება ეს მიდგომა ბანკის იპოთეკაზე უკეთესად?

შიდა განვადება მყიდველსა და დეველოპერ კომპანიას შორის პირდაპირი შეთანხმებაა. როგორც წესი, ამგვარი გადახდის სქემა ავტომატურად გამორიცხავს პროცესში ბანკის ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის მონაწილეობას. ეს მიდგომა, ერთი მხრივ, ამარტივებს უშუალოდ უძრავი ქონების ყიდვის პროცესს - ბანკში იპოთეკის მიღება უფრო რთული ბიუროკრატიული პროცესია და დადებითი პასუხის მიღებას მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება. მეორეს მხრივ, მყიდველისთვის ეს ფორმატი ბევრად უფრო მომგებიანია: ის ზოგავს წლების განმავლობაში ბანკისთვის გადასახდელი პროცენტების ეკვივალენტს. 

 

არქი მომხმარებელს გადახდის გრაფიკის რამდენიმე მოდელს სთავაზობს. მოქნილი მიდგომა გათვლილია ადამიანის ინდივიდუალურ ფინანსურ შესაძლებლობებს მოერგოს, რათა ბინები განვადებით მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველა პოტენციური მყიდველისთვის. 

 

უშუალოდ დეველოპერთან გაფორმებული ხელშეკრულება ნიშნავს, რომ მყიდველი იხდის ქონების რეალურ ფასს და არც ერთი თეთრით მეტს. სტანდარტული ბანკის იპოთეკა, რისკების კონტროლის მიზნით, თქვენი თითოეული შენატანის უდიდეს ნაწილს ჯერ პროცენტებზე უშვებს, ხოლო ძირზე, როგორც წესი, მინიმუმი ხვდება. შიდა განვადების ფარგლებში ბინის საფასურის დაფარვისას კი თითოეული თქვენი გადახდილი ლარი პირდაპირ ბინის ძირ თანხას აკლდება. 

 

ასევე, შიდა განვადების სქემაში ჩართვის შემთხვევაში, მყიდველი დაცულია ცვლადი საპროცენტო განაკვეთების მერყეობისა და ინფლაციური რისკებისგან. მსგავსი სტაბილურობა გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური სიმშვიდის მყარ საფუძველს ქმნის და ადამიანს აძლევს მოტივაციას, თამამად დაგეგმოს საკუთარი ყოველდღიურობა.

 

აპარტამენტის ყიდვა თბილისში

 

რატომ უნდა შეიძინოთ აპარტამენტები თბილისში არქისგან? შიდა უპროცენტო განვადების 3 მთავარი უპირატესობა

დეველოპერთან პირდაპირი შეთანხმების მთავარი იდეაა მყიდველმა შეძლოს უფრო სწრაფად და იაფად შეიძინოს ბინა, ვიდრე ბანკის იპოთეკის გამოტანით შეძლებდა. პროცესის მსვლელობისას ნათლად იკვეთება სამი ძირეული უპირატესობა:

 

უპირატესობა #1: მყიდველი ხარჯავს ბევრად ნაკლებს, ვიდრე ბანკის იპოთეკით

ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ სტანდარტული იპოთეკური სესხის აღებისას, წლების განმავლობაში გადასახდელი საპროცენტო დანამატი ბინის ფასს საგრძნობლად აძვირებს. ხოლო არქისთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში იხდით მხოლოდ ბინის რეალურ საფასურს.

 

მაგრამ მთავარი ფინანსური უპირატესობა არა დაზოგილ პროცენტებში, არამედ მოქნილობაშია. 

 

კომპანია პოტენციურ მყიდველებს პერსონალიზებულ გადახდის გრაფიკს უდგენს, იმის მიხედვით, რა თვიური შენატანი იქნება მათთვის კომფორტული. მიდგომა კომპლექსურია და ბევრ დეტალს ითვალისწინებს, მათ შორის სავარაუდო პირველად შენატანს (არქიში ბინები პირველადი შენატანის გარეშე შიდა განვადებითაც შეგიძლიათ შეიძინოთ), რა ეტაპზეა მშენებლობის პროცესი და ა.შ.

 

არქის უპროცენტო შიდა განვადება, როგორც წესი, 24-დან 30 თვემდე პერიოდზე ნაწილდება - თვეების მაქსიმალური რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ახლოსაა კონკრეტული პროექტის მშენებლობა დასრულებასთან. უკვე დასრულებულ საცხოვრებელ კომპლექსებში შიდა განვადების მაქსიმალური ვადა 12 თვეა. 

 

იმ შემთხვევაში, თუ მყიდველს თანხის უფრო დიდ ვადაზე გადანაწილება სჭირდება, უკვე უფრო კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რადგან ვადები სცდება დეველოპერის 0%-იანი შიდა შეთანხმების ფორმატს და ბანკის იპოთეკური მომსახურების საჭიროებას გულისხმობს.

