მშენებარე აპარტამენტები ბათუმში
#სხვა
ბოლო წლებში ბათუმი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციად იქცა. თუ ადრე შავი ზღვის სანაპირო ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იყო დამოკიდებული, ახლა ის 4-სეზონიანი მიმართულებაა, რომელიც კაპიტალის უსაფრთხოდ დაბანდებისა და სტაბილური შემოსავლის შექმნის გამორჩეულ შესაძლებლობებს იძლევა. შესაბამისად, ბაზარზე გაიზარდა პრესტიჟულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც. ახალ ბულვართან მდებარე Archi Ramada Batumi სწორედ თანამედროვე მომხმარებლის უფრო მაღალი სტანდარტების შესაბამისად შენდება.
აპარტჰოტელი ინოვაციური კონცეფციაა, რომელიც დამოუკიდებელ საცხოვრებელ სივრცესა და მაღალი კლასის სასტუმროს სერვისებს აერთიანებს. მესაკუთრეს აქვს საკუთარი სრულფასოვანი აპარტამენტი და ამავდროულად მაღალი კლასის სასტუმროს შესაბამის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე წვდომა. თუმცა, საქართველოსთვის მსგავსი მასშტაბური პროექტები შედარებით ახალია და მაღალი სამშენებლო სტანდარტების თუ შემდგომ პროექტის პროფესიონალური მართვისთვის, როგორც წესი, დიდი გამოცდილების მქონე დეველოპერული კომპანიის ჩართულობაა საჭირო.

აპარტჰოტელის მთავარი უპირატესობა მისი მრავალფუნქციურობაა. ერთი მხრივ, ის იდეალურია დასვენებისთვის, რადგან საერთო სივრცის ინფრასტრუქტურა გულისხმობს სასტუმროს მსგავსს დასასვენებელ ზონებს, დასუფთავების სერვისსა და კონსიერჟის მომსახურებას. მეორეს მხრივ, ეს არის მზარდი პასიური შემოსავლის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი. იმ პერიოდში როცა მფლობელი აპარტამენტს არ იყენებს, პროქტის მმართველი გუნდი სრულად იღებს საკუთარ თავზე გაქირავებისა და მოვლა-პატრონობის პროცესს. ეს ნიშნავს, რომ იმის მაგივრად რომ ქონება მოცდეს, ის შემოსავლის გენერირებას იწყებს, თან ისე, რომ მფლობელს ცვეთის ხარჯების თავის თავზე აღება არ უწევს.
უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, Archi Ramada Batumi გამორჩეულია. პროექტის პარტნიორია მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ქსელის, „ვინდჰემის“ ბრენდთან — Ramada Encore by Wyndham. გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ პროექტი უმკაცრესი სტანდარტებით შენდება. მშენებლობისთვის გამოიყენება ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, მათ შორის გერმანული იტონგის ბლოკი, რაც სამომავლოდ შენობის ექსპლუატაციის ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
აპარტჰოტელის პროექტში გლობალური ბრენდის ჩართულობა პირდაპირ აისახება ინვესტიციის ფინანსურ უკუგებაზე. უცხოელ დამსვენებლებში ცნობილი სასტუმროს ქსელის სახელი ნდობას ზრდის და ხელს უწყობს წლის ნებისმიერ დროს ჯავშნების მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას.

ტრადიციული საცხოვრებელი პროექტებისგან განსხვავებით, სადაც ფართი, როგორც წესი, შავი, თეთრი ან მწვანე კარკასის სახით ბარდება, რამადა ბათუმის აპარტამენტები მესაკუთრეებს სრული რემონტით გადაეცემათ. ყველა აპარტამენტი გაწყობილი იქნება ევროპული ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით, რაც მინიმუმამდე დაიყვანს რემონტთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ ხარჯებსა და დროს.
კომპლექსში იქმნება მაქსიმალურად დაცული გარემო. მესაკუთრეების განკარგულებაში იქნება საერთო ლობი, 24-საათიანი კონსიერჟის მომსახურება, საკონფერენციო სივრცეები, საბავშვო ზონა და დახურული ავტოსადგომი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
30-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსი აერთიანებს ყველაფერს, რაც იდეალური დასვენებისთვისაა საჭირო. შენობაში განთავსებულია ღია საცურაო აუზი, სპა ზონა, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი, კაზინო, რესტორანი და ლაუნჯ ბარი. კეთილმოწყობილი აივნებიდან კი ზღვის პანორამული ხედები იშლება.
ქალაქის ურბანული და ეკონომიკური განვითარების ფონზე, მოთხოვნა პრემიუმ საცხოვრებელზე მუდმივად იზრდება. შესაბამისად, მშენებარე ბინები ბათუმში სულ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო აქტივი ხდება. თუ დაინტერესებული ხართ ბათუმში უძრავი ქონების შეძენით, ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ არქის წარმომადგენელს და მათი დახმარებით შეარჩიოთ მშენებარე ბინა განვადებით, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
ნებისმიერ პროექტში ინვესტირება ყოველთვის უფრო მომგებიანია საწყის ეტაპზე. მშენებლობის პროცესში ფასი საბოლოოზე საგრძნობლად დაბალია, ობიექტის დასრულებისთანავე კი საბაზრო ღირებულება იზრდება. ეს ფაქტორი ადრეულ ინვესტორს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი სარგებელი როგორც სამომავლო იჯარიდან, ისე თავად აქტივის კაპიტალიზაციიდან.
საქართველოში საინვესტიციო პორტფელის ფორმირებისას გადახდის სისტემას ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. არქის მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკის ფარგლებში, კომპანიის პროექტებში ბინებზე მოქმედებს შიდა განვადება, რაც ხშირად ბევრად უფრო მომგებიანია ვიდრე საბანკო იპოთეკა, რადგან შიდა განვადება უპროცენტოა. თუმცა უძრავი ქონების შეძენის ეს გზა უსაფრთხო მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ დეველოპერულ კომპანიას ნამდვილად ენდობით.

Archi Ramada Batumi ამჟამად არქის მიმდინარე პროექტებითან მხოლოდ ერთ-ერთია. კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საქართველოს მრავალ ქალაქში. ამჟამად, ბათუმის გარდა კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები თბილისში, რუსთავსა და სიონში.
ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ არქის ყველა სამშენებლო პროექტი და შეარჩიოთ მათ შორის ის, რომელიც თქვენს საინვესტიციო პორტფოლიოს ყველაზე უკეთ ერგება.
კაპიტალის გონივრული დაბანდება ისეთ პროექტებში, სადაც ევროპული ხარისხი და გლობალური ბრენდის სანდოობა ერთიანდება, მშვიდი ცხოვრებისა თუ სტაბილური პასიური შემოსავლის შექმნის საუკეთესო წინაპირობაა.