7 დეკორატიული ხე, რომელიც სახლში შეგიძლიათ გქონდეთ
#ინტერიერი
#გამწვანება
სახლის დეკორატიული ხე ინტერიერის დიზაინში ავეჯის ფუნქციის მატარებელია. ეს ძალიან ორიგინალური და სტრუქტურული ელემენტი ინტერიერში ხასიათს ქმნის, ამასთან ერთად, მას ჰაერის გამწმენდი ფუნქციაც აქვს. რომელი დეკორატიული ხე შეგიძლიათ გქონდეთ სახლში?
ფიკუს ლირატა
ფიკუს ლირატა ტროპიკულ ტყეებში იზრდება. ამ ხეს ბევრი, მაგრამ გაბნეული სინათლე უყვარს. სჭირდება ყოველდღიური მორწყვა, შესაბამისად, თავს ყველაზე კარგად ნესტიან გარემოში გრძნობს. სახლში მას ხშირად სააბაზანო ოთახში შეხვდებით. ფიკუს ლირატა მისაღებ ოთახსაც ამშვენებს ხოლმე, თუმცა დარწმუნდით, რომ მას ბევრი ბუნებრივი სინათლე ექნება და მორწყვაც არ დაგავიწყდებათ.
ციტრუსი
ფორთოხლის ან ლიმონის ხეების არომატი თქვენს სახლში სასიამოვნო სუნს დააყენებს. ციტრუსის ხეს უყვარს წყალი, მზის სხივები, ტენიანი გარემო და ბევრი სასუქი. სწორედ, ამიტომ, უმჯობესია, თუ ამ ხეებს აივანზე გაზრდით, სხვადასხვა ტიპის ციტრუსი კი შეგიძლიათ ნებისმიერ კერძში გამოიყენოთ.
ფიკუს ელასტიკა
ინდური ფესვების მქონე ფიკუს ელასტიკა იგივე რეზინის ხე ლამაზი, ბზინვარე ფოთლებით გამოირჩევა, რომელთა მუქი მწვანე შეფერილობა თქვენს სახლს საინტერესო შტრიხებს შესძენს. როგორც ტროპიკული მცენარეების უმეტესობას, ფიკუს ელასტიკას უყვარს რეგულირებადი ტემპერატურა, ნესტიანი გარემო და ჰაერის კარგი ცირკულირება. გაითვალისწინეთ, რომ ამ ხეს სასუქი 2 კვირაში ერთხელ უნდა დაუმატოთ ხოლმე.
შეფლერა იგივე ქოლგის ხე
თუ თქვენს სახლში მზის შუქი პირდაპირ არ შემოდის, მაშინ ქოლგის ხე იდეალური მცენარე იქნება. მას გაბნეული სინათლე უყვარს, მოსავლელად კი საკმაოდ მარტივია. ამ მარადმწვანე ხეს ხშირად მორწყვა უყვარს, თუმცა შემდგომ მორწყვამდე, ნიადაგს კარგად გამოშრობა აცადეთ.
ბენჯამინის ფიკუსი
ბენჯამინის ფიკუსი ცნობილი, როგორც ფიკუსის ხე, მწვანე ფერებით არის მდიდარი და მარტივად მოსავლელია. ეს დეკორატიული ხე ნებისმიერი სტილის ინტერიერში ხასიათს ქმნის. ფიკუსის ხე მოათავსეთ კარგად ამომშრალ ნიადაგში და მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მთლიანად მშრალი იქნება. ფიკუსის ხეს უყვარს მზის სხივები და როდესაც სინათლე აკლია, ფოთლები მალე სცვივა ხოლმე.
ბარაქის ხე
ბარაქის ხე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა, რომელსაც ქართულ ბინებში შეხვდებით. ბევრი თვლის, რომ ბარაქის ხეს კეთილდღეობა მოაქვს. რაც მთავარია, მისი მოვლა ძალიან მარტივია და დეკორატიულთან ერთად, სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. მცენარეს უყვარს ბევრი, გაბნეული სინათლე. რაც შეეხება მორწყვას, გადაჭარბებულად ნუ მორწყავთ.
დრაცენა ფრაგრანსი
სიმინდის მცენარედ ცნობილი დრაცენა ფრაგრანსი, სახელის მიუხედავად, სიმინდის მოსავალს არ მოგცემთ. ამის ნაცვლად, მისი გრძელი, ვიწრო ფოთლები (რომლებიც სიმინდს წააგავს) ინტერიერში საინტერესო დიზაინს შეგიქმნით. ესთეტიკურთან ერთად, დრაცენას პრაქტიკული ფუნქციაც აქვს: ის ნაკლებ ადგილს იკავებს. ჯანსაღი ზრდისთვის, დრაცენას სჭირდება ნესტიანი გარემო.
თუ არქიში ბინა გაქვთ შეძენილი, თქვენ არქი ქარდი გადმოგეცემათ. მისი დახმარებით, არქის პარტნიორ გამწვანების კომპანიაში სასურველ დეკორატიულ ხეს შეიძენთ.