 

უპირატესობა #2: გამარტივებული პროცესი, ნაკლები ბიუროკრატია

ოფიციალური ფინანსური ინსტიტუტისგან სესხის აღების პროცესი ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე პირდაპირ დეველოპერთან ხელშეკრულების დადება. გარდა შემოსავლების ოფიციალური დადასტურებისა, ბანკი ასევე დეტალურად ამოწმებს საკრედიტო ისტორიას, ითხოვს დასაქმების დამადასტურებელ საბუთებს, ფრილანსერობის ან მცირე მეწარმეობის შემთხვევაში - ბუღალტრულ ანგარიშგებებსა და საბანკო ამონაწერებს. და მაინც, შესაძლოა იპოთეკა დამოუკიდებლად არ გააფორმოს და თავდების მოძიება მოითხოვოს. 

 

არქისთან შიდა განვადების გაფორმების პროცესი ბევრად უფრო მარტივია. თუ გაინტერესებთ მშენებარე ბინები თბილისში, არქის შემოთავაზებებს შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე გაეცნოთ. თუ რომელიმე პროექტმა დაგაინტერესათ, უკავშირდებით წარმომადგენელს და შემდეგ უკვე თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად ადგენთ გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკს. ამგვარი გამარტივებული პროცედურა განსაკუთრებით მიმზიდველი სწორედ მათთვისაა, ვისაც საქართველოში თვიური სტაბილური შემოსავალი არ აქვს - ფრილანსერად მუშაობს, უცხოეთიდან იღებს ანაზღაურებას ან საკუთარ მცირე ბიზნესს მართავს. არქი შიდა განვადებას ოფიციალური სახელფასო ამონაწერის გარეშეც გააფორმებს - და თავდების მოძიებასაც არ მოგთხოვთ. 

 

უპირატესობა #3: პირდაპირი ურთიერთობა დეველოპერთან

ამ პუნქტს ცოტა ფრთხილად უნდა მიუდგეთ. როდესაც პროცესში მხოლოდ ორი მხარეა ხართ ჩართული, მნიშვნელოვანია სრულად ენდობოდეთ დეველოპერს. დეველოპერი იღებს სრულ პასუხისმგებლობას სამუშაოების ხარისხსა და ვადების დაცვაზე. ამიტომ სანამ რომელიმე კონკრეტულ პროექტს ჩაუჯდებით და ბინას შეარჩევთ, აუცილებლად დეტალურად უნდა შეამოწმოთ დეველოპერი, რომელიც ამ პროექტის უკან დგას.

 

არქის შემთხვევაში, რასაკვირველია, რისკები ბევრად შემცირებულია. კომპანია უკვე 20 წელია რაც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და 2006 წლიდან უკვე 50-ზე მეტი პროექტი წარმატებით დაასრულა. არქისთან თანამშრომლობისას  არ არსებობს იმის საშიშროება, რომ მშენებარე პროექტი შეჩერდეს, თქვენ კი ბინისა თუ რესურსების გარეშე დარჩეთ. 

 

გარდა ამისა, არქი სრულად გამჭვირვალედ აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას თითოეული პროექტის დეველოპმენტის პროცესზე. ბინები თბილისში ენერგოეფექტური მასალებით შენდება (მათ შორის, Ytong-ის ბლოკები და დაბალემისიური მინები), რაც კომუნალურ ხარჯებს ამცირებს. პროექტის ჩაბარების შემდეგ კი მობინადრეებს გადაეცემათ სპეციალური ფასდაკლების ბარათები რემონტისა და ავეჯისთვის, რაც ახალი სივრცის მოწყობაში უწყობთ ხელს.

 

არქის შიდა უპროცენტო განვადების შეთანხმების შემუშავების დროს გაყიდვების მენეჯერი დაგეხმარებათ თქვენი გადახდის გრაფიკი მაქსიმალურად მოერგოს თქვენს შესაძლებლობებს. პირობები თავიდანვე ნათელი და გამჭვირვალეა. მყიდველი ზუსტად ხედავს, რა ეტაპზე რა მოცულობის თანხა აქვს დასაფარი. შეგიძლიათ იმის დაგეგმვა, საფასურის რა კონკრეტულ % დაფარავთ მშენებლობის მსვლელობის კონკრეტულ მონაკვეთებში. ამგვარი მიდგომა გაძლევთ თანხის სწორად მართვის თავისუფლებას.

 

აპარტამენტები თბილისში შიდა განვადებით

 

როგორ ფორმდება შიდა უპროცენტო განვადება აპარტამენტზე არქისთან?

როგორც ზევით ვახსენეთ, არქის შიდა უპროცენტო განვადებით აპარტამენტის შეძენის პროცედურა მაქსიმალურად გამარტივებულია. მომავალ მესაკუთრეს სჭირდება მხოლოდ რამდენიმე სწრაფი ეტაპის გავლა, რათა ოფიციალურუად გახდეს სასურველი უძრავი ქონების კანონიერი მფლობელი:

 

ნაბიჯი #1: არჩევთ თქვენთვის სასურველ აპარტამენტს არქის მიმდინარე პროექტში

პირველ რიგში, გამოყავით თქვენთვის მისაღები თბილისის უბნები. განსაზღვრეთ როგორი ბინის შეძენა გსურთ. შემდეგ არქის ვებსაიტზე გაეცანით სხვადასხვა მიმდინარე პროექტს და გაცხრილეთ ყველაზე ოპტიმალურები იმის მიხედვით, როგორ ესადაგება თქვენს მოთხოვნილებებს. 

