რატომ უნდა გამოვიყენოთ სახლის ინტერიერში მცენარეები?
#გამწვანება
ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტრენდები უკვე წარმოუდგენელია სიმწვანის, სახლის მცენარეების გარეშე. ლამაზი ინტერიერის და თანამედროვე სტილის შექმნის გარდა სახლის მცენარეებს კიდევ ბევრი პლუსი აქვს. ჩვენს ბლოგში წაიკითხავ რა დატვირთვა აქვს მცენარეებს ინტერიერში და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენს ყოველდღურობაში.
ადამიანების უმრავლესობა დროის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეში ვატარებთ. თუ დააკვირდები, როცა გადაღლილი ხარ, ბუნებაში, თუნდაც პატარა სკვერში გასეირნებით გაცილებით უკეთ გრძნობ თავს. მწვანე სივრცეში დროის გატარება ადამიანის განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებით მოქმედებს. ეს უამრავი კვლევითაა დამტკიცებული.
მცენარის უბრალოდ დანახვაც კი აუმჯობესებს ადამიანის განწყობას. ამასთან ერთად, მცენარეებზე ზრუნვას ერთგვარი თერაპიული ეფექტი აქვს. ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, რომ ბავშვებს მცენარეების მოვლა ვასწავალოთ და შევაყვაროთ. გარდა თერაპიული და დამამშვიდებელი ეფექტისა, სახლის მცენარეები ბავშვის ათვისების უნარს აუმჯობესებს, ხდის მას მეტად კრეატიულს და გონებაგახსნილს. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მცენარეებს ბავშვის ოთახშიც მოვათავსებთ.
რა თქმა უნდა, სახლში მცირე ზომის მცენარეები ბუნებაში ყოფნას ვერ შეგვიცვლის, თუმცა მცენარეები შთანთქამს ტოქსინებს, გამოიმუშავებს ჟანგბადს და ჰაერის ხარისხს აუმჯობესებს, რაც საცხოვრებელ გარემოს ჯანსაღს ხდის. ჰაერისა და საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებით კი ბინის მაცხოვრებლები უფრო ბედნიერად იგრნობენ თავს, გაეზრდებათ პროდუქტიულობა, შეუმცირდებათ სტრესი და დაღლილობა.
შესაბამისად კითხვაზე „რატომ უნდა გამოვიყენოთ სახლის ინტერიერში მცენარეები?“ პასუხი ასეთია: უკეთეს გარემოში უფრო ბედნიერად რომ ვიგრძნოთ თავი და შევივსოთ ბუნებასთან ურთიერთობის დეფიციტი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანთა უმრავლესობის პრობლემაა.
გაეცანი გამწვანების შესახებ სხვა ბლოგებს:
როგორ გამოვიყენოთ მცენარეები ინტერიერში?
7 დეკორატიული ხე, რომელიც სახლში შეგიძლიათ გქონდეთ
ქოთნის ყვავილები საშემოდგომო ინტერიერისთვის