5 ივლისი - დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის ახალი პრემიუმ კომპლექსის ბინებზე
#პრისეილი
არქის პროექტში ბინის საუკეთესო ფასად შეძენის მსურველებისთვის კომპანია 5 ივლისს დიდ ფასდაკლების დღეს გამართავს არქი ჰორაიზონის ახალი პრემიუმ კომპლექსის ბინებზე, რომელიც ორთაჭალის სიმწვანეში მდებარეობს. აქციის ფარგლებში, მომხმარებლები შეზღუდული დროით - მხოლოდ ერთი დღით შეძლებენ შეიძინონ საოცნებო ბინა ისეთ დაბალ ფასად, რომელიც მეტჯერ აღარ განმეორდება.
არქი ჰორაიზონი ახალი ელიტარული კომპლექსია, რომელიც ორთაჭალაში, ქალაქის ისტორიულ უბანში მდებარეობს. პროექტი გამოირჩევა მშვიდი, კომფორტული მდებარეობით, გამორჩეული ხედით მთელ თბილისზე და მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურით, რომელიც აერთიანებს ღია აუზს, პადელის კორტებს, სამეზობლო ლაუნჯს, საკალათბურთო მოედანს, გამწვანებულ და საბავშვო სივრცეებს.
არქი ჰორაიზონის კომპლექსში სახლის შეძენა, როგორც საინვესტიციო ქონება, ახლა ყველაზე მომგებიანია, რადგან ბინის ფასი მხოლოდ 5 ივლისს, ერთი დღით, ყველაზე დაბალი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობის დასრულებისას მისი ღირებულება უკვე მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.
წინა წინა ფასდაკლების დღეების შემდეგ, არქის პროექტებში ბინის ფასი ერთ წელში საშუალოდ 30%-ით გაიზარდა. მაგალითად, არქი დიღომი 3-ში, დღეის მდგომარეობით, ბინის ფასი დიდი ფასდაკლების დღიდან 15 თვეში საშუალოდ 28%-ით არის გაზრდილი, რაც დაახლოებით 21,000$-ზე მეტ მოგებას ნიშნავს. არქი კიკვიძის ბაღში კი, დიდი ფასდაკლების დღიდან ზუსტად ერთ წელში, ბინის ფასი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა, რაც 16,000$-ზე მეტია. ასევე, არქი რუსთავის პროექტში დიდი ფასდაკლების დღე მიმდინარე წლის 26 აპრილს იყო და სულ რაღაც 2 თვეში ბინის ფასები უკვე 16%-ით არის გაზრდილი, რაც 7500$-ზე მეტია.
დიდ ფასდაკლებასთან ერთად ბინის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გადახდის საუკეთესო პირობებით და თუ სურთ არქიში მშენებარე ბინები განვადებით შეიძინინონ, შეუძლიათ მაქსიმალური - 12 წლამდე პერიოდით გააკეთონ ეს, თანაც შემოსავლების დადასტურებისა და პირველადი შენატანის გარეშე.
დიდი ფასდაკლების დღე არქი ჰორაიზონის ახალი პრემიუმ კომპლექსის მშენებლობის დაწყებამდე მხოლოდ ერთი დღით იქნება აქტიური. გასათვალისწინებელია, რომ ბინების რაოდენობა შეზღუდულია, დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა კი საკმაოდ მაღალი, რადგან ფასდაკლების დღეს ყოველთვის უამრავი ადამიანი ელოდება, რათა სასურველი ბინის ყიდვა არქიში შეძლონ საუკეთესო ფასად.
ამიტომ, იჩქარეთ, გამოიყენეთ იშვიათი შესაძლებლობა, გვესტუმრეთ 26 აპრილს, 12:00 საათიდან, არქის ფილარმონიის ოფისში და პირველმა შეარჩიეთ თქვენი საოცნებო სახლი წარმოუდგენელ ფასად. ჩვენი ოფისი მდებარეობს ფილარმონიასთან, პეტრე მელიქიშვილის 1 ნომერში.
რეგისტრაციისთვის გადმოდით ბმულზე: http://bit.ly/44lmTnQ
დაგვირეკე ნომერზე: 2 602 602 ან *6262