მეღვინეობა ჩელთის ისტორია წინა საუკუნით თარიღდება, როდესაც კახეთის შუაგულში, სოფელ შილდაში, მირიანაშვილების წინაპრებმა პირველი მარანი ააშენეს. ოჯახური ტრადიცია 2001 წელს გიორგი მირიანაშვილის, ჩელთის მარანის დამფუძნებლისა და მთავარი მეღვინის, ინიციატივით განახლდა. დღესდღეობით მამული 80 ჰექტარს მოიცავს, სადაც შედის ვენახები, ქართული ტრადიციული და კლასიკური მარნები, ღვინის მიწისქვეშა საცავი კომპლექსი.
ჩელთის ბრენდი წარმოდგენილია აშშ-ში, აზიასა და ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ბრენდმა საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას მიაღწია და გლობალური აღიარება მოიპოვა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩელთიმ 50-ზე მეტი ოქროს მედალი მოიგო საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე. Decanter-ისა და Mundus Vini-ს ჟიურიმ ჩელთის საფერავი აღიარა მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოს შორის. გარდა ამისა, ჩელთის ღვინოები წარმოდგენილია სამი მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნის ღვინის სიაში. 2018 წელს ჩელთის ქვევრის საფერავი წარმოდგენილი იყო პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სამეფო ქორწილში. "The Washington Post"-მა ჩელთი თავის სტატიაში მოიხსენია, "5 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯოთ მსოფლიოდან".
არქი ქარდის საშუალებით „ჩელთის“ სრულ კატალოგზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ მათ ვებგვერდზე.