4 რჩევა პატარა ფართის ბინაში საძინებლის მოსაწყობად
#ინტერიერი
პატარა ფართის ბინაში ინტერიერის მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ფართის სიმცირის მიუხედავად ოთახები უნდა იყოს ფუნქციური და მეპატრონის სურვილებს, გემოვნებას უნდა პასუხობდეს. თუ შენი ბინა პატარა ფართის არის, ეს ბლოგი დაგეხმარება საძინებლის სწორად მოწყობაში.
საწოლის მდებარეობა
როცა საქმე ეხება პატარა საძინებლის ინტერიერს, ყველაზე დიდი მნიშნელობა აქვს საწოლის სწორად განთავსებას, რადგან ოთახის დიდ ნაწილს იკავებს. იმისთვის, რომ საძინებლის ინტერიერი ლამაზი და ფუნქციური იყოს, ყურადღება მიაქციე სიმეტრიას და საწოლი მთავარი კედლის ცენტრის გასწვრივ მოათავსე. დარწმუნდი, რომ არც ერთ ფანჯარასთან მისასვლელ გზას არ გადაკეტავ. საწოლის ცენტრში მოთავსებით ადვილად მოხვდები მის ორივე მხარეს, რაც საწოლს მეტად ფუნქციურს გახდის.
გამოიყენე სარკეები
საძინებლის ინტერიერში სარკეების დამატება საუკეთესო საშუალებაა სივრცის უფრო დიდად გამოსაჩენად. ასევე, სარკეებს ფანჯრის პირისპირ ან გვერდით თუ მოათავსებ ოთახი ბევრად ნათელი იქნება.
კედლის განათება
საწოლის ორივე მხარეს მაგიდის სანათების გამოყენება ძალიან პოპულარულია, მაგრამ საკმაოდ დიდ ადგილს იყავებს. ადგილის დაზოგვის მიზნით გამოიყენე კედლის სანათები. კედლის სანათების არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია და ადგილის დაზოგვასთან ერთდ საინტერესო, თანამედროვე ინტერიერსაც შექმნი.
ავეჯი და თაროები
პატარა ფართის საძინებელში მოცულობითი ავეჯის მოთავსება რთულია და შედეგად გადატვირთულ, კიდევ უფრო პატარა სივრცეს მივიღებთ. გამოიყენე კედელში ჩასამონტაჟებელი კარადები და თაროები, რაც რეალურად დაგიზოგავს ადგილს და სივრცესაც უფრო დიდს გამოაჩენს.
წაიკითხე სხვა ბლოგები პატარა ბინის ინტერიერის მოწყობის შესახებ:
6 რჩევა პატარა აბაზანის მოსაწყობად
5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დავუშვათ პატარა მისაღები ოთახის ინტერიერში