6 რჩევა პატარა აბაზანის მოსაწყობად
#ინტერიერი
აბაზანის სივრცე თითქმის არასდროსაა საკმარისი და ყოველთვის უფრო მეტი სივრცე გვჭირდება, მაგრამ არსებობს მართლაც პატარა ზომის აბაზანები. თუ შენი აბაზანაც პატარაა, ამ ბლოგში გაგაცნობთ აბაზანის მოწყობის 6 რჩევას, რომელიც დაგეხმარება, რომ სივრცე უფრო საფუძვლიანად აითვისო და ადგილის სიმცირე ნაკლებად იგრძნო.
მსუბუქი, ნათელი, ნეიტრალური ფერები
აბაზანაში ფანჯარა, ანუ ბუნებრივი განათება იშვიათია. ამიტომ, როცა აბაზანის შეღებვაზე მიდგება საქმე უმჯობესია მსუბუქი, ნათელი და ნეიტრალური ფერები აირჩიო, რადგან ღია ფერები აღქმას ცვლის და სივრცე უფრო დიდი ჩანს.
საშხაპე
საშხაპე აბაზანაში ყველაზე დიდ ადგილს იკავებს, ხოლო თუ საშხაპეში ფარდას იყენებ, ზღუდავ სივრცეს და სინათლეს. სილამაზისთვის და სივრცის უკეთესად აღსაქმელად საშხაპეში გამოიყენე გამჭვირვალე შუშის კედელი.
სარკეები
პატარა აბაზანის მოწყობისას ინტერიერში სარკეების გამოყენებით ფართი უფრო დიდი გამოჩნდება, რადგან სარკეები ირეკლავს სინათლეს და მეტი სივრცის ილუზიას ქმნის.
თაროები
სივრცის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კედლის თაროებია. უნიტაზის ზემოთ თაროების დამონტაჟებით აბაზანაში ადგილსაც დაზოგავ და ვიზუალურ ეფექტსაც მიაღწევ.
გამოიყენე ყოველი სანტიმეტრი
როცა აბაზანაში სივრცე პატარაა, რთულია იპოვო ადგილი პირსახოცებისთვის და სხვა საჭირო აქსესუარებისთვის. თუმცა, შეგიძლია იხელმძღვანელო „ყოველი სანტიმეტრის გამოყენების“ პრინციპით და მაგალითად, ხელსაბანი ისე დაამონტაჟო, რომ უჯრები ჰქონდეს. ამით ადგილიც დაიზოგება და აბაზანა მეტად მოწესრიგებული იქნება.
მცირე ზომის ხელსაბანი
როგორც წინა რჩევაში, აქაც გეტყვით, რომ ხელსაბანის სათავსოდ გამოყენება ადგილის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა. ძალიან პატარა აბაზანაში უმჯობესია მცირე ზომის ხელსაბანი აირჩიო და კუთხეში დაამონტაჟო. ხელსაბანი არ დაიკავებს გადასაადგილებელ სივრცეს და ადგილიც დაიზოგება.