ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ისნის ფილიალში არქი ქარდის მფლობელები 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
აკადემია ბავშვებს სთავაზობს განსხვავებულ მიმართულებებს, რომლებიც მიმართულია მათთვის განსაკუთრებული და თავისუფალი გარემოს შექმნაზე. პროგრამები ბავშვებს საშუალებას აძლევს, თითოეულ მათგანზე ინდივიდუალურად მორგებული მიდგომით, განავითარონ თავიანთი უნარები.
აკადემია გთავაზობთ:
მუსთერაპიას - ორიენტირებულია, ბავშვს განუვითაროს ემოციების ამოცნობა და გამოხატვა ხმებითა და რიტმით;
არტ თერაპიას - თავისუფლება, ფერები, თვითგამოხატვა
სპორტს - ენერგიის სწორად გამოყენება, სხეულის გაძლიერება, თვითრწმენის ამაღლება
ასევე აქ შეგიძლიათ მიიღოთ ინდივიდუალური განვითარების სესიები, სენსორული ინტეგრაციის, მეტყველებისა და აკადემიური უნარების გაკვეთილები.