მონტესორი უნივერსი

#განათლება
-7%

არქი ქარდის პარტნიორების სიას შემოუერთდა „მონტესორი უნივერსი“.
„მონტესორი უნივერსი“ პირველი ლიცენზირებული მონტესორის ბაღია საქართველოში, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. 

ბაღი 2.5 წლიდან 6 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. აქ პატარებს დახვდებათ მონტესორის საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული შენობა, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ავეჯი და საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვის დამოუკიდებლობას, შემოქმედებით განვითარებასა და ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებას თანასწორობის, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის პრინციპების გათვალისწინებით.
არქი ქარდის მფლობელებისთვის „მონტესორი უნივერსში“ 7%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.