რომელ სამშენებლო მასალას იყენებს არქი მშენებლობებში?
#სამშენებლო მასალები
როდესაც სახლის შეძენას ვაპირებთ, ძალიან მნიშვნელოვანია მივაქციოთ ყურადღება, თუ რა სამშენებლო მასალებია გამოყენებული პროექტში. ამ ბლოგში მოგიყვებით არქის მიერ გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე.
არქი ცენტრალური პარკი
არქის დასრულებული პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი არქი ცენტრალური პარკი იდეალურ ადგილას, თბილისის ცენტრალურ პარკთან, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და ურბანული და ბუნებრივი ლანშაფტის ბალანსს ქმნის. მისი ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. არქი ცენტრალური პარკი უზრუნველყოფილია ფიტნეს დარბაზით, თანამედროვე ლობით, კონსიერჟის მომსახურებით, ღია და დახურული ავტოსადგომით. სახლს აქვს 6 000 კვ.მ. გამწვანებული სივრცე, სადაც საბავშვო და სპორტული ზონებია მოწყობილი. 29-სართულიანი სახლის მშენებლობაში „იტონგის“ ბლოკთან ერთად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის, გერმანული ბრენდის „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონი, რომელიც შენობის სიმყარის გარანტიაა. სამღებრო სამუშაოები ჩატარებულია გერმანული ბრენდის „კაპაროლის“ საღებავებით. არქი ცენტრალური პარკი გამოირჩევა ლამაზი ექსტერიერით, რომელიც მოპირკეთებულია ავსტრიული ბრენდის „ფუნდერმაქსის“ მაღალი ხარისხის Hpl პანელებით.
არქი ვუდი
დასრულებული სახლი არქი ვუდი გამოირჩევა არქიტექტურითა და მდებარეობით. 17-სართულიანი სახლი ყველაზე გამწვანებულ უბანში, დიღმის მასივში, ჩაჩავას ქუჩაზე მდებარეობს. არქი ვუდის ექსტერიერი განსაკუთრებულია, მის მოსაპირკეთებლად „კაპაროლის“ ელასტიკური აგურია გამოყენებული. საცხოვრებელი სახლი აშენებულია „იტონგის“ ბლოკით, „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონით, ხოლო ღებვისას „კაპაროლის“ უმაღლესი ხარისხის საღებავებია გამოყენებული.
არქი საბურთალო
არქი საბურთალო თანამედროვე და გამორჩეული დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დახვეწილი ექსტერიერის მქონე ოთხ სახლს აერთიანებს. კომპლექსი საბურთალოზე, ინფრასტრუქტურულად განვითარებულ ადგილას, პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. არქი საბურთალოს 5 000 კვ.მ. გამწვანებული ეზო აქვს, სადაც სკვერი, საბავშვო და სპორტული მოედნებია მოწყობილი. რა თქმა უნდა, ოთხივე სახლის მშენებლობაში „იტონგის“ ბლოკია გამოყენებული, თითოეული შენობის სიმყარეს კი „ჰაიდელბერგცემენტის“ ბეტონი უზრუნველჰყოფს. არქი ვუდის საცხოვრებელი სახლების ვიზუალს გამორჩეულს ხდის ბუნებრივი ხის ეფექტის მქონე „ფუნდერმაქსის“ Hpl პანელები.
იტონგი
არქის ყველა საცხოვრებელ სახლში გერმანული ბრენდის „იტონგის“ ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალებით დამზადებული სამშენებლო ბლოკი გამოიყენება.
„იტონგის“ ბლოკი ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია ანუ იტონგის ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას.
დაბალი თბოგამტარიანობის დამსახურებით ოთახის გასათბობად თუ გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგიაა საჭირო, რაც საგრძნობლად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს.
„იტონგის“ ბლოკის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხანძარგამძლეობაა, ინტენსიური ცეცხლის ზემოქმედებას 4 საათის განმავლობაში უძლებს.
ასევე, "იტონგი" არის ძალიან მსუბუქი, კონსტრუქციაზე დაწოლას ამცირებს, რაც სეისმური აქტივობისას შენობის უსაფრთხოებას განაპირობებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ არქის ყველა საცხოვრებელ სახლში დაბალემისიური მინებია გამოყენებული, რაც თითოეულ ბინას კიდევ უფრო ნაკლებად თბოგამტარსა და კომფორტულს ხდის.