„ზოომარტი“ საერთაშორისო სტანდარტების მქონე ზოომაღაზიების წამყვან და საქართველოში ყველაზე მზარდ ქსელს წარმოადგენს და აერთიანებს 1000-ზე მეტი დასახელების პრემიუმ პროდუქტს და უკვე 12 წელია შინაურ ცხოველებზე ზრუნვასა და მათ ყოველდღიურობას სრულყოფილს ხდის.
ექსკლუზიურად არქელებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის, 7 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, „ზოომარტში“ იმოქმედებს სპეციალური 20%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე.
კომპანიის პროდუქცია აერთიანებს მსოფლიოს წამყვან, პრემიუმ კლასის ბრენდებს (Advance, Josera, Nature's Variety, Wellness, Kong, Ferplast და სხვა). უმაღლესი ხარისხის საკვები და ვიტამინები, ჰიგიენური საშუალებები და გრუმინგი, სათამაშოები, სახლები და საწოლები, აქსესუარები, საყელოები და გადამყვანები - ყველაფერი, რაც შინაურ მეგობრებს სჭირდებათ ზოომარტშია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის „ზოომარტის“ ნებისმიერ ფილიალში ანგარიშსწორებისას სალაროსთან გახსენით არქის მობილური აპლიკაცია და აჩვენეთ თქვენი ციფრული „არქი ქარდი“ ზოომარტის წარმომადგენელს.