სოფო კვანტალიანი და შაკო კოხრეიძე არქის სერვისების შესახებ
#ინტერვიუ
სადარბაზოს დასუფთავება და პროექტის ფასადზე ზრუნვა, ბინის შეძენასთან დაკავშირებული ტექნიკური და იურიდიული საკითხების მოგვარება, სახლში საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა და ეზოს მოვლა-პატრონობა - ეს დეველოპერული კომპანია არქის სერვისების მცირე ჩამონათვალია. არქის სერვისები შექმნილია იმისთვის, რომ მაცხოვრებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს არა მხოლოდ ბინის შეძენამდე, არამედ შეძენისა და შესახლების შემდეგაც. შეიძლება ითქვას, რომ არქიში სერვისების ორი მიმართულებაა. ერთი მათგანი მშენებარე პროექტებზე გაყიდვების შემდგომი პროცესების მართვას ეხება, მეორე კი - უკვე დასრულებულ პროექტებზე მომხმარებლის სერვისს მოიაზრებს. ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელი შაკო კოხრეიძე და არქის გაყიდვებისა და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო კვანტალიანი გვიამბობენ იმ სერვისების შესახებ, რომელთა საშუალებით არქი ბინის შეძენის შემდეგაც ზრუნავს თავის მაცხოვრებელზე და უქმნის მას კომფორტისა თუ დაცულობის შეგრძნებას.
„როდესაც ადამიანი არქის რომელიმე მშენებარე პროექტში ბინას იძენს, მას წარუდგება სერვის მენეჯერი და ეხმარება ყველა იმ პროცესის მოგვარებაში, რომელიც გაყიდვების შემდგომ პერიოდს თან ახლავს,“ - ამბობს სოფო კვანტალიანი. სოფოს აზრით, სერვის მენეჯერი კომპანიაში „მომხმარებლის ხმას“ წარმოადგენს, რომელიც მაცხოვრებელს ბინის შესახებ ნებისმიერ თემატიკაზე ინფორმაციას აწვდის. ეს ინფორმაცია ეხება ბინის საგადამხდელო საკითხებს, ბინის გეგმარებების შეთანხმებებს და იურიდიულ ასპექტებზე დახმარების მიღებს.
„ბინის საგადამხდელო საკითხები ის მოცემულობაა, რაც ჩვენს მობინადრეებს ყველაზე მეტად აინტერესებთ: ეს არის შიდა განვადებით უძრავი ქონების შეძენა, შემდგომში რესტრუქტურიზაცია და გრაფიკების ცვლილება. რაც შეეხება ბინის გეგმარების შეთანხმებას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ არქის უპირატესობა: ადამიანს, რომელიც უძრავ ქონებას მშენებარე პროექტში იძენს, შეუძლია გეგმარება საკუთარ სურვილებს მოარგოს. სწორედ მას, ამ სურვილის განხორციელებაში, ჩვენი სერვის მენეჯერი ეხმარება, შემდგომში კი მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებულ გეგმარებას არქის გამოცდილი არქიტექტორები ქმნიან ხოლმე. თავად გეგმარება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, ტიხრების ადგილმდებარეობა, ელექტროობა და გათბობა. ბინის შეძენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იურიდიული ასპექტების გათვალისწინებაა. ჩაბარება, ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმირება და უკვე ბინის საკუთრებაში გადაცემა - ამ საკითხების მოგვარებაში, არქის სერვის მენეჯერი ბინის მესაკუთრესთან ერთად აქტიურად არის ჩართული,“ - ამბობს სოფო.
სოფო თვლის, რომ არქის სერვისები ბიუროკრატიისგან სრულად არის დაცლილი, რაც ბინის მფლობელს ეხმარება დაზოგოს დრო და ენერგია, თავად ბინის შეძენის პროცესი კი მეტად კომფორტულ და სასიამოვნო აქტივობად გარდაქმნას. რაც მთავარია, თითოეულ არქელს ინდივიდუალურად მისთვის გამოყოფილი სერვის მენეჯერი ჰყავს, რომელიც კომპანიაში მის მოთხოვნებსა თუ სურვილებს აჟღერებს.
როგორც სოფო ამბობს, მშენებარე პროექტში ბინის შეძენის პროცესის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი მშენებლობის დასრულება და ბინის მესაკუთრისთვის გასაღების გადაცემაა.
„ჩვენი ბინები ყოველთვის დათქმულ ვადებში ბარდება და, სასიამოვნოა, როდესაც ამდენ გახარებულ არქელს ვხედავთ ხოლმე. გასაღების გადაცემის პროცესი უფრო დასამახსოვრებელი რომ გავხადოთ, ჩვენ მათ ისეთ საჩუქრებს ვაძლევთ, რაც სახლში აუცილებლად გამოადგებათ და ბედნიერებას მოუტანთ“.
