კედლის თაროების იდეები სახლის მცენარეებისთვის
#ინტერიერი
მცენარეების მოყვარულებს სახლში სივრცე არასდროს ჰყოფნით მათ განსათავსებლად. ამ პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა თაროების დამატებაა. თუ შენც გიყვარს მცენარეები, გსურს რომ კოლექციას სხვადასხვა მათგანი შემატო, მაგრამ ადგილი არ გყოფნის, ჩვენს ბლოგში გაეცნობი სპეციალურად მცენარეებისთვის განკუთვნილი თაროების იდეებს, რომლებიც სახლში სივრცის შემცირების გარეშე შენთვის სასურველი მცენარეების განთავსებაში დაგეხმარება და ამასთან ერთად, ნებისმიერი სტილის ინტერიერსაც მოუხდება.
1. ჩამოსაკიდი თარო
თოკით ჩამოსაკიდი თარო საუკეთესო არჩევანია, თუ კედელზეც კი ცოტა ადგილი გაქვს, ან უბრალოდ დამატებით არ გსურს კედლის გაბურღვა. ასეთი თარო შეგიძლია ჩამოკიდო ფანჯარაზე, კაუჭზე ან რაიმე სათავსოს საკიდზე.
2. მცურავი თაროები
როცა მცენარეების დასამატებლად სივრცე არ გყოფნის მცურავი თაროები შენთვისაა. ამ ტიპის თაროებს შენი გემოვნებით განათავსებ და სახლის საერთო ინტერიერს ადვილად მოარგებ. კიდევ ერთი პლუსი ის აქვს, რომ შესაძლებელია ერთ კედელზე განთავსება და სხვადასხვაზე გადანაწილებაც.
3. კუთხის თაროები
როდესაც სახლში პატარა სივრცეა, ხშირად კედელიც დაკავებულია. სწორედ ამ დროსაა საჭირო კუთხის თაროები. ისინი კარგად თავსდება ოთახის კუთხეებში და იმ სივრცის ათვისების შესაძლებლობას გაძლევს, რომელიც აქამდე უფუნქციო გეგონა.
4. სარკიანი თარო
ორიგინალური სტილის თარო შენს მცენარეს კიდევ უფრო ლამაზს და მასშტაბურს გამოაჩენს. იდეალური არჩევანია, თუ გამორჩეული ნივთები მოგწონს და სახლის ინტერიერში ორიგინალური დეტალების დამატებას არ უფრთხი.
5. რატინის თარო
რატინი გაძლე და ვიზუალურად ძალიან დახვეწილი მასალაა. რატინის ეს თარო ტევადია, მასზე რამდენიმე მცენარის და სხვადასხვა ნივთის მოთავსება შეგიძლია. რაც მთავარია, ექსტრავაგანტულია და შეუმჩნეველი არც ერთ სტუმარს არ დარჩება.
შენთვის შეიძლება საინტერესო იყოს სახლის მცენარეების შესახებ ჩვენი სხვა ბლოგებიც:
რატომ უნდა გამოვიყენოთ სახლის ინტერიერში მცენარეები?
როგორ გამოვიყენოთ მცენარეები ინტერიერში?
როგორ უნდა მოვუაროთ სახლის მცენარეებს: 6 რჩევა