არქიმ ახალი ელიტარული კომპლექსის ლისი სანრაიზის პრეზენტაცია გამართა
#პროექტები
15 ნოემბერს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი „ლისი სანრაიზის“ პრეზენტაცია გამართა. არქი ლისი სანრაიზი თიბისი ბანკთან პარტნიორობით, პრესტიჟულ ადგილას, ლისის ტბიდან 1, ხოლო სამედიცინო უნივერსიტეტიდან 1.5 კმ.-ში შენდება. პრეზენტაციას არქის პარტნიორები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა არქის დამფუძნებელი ილია წულაია, რომელმაც პროექტის მასშტაბურობაზე და უნიკალურობაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და თიბისი ბანკის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების დაფარვის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი დარჩიაშვილი.
კომპლექსი არქი ლისი სანრაიზი 6 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. კომპლექსში მაცხოვრებლებს დახვდებათ: 15 000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს დარბაზი, კინოთეატრი და საბავშვო გასართობი ზონა. კომპლექსის თითოეული ბინიდან ულამაზესი პანორამული ხედები გადაიშლება თბილისზე.
ელიტარული კომპლექსი არქი ლისი სანრაიზი ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება. კომპლექსი გამოირჩევა დახვეწილი და ესთეტიკური ინფრასტრუქტურით, რომელშიც სრულადაა გათვალისწინებული ადგილობრივი ურბანული გარემო. კომპლექსში შესაძლებელია მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობებით შიძინოთ მშენებარე ბინა განვადებით.
ღონისძიების დასასრულს არქის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კიდევ არაერთი მასშტაბური და გამორჩეული პროექტის განხორციელებას გეგმავენ.