გასაყიდი ბინები ,,არქისგან"

თბილისსა და ბათუმში გასაყიდი ბინების ბაზარი ბოლო წლებში მკვეთრად შეიცვალა. 2025 წლის პირველ კვარტალში ახალი საცხოვრებლის ფასი 11.5 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით – ეს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მაჩვენებელია. 2020 წლიდან მოყოლებული ფასი ჯამში 57 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ბაზარი ორგანულად იზრდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ამ ზრდას ამყარებს. 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 9.8 პროცენტით გაიზარდა, რაც რეგიონში პირველი, მსოფლიოში კი 24-ე მაჩვენებელია. 

 

საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნეს სიმარტივის ინდექსში მე-7 ადგილზეა. ეს კავშირშია უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობასთან – ინვესტორები ისეთ გარემოს ეძებენ, სადაც წესები გამჭვირვალეა და ბიზნეს გარემო პროგნოზირებადი. 

 

გასაყიდი ბინები – რით განსხვავდება ,,არქის" მიდგომა?

,,არქის" კომპლექსებში Ytong-ის სამშენებლო ბლოკები გამოიყენება. ეს მასალა სეისმომედეგია, ცეცხლგამძლე და ხმის კარგი იზოლატორი. ცეცხლგამძლეობა ოთხ საათამდე გრძელდება – ეს ციფრი კონსტრუქციის სიმტკიცეს ობიექტურად გამოხატავს. Ytong-ის პრაქტიკული მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვლინდება: ბლოკები ენერგოეფექტურია, რაც ზამთარსა და ზაფხულში კომუნალურ გასავალს შესამჩნევად ამცირებს. ბინის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს სხვაობა გათბობის სეზონზე განსაკუთრებით შესამჩნევია.

 

,,არქის" სამშენებლო პროექტებში სპორტული ზონები, გამწვანებული ეზოები და საბავშვო სივრცეები გეგმარებაში თავიდანვე გათვალისწინებულია. დეველოპერული კომპანია ,,არქის" მოგების 5 პროცენტი ყოველწლიურად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში ნაწილდება – გარემოსდაცვით ინიციატივებში, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერასა და საგანმანათლებლო პროგრამებში. ეს პოლიტიკა კომპანიის ღირებულებების ნაწილია. 

 

 

ბინის გადაბარების შემდეგ

,,არქი" ერთადერთი დეველოპერია საქართველოში, რომელიც მაცხოვრებლებზე ზრუნვას ბინის გადაცემის შემდეგაც აგრძელებს:

  • ArchiCard  გულისხმობს ფასდაკლებებს პარტნიორ მაღაზიებსა და ბრენდებში, ავეჯიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე. 
  • ArchiRent –  ბინის გაქირავება დასაწყისიდან ბოლომდე, მაცხოვრებლის ჩარევის გარეშე: მოიჯარის მოძიება, ხელშეკრულება, ყოველთვიური ადმინისტრირება. 
  • ArchiRent განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მყიდველებისთვის, ვინც ბინას საინვესტიციო მიზნებისთვის ყიდულობს – ქირის მართვა კომპანიაზე გადადის, შემოსავალი კი პუნქტუალურად ირიცხება. 
  • ArchiFix – 24 საათიანი ტექნიკური სერვისი, რომელიც ნებისმიერ სახლთან დაკავშირებულ საკითხს, სანტექნიკიდან ელექტრობამდე,  სწრაფად და გამჭვირვალე ფასით წყვეტს.

 

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი გასაყიდი ბინები თბილისში

თბილისი ერთგვაროვანი ბაზარი არ არის – ყოველ უბანს საკუთარი ლოგიკა, ფასი, მოთხოვნა და პერსპექტივა აქვს. სწორედ ამ სხვაობის გათვალისწინებით მუშაობს ,,არქი". 2025 წელს თბილისში სულ 42,388 ბინა გაიყიდა – ეს 2024 წელთან შედარებით 4.3 პროცენტით მეტია. ბაზარი იზრდება და სწორი ადგილმდებარეობის შერჩევა გადამწყვეტია.

 

მშენებარე ბინა საბურთალოზე მათთვისაა, ვისთვისაც ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო კავშირი და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე პრიორიტეტულია. 2025 წლის მონაცემებით, საბურთალოზე გაიყიდა 7,186 ბინა. ეს ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ბაზარია. ამ ლოკაციაზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია, ახლებური კომპლექსების მიწოდება კი – კონტროლირებადი. 

 

ვისაც ქალაქში ყოფნისა და ბუნებასთან სიახლოვის შეთავსება სურს, ბინები ლისზე ამ ორის ბალანსს გვთავაზობს. ლისის მიდამოები ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება – ახალი გზები, ინფრასტრუქტურა, კომპლექსები ტენდენციის გაგრძელებაა. მთლიანობაში, ლისის მიმართულებით მიწის ფასი 2025 წელს კვ.მ-ზე 140 დოლარამდე გაიზარდა, რაც ამ ლოკაციის ზრდადი პოტენციალს ასახავს.