 

ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ შიდა დაგეგმარებას, არამედ მიმდებარე გარემოს, დამატებით ინფრასტრუქტურას და გაითვალისწინეთ სამომავლო ურბანული განვითარების პოტენციალიც. თუ ტერიტორია აქტიური განვითარების ფაზაშია, იგება ახალი გზები, ემატება სამუშაო თუ დასასვენებელი სივრცეები - თქვენი ინვესტიციის ღირებულება სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

 

აუცილებლად დააზუსტეთ მშენებლობის ვადები და პროექტის დეტალები გაყიდვების მენეჯერთან. რაც უფრო ადრეული განვითარების ფაზაშია ამგვარი აქტივი, მით უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს მისი შეძენა.

 

ნაბიჯი #2: არქის წარმომადგენელთან ერთად შეიმუშავეთ კომფორტული გადახდის გრაფიკი

თქვენ მოძებნეთ ოპტიმალური აპარტამენტები თბილისში, ყიდვა ლოგიკური შემდეგი ნაბიჯია. არქისთან თანამშრომლობის შემთხვევაში, მყიდველი და კომპანიის წარმომადგენელი ერთობლივად ადგენენ გადახდის გრაფიკს. განიხილება ისეთი დეტალები, როგორც პირველადი შენატანის მოცულობა (არქისთან ბინის ყიდვა პირველადი შენატანის გარეშეც შესაძლებელია) და დარჩენილი ღირებულების დაფარვა მშენებლობის დასრულებამდე თუ დასრულების შემდეგ. 

 

წინასწარ რეალისტურად შეაფასეთ ფინანსები, რათა ყოველთვიური შენატანი რეალისტურად განსაზღვროთ და შემდგომში ტვირთად არ დააწვეს თქვენს ბიუჯეტს. ყოველთვიური გადახდის თარიღი და მინიმალური ოდენობა შესაბამისი დოკუმენტაციით  ფიქსირდება. 

 

ნაბიჯი #3: აფორმებთ საბოლოო ხელშეკრულებას და იწყებთ აპარტამენტის საფასურის დაფარვას

ბოლო ეტაპი უკვე იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგებაა. დგება ხელშეკრულება, სადაც მკაფიოდ ფიქსირდება ყველა პირობა და მხარეთა უფლება-მოვალეობები. ხელმოწერის მომენტში ოფიციალურად დასტურდება თქვენი შენაძენი და იწყებთ შეთანხმებული გრაფიკით თანხის ეტაპობრივ დაფარვას.

 

სანამ პროექტი მშენებლობის ფაზაშია, კომპანია გაწვდით რეგულარულ ინფორმაციას პროგრესზე, რათა მუდამ კურსში იყოთ რა ეტაპზეა თქვენი ახალი ბინა და რამდენ ხანში იქნება მზად გადასვლისთვის (თუ გაქირავებისთვის).

 

რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა ვყიდულობთ აპარტამენტებს თბილისში შიდა განვადებით? პრაქტიკული რჩევები

სანამ ხელშეკრულებაზე თქვენს ხელმოწერას დასვამთ, რამდენიმე ფაქტორს მიაქციეთ ყურადღება. 

 

პირველ რიგში, იფიქრეთ ისეთ პროექტებზეც, რომლებიც ჯერ საძირკველის ფაზაშია. მართალია, ასეთი პროექტის დასრულებამდე უფრო დიდი დროა და ლოდინი არასდროსაა სასიამოვნო, მაგრამ სწორედ საწყის ეტაპზეა კვადრატულის ფასი ყველაზე ხელმისაწვდომი. ამასთან დასრულებამდე რაც უფრო მეტი დროა დარჩენილი, მით უფრო დიდი ხანი გექნებათ საერთო საფასურის მშვიდად დასაფარად. არქისთან კომუნიკაციისას დროს კი ზუსტად იცით, რომ ხელშეკრულებიაში არარეალისტური მოლოდინები, ვადების დაუსრულებელი დარღვევები და ფარული გადასახადები არ იმალება.

 

დღეს მშენებარე ბინები თბილისში განვადებით ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ. 0%-იანი შიდა გადახდის სისტემა მომხმარებელს აძლევს რეალურ შანსს, მძიმე ფინანსური რისკების გარეშე გახდეს უძრავი ქონების მფლობელი. თუ გსურთ შეიძინოთ აპარტამენტები თბილისში, არქი აუცილებლად დაგეხმარებათ აარჩიოთ პროექტი და შეიმუშავოთ რეალისტური გადახდის გრაფიკი, რომელიც თქვენს ინდივიდუალურ შესაძლებლობებს მოერგება.