არქი ქარდში სიახლეა!
აკადემია სახელოსნო 42 გიწვევთ მეტყველებისა და საჯარო გამოსვლის
კურსზე „საუბრის ხელოვნება“.
აკადემია სახელოსნო 42 არის სივრცე, სადაც სწავლა სცდება ფორმალურ საზღვრებს და შემოქმედებით პროცესად იქცევა. კურსი თეორიისა და პრაქტიკის იმგვარ
სინთეზს სთავაზობს მონაწილეებს, რაც მათ მიღებული ცოდნის ყოველდღიურობაში გამოყენების საშუალებას აძლევს.
„საუბრის ხელოვნების“ პროგრამის ფარგლებში თქვენ დაეუფლებით სხეულის ენას, საჯარო გამოსვლის ტექნიკებს და გახდებით მეტად თავდაჯერებული, როგორც გასაუბრებების, ისე კონფლიქტური სიტუაციების მართვის დროს. სწავლება მოიცავს 16 შეხვედრას და დაყოფილია ორ ეტაპად:
1. პირველი თვე დაეთმობა ხმის ტემბრის, ტემპის, არტიკულაციისა და სუნთქვის შესწავლას;
2. მეორე თვე დაეთმობა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას.
კურსის დასკვნით ნაწილში მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა,
ჯგუფური გადაწყვეტილების საფუძველზე, აირჩიონ ორი ვარიანტიდან ერთ-
• მონაწილეობა მინი-სპექტაკლში
• 4 დამატებითი მასტერკლასის გავლა მოწვეული მსახიობების მენტორობით.
სასწავლო პროცესს გაუძღვებიან გამოცდილი მენტორები - მანანა კოზაკოვა და მაია ჟორჟოლიანი, ხოლო ლექციები ჩატარდება უშუალოდ თეატრ სახელოსნო 42-ის სივრცეში.
არქი ქარდის მფლობელებისთვის კურსზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
პროგრამაზე დასარეგისტრირებლად უნდა იყოთ სრულწლოვანი.