სწორედ დასრულებულ პროექტში მცხოვრები არქელების კეთილდღეობაზე შაკო კოხრეიძე ზრუნავს.
„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ არქი ბინის ჩაბარების შემდეგაც თავის მობინადრეებზე ზრუნვას არ წყვეტს. სწორედ ამისთვის შეიქმნა მომსახურების სერვისი, სადაც ჩვენი სერვის კოორდინატორები მუდმივად მზად არიან არქელებს დაეხმარნონ,“ - ამბობს შაკო.
სერვისი მოიცავს ისეთ აუცილებელ აქტივობებს, როგორებიცაა, კორპუსის მიმდებარე და სადარბაზოს შესასვლელის დასუფთავება, ლიფტისა და კიბის უჯრედების დასუფთავება, კომპლექსის კეთილმოწყობასა და ფასადის იერსახეზე ზრუნვა, ლიფტების გამართულობა, 24-საათიანი დაცვა და კამერების მონიტორინგი.
„როდესაც ადამიანი ჩვენს პროექტში ბინას ყიდულობს, ის ასევე სარგებლობს იმ საერთო ქონებით, რომელსაც სადარბაზოები, ლიფტები, მიმდებარე მიწის ნაკვეთები, საპარკინგე თუ საინჟინრო სისტემები ქმნიან. იმისთვის, რომ მაცხოვრებლებმა არქის პროექტებიდან ყველანაირი ბენეფიტი მიიღონ, ჩვენ კომპლექსის საერთო სარგებლობაში არსებულ ქონებას ვუვლით და ვპატრონობთ. მაგალითად, ყველა პროექტში, სტანდარტულად კვირაში სამჯერ, მთლიან სადარბაზოებს, ლიფტებსა და პარკინგებს ვასუფთავებთ,“ - ამბობს შაკო.
შაკოს გუნდი ამ პროცესს იმდენად აკონტროლებს, რომ არ აქვს მნიშვნელობა მაცხოვრებლის ზარი შემოდის თუ არა, კორპუსში ჯგუფი დადის და ნებისმიერ ხარვეზს ასწორებს.
„ჩვენ ასევე ვზრუნავთ პროექტების იერსახეზე, ფასადის შეღებვასა და განახლებაზე. მაგალითად, დიდი დიღმის ძველ პროექტებს ფასადი შევულამაზეთ. ვზრუნავთ კორპუსების სახურავებზეც, საჭიროების შემთხვევაში მათი მოვლა და შეკეთება ჩვენი ვალდებულებაა“, - გვიყვება შაკო.
არქიში უსაფრთხოება დეტალურად არის გათვალისწინებული. კომპანიის ყველა პროექტში დამონტაჟებულია კამერები, რომელთა მონიტორინგი 24/7-ზე მიმდინარეობს. ლიფტით სარგებლობა მაცხოვრებლებს სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ბარათით ე.წ ჩიპებით შეუძლიათ. დამონტაჟებულია დომოფონის სერვისით აღჭურვილი კარებიც. ხოლო, არქი ისანსა და არქი თაუერში 24-საათიანი ცოცხალი დაცვა მუშაობს.
არქიში გარემოს დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სერვისების დეპარტამენტიც აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით აქტივობებში.
„ჩვენ ვზრუნავთ სიმწვანესა და ეკოლოგიაზე, ვრგავთ და ვუვლით ხეებს. ხშირად ვაწყობთ გამწვანების აქციებს. მაგალითად, ჩვენი არქელების ჩართულობით არქი მუხიანსა და არქი ისანის ეზოებში ასობით მარადმწვანე და ბუჩქოვანი ხე დავრგეთ. ღონისძიება მასშტაბური, სახალისო და, რა თქმა უნდა, ჩვენი გარემოსთვის სასარგებლო გამოდგა. მსგავსი აქტივობები, რა თქმა უნდა, მომავალშიც იგეგმება“.
სოფო და შაკო თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისი, რომელიც არქის ამ ბოლო დროს დაემატა, არქი ფიქსია. „ჩვენი დაკვირვების შედეგად მივხვდით, რომ არქელებში არქი ფიქსის საჭიროება გაჩნდა. რადგანაც არქი მაცხოვრებლების სურვილებს, მისდევს და ითვალისწინებს, კომპანიამ სერვისებს არქი ფიქსის მომსახურება დაამატა. იაფი, მარტივი და ხარისხიანი სერვისი მაცხოვრებელს დაეხმარება მოაგვარონ ყველანაირი საყოფაცხოვრებო პრობლემა სახლიდან გაუსვლელად“, - ამბობენ სოფო და შაკო.
თუ გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ არქი ფიქსის შესახებ, გადადით მითითებულ ბმულზე - არქი ფიქსის შესახებ.