სარკეების ჯადოსნური ძალა ინტერიერის დიზაინში
#ინტერიერი
ჩვენს სახლებში არსებობს ერთი ისეთი ნივთი, რომელიც როგორც დეკორაციული, ასევე მრავალი სხვა ფუნქციის მატარებელია. ეს არის სარკე, რომელიც ყველა ზომის და ფორმის შეგხვდებათ. ოთახის დიზაინში სწორად განთავსებულ სარკეს შეუძლია სივრცე ბუნებრივი სინათლით აავსოს, პატარა ადგილი ვიზუალურად გააფართოვოს და ოთახში სიღრმე შემოიტანოს. შედეგის გასაუმჯობესებლად უნდა ვიცოდეთ, ოთახში სარკე რა ადგილას დავკიდოთ ან დავდგათ.
მთლიანი სიგრძის სარკე ორ ფანჯარას შორის
ფანჯრებს შორის სარკის დადგმა ერთგვარი დიზაინერული ხრიკია. თვალი მას ისე აღიქვამს, თითქოს ოთახში მესამე სარკეც იყოს, ეს კი ბუნებრივ სინათლეს მაქსიმალურად ზრდის. მთლიანი სიგრძის სარკე კი ოთახში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის.
კედლის სარკე კომოდის უკან
ცნობილი ფაქტია, რომ მცირე ფართის ბინაში სივრცის ვიზუალურად გაზრდა სარკეებით შეგიძლიათ. კედლის სარკეებს ამ ეფექტის მოხდენა ყველაზე მეტად გამოსდით. გაორმაგებული ეფექტი აქვს, თუ სარკეებს კომოდის, ავეჯისა თუ ჩართული სანათების უკან განათავსებთ.
სარკე ფანჯრის წინ
გსურთ თქვენი სახლი მუდამ ბუნებრივი სინათლით იყოს სავსე, ხოლო ლამაზი ხედების სანახავად ფანჯარასთან მისვლა სულაც არ გიწევდეთ? ამ ეფექტის მისაღწევად სარკე ზუსტად ფანჯრის წინ დაკიდეთ. შემომავალ ბუნებრივ სინათლეს სარკე აირეკლავს და ოთახს უფრო მზიანს და სივრცულს გახდის. თუ თქვენი ბინა თბილისში, არქი ისანის პროექტში მდებარეობს, ეს „ხრიკი“ ნამდვილად გამოგადგებათ. ფანჯრის წინ დაკიდებული სარკე დაგეხმარებათ, ფანჯარასთან მისვლის გარეშე, თბილისის ულამაზესი ხედებით დატკბეთ.
სარკე, როგორც ფოკალური წერტილი ინტერიერში
ინტერიერის დიზაინში ფოკალური წერტილის არსებობა აუცილებელია. ფოკალური წერტილი ოთახში ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც შემომსვლელის ყურადღებას თავიდანვე იპყრობს. ტელევიზორი, ბუხარი თუ წიგნების თარო ხშირად გამოიყენება ფოკალური წერტილის შესაქმნელად. თქვენ ასევე შეგიძლიათ სარკის დახმარებით შექმნათ ოთახის ცენტრალური ნაწილი. პატარა ზომის სარკეები არაჩვეულებრივ კომპოზიციაშია ავეჯსა და სხვადასხვა დეკორაციასთან ერთად. რადგანაც პირველად თვალში კონტრასტი გვხვდება, ოვალური ან მრგვალი ფორმის სარკეები შეარჩიეთ.
სარკეებიანი ავეჯი
ის ავეჯი, რომელსაც სარკიანი ზედაპირი აქვს, ეფექტური გზაა ოთახში ელეგანტური და გლამურული ატმოსფერო შექმნათ, ამასთან ერთად, სივრცეც ვიზუალურად გაზარდოთ. ოთახი რომ არ გადაიტვირთოს, დააბალანსეთ ასეთი ავეჯისა და დეკორაციების რაოდენობა.
საერთო ჯამში, სარკეს ინტერიერის დიზაინში მართლაც რომ ჯადოქრობის მოხდენა შეუძლია: ის როგორც ფუნქციური, ასევე დეკორაციული ღირებულებებით გამოირჩევა, რომელსაც შესწევს უნარი თქვენს ოთახს უფრო მეტი სინათლე, სივრცე და სილამაზე შემატოს. არქის ბინებში მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ არქის ლოიალურობის ბარათით, არქი ქარდით, სხვადასხვა ფორმის და ზომის სარკეები დიდი ფასდაკლებით შეიძინონ.