 

მშენებარე ბინები შიდა განვადებით თბილისში მათთვისაა, ვისაც ყიდვის პროცესში ბანკთან ურთიერთობა, საბუთების კრება და შემოსავლის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა არ სურს. შესაბამისად მათ ვისაც სასწრაფოდ გასაყიდი ბინა სურს და დრო მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოდგენს ეს პროცესი მათთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია. ,,არქის" შიდა განვადება ამ ბარიერების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. გადახდის გრაფიკი ინდივიდუალურად უნდა აიგოს. მასში გათვალისწინებულია ანაზღაურების თარიღი, რომელიც თქვენთან შეთანხმებით აირჩევა, საჭიროების შემთხვევაში კი გადახდის სქემა იცვლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თვითდასაქმებული, ცვალებადი შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბანკის სტანდარტული მოთხოვნები ხშირად ბარიერია.

 

გასაყიდი ბინები ბათუმში: ზღვა, ტურიზმი და მდგრადი ბაზარი

გასაყიდი ბინები ბათუმში ,,არქისგან" ძირითადად საინვესტიციო ლოგიკით იყიდება. Cushman & Wakefield Veritas-ის 2025 წლის მონაცემებით, ბათუმში კვ.მ-ის საშუალო ფასი 6.4 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო ბაზრის მთლიანი ღირებულება ივნისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ქალაქი უმეტესად უცხოელი მყიდველების ყურადღებას იპყრობს. მოთხოვნა სეზონური ტურიზმის ციკლს მიჰყვება, მაგრამ მაინც სტაბილურია. 2025 წლის პირველ ნახევარში ბათუმში სულ 258,022 კვ.მ გაიყიდა –  ეს სტაბილური ბაზრის ნიშანია. ბათუმის სასტუმრო სეგმენტში საოკუპაციო მაჩვენებელი 65.7 პროცენტს შეადგენდა 2025 წელს, რაც ქირის შემოსავლის პოტენციალს ნათლად ასახავს.

 

ბაკურიანი: მთა და სეზონური შემოსავალი

აპარტამენტები ბაკურიანში განსხვავებული სეგმენტია. ბაკურიანი ბოლო წლებში საქართველოში ზამთრის ტურიზმის ცენტრი გახდა. ამ ლოკაციაზე ბინა სეზონზე სტაბილური შემოსავლის წყარო ხდება, ხოლო დანარჩენ დროს – პირადი სარგებლობისთვის გამოიყენება. მთის კურორტზე ქონება თბილისის ან ბათუმის ბაზრისგან განსხვავებული ლოგიკით მუშაობს: სეზონურობა გათვლილი და პროგნოზირებადია, ამიტომ ფინანსური დაგეგმვა უფრო მარტივია. ,,არქი" ამ ბაზარზეც მუშაობს, თანაც იმ სტანდარტებით, რომლებსაც ქალაქის კომპლექსებში ვხვდებით.

 

 

ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება

მშენებარე ბინები თბილისში მათთვისაა, ვინც მომავალზე და ინვესტირებაზე ფიქრობს. 

 

,,არქი" მშენებლობის პერიოდში უპროცენტო შიდა განვადებას სთავაზობს  მომხმარებლებს, ეს კი ბინის შეძენას ბანკის ჩარევის გარეშე შესაძლებელს ხდის. 2025 წელს პირველადი ბაზრის გაყიდვები 25.3 პროცენტით გაიზარდა. ეს ზრდა კავშირშია იმ ტენდენციასთან, რომ ახალი ბინები, მეორად ბაზართან შედარებით, კონკურენტული ხდება: ახლა პირველად ბაზარზე გაყიდვებმა გადააჭარბა მეორად ბაზარს. 

 

საინვესტიციო ქონება სხვა სეგმენტისთვისაა გათვლილი. Galt & Taggart-ის 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თბილისში საიჯარო სარგებელი 8.6 პროცენტია. შედარებისთვის: ტალინი – 3.6 პროცენტი, ბუქარესტი – 4.3, ბაქო – 5.3, ერევანი – 6.6, ტაშკენტი – 8.1. 

 

რატომ ,,არქი"?

,,არქი" 2006 წლიდან ათობით კომპლექსს აშენებს. ბაზარზე კომპანიის მდგომარეობას ობიექტურად მისი პროექტები ასახავს. მათგან ერთ-ერთი გამოირჩეულია “არქის” ბინები საბურთალოზე. Cushman & Wakefield Veritas-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი ბაზრის მთლიანი ღირებულებამ 2025 წლის პირველ ნახევარში 1.17 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 

 

,,არქის" 70,000-ზე მეტი მაცხოვრებელი მაინც ყველაზე ობიექტური შეფასებაა. მათი განმეორებადი შესყიდვები, ArchiRent-ის მეშვეობით ბინების მართვა, ArchiCard-ის გამოყენება – ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ,,არქი" ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველა ახალ პროექტში ამ სტანდარტს ინარჩუნებს. 2025 წელს პირველადი ბაზრის გაყიდვები 27.3 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით – ეს ზრდა მხოლოდ ბაზრის ზოგადი მაჩვენებლებით ვერ აიხსნება. ეს კომპანიის მიმართ ნდობის გაზომვადი ინსტრუმენტია. გასაყიდი ბინები ,,არქისგან" – აქ ადგილმდებარეობა, ხარისხი, გადახდის მოქნილობა და გრძელვადიანი მხარდაჭერა ერთმანეთთან თანხვედრაშია.