რჩევები ზაფხულში სახლის გასაგრილებლად
#სხვა
Ზაფხული წელიწადის ის დროა, როცა ტემპერატურა მნიშვნელოვნად იზრდება და ქალაქში მდებარე ბინებში საკმაოდ დიდ დისკომფორტსაც ქმნის. Ძალიან ცოტა ადამიანს თუ შეუძლია მთელი ზაფხულის კურორტებზე გატარება, სწორედ ამიტომ, Ცხელ სეზონზე ყოველდღიური კომფორტის შესანარჩუნებლად ბინის აქტიურად გაგრილება გვჭირდება. Ხშირად ვართ დილემის წინაშე და გვაწუხებს კითხვა, თუ როგორ გავაგრილოთ ბინა. Ჩვენს ბლოგში მოცემული რამდენიმე რჩევა ამ პრობლემის გადაწყვეტასა და ბინის მარტივად გაგრილებაში დაგეხმარება.
Ბინის გაგრილებისას ხშირი შეცდომაა ფანჯრებისა და აივნების კარების დღის განმავლობაში ღია დატოვება, რომელიც არათუ ვერ აგრილებს ბინას, არამედ უკვე გაგრილებულ ბინაში ტემპერატურის შენარჩუნებას უშლის ხელს. Ბინა რომ კარგად გაგრილდეს და ტემპერატურა შენარჩუნდეს Მაქსიმალურად შეზღუდე მზის შუქის ბინაში შეღწევა, ხოლო საღმოსა და ღამით, როდესაც გარეთ ტემპერატურა შედარებით იკლებს, ფანჯრების გაღება და სუფთა ჰაერის შემოშვება შეგიძლია.
Ბინაში სითბოს შემოღწევის თავიდან არიდების ერთ-ერთი საუკეთესო გზა იზოლაციის გაუმჯობესებაა. Კარგი იზოლაციისთვის გამოიყენე თერმული ფარდები ან ჟალუზები, რომლებიც სითბოს არ ატარებს. Ასევე, თუ შესაძლებლობა გაქვს, დააყენე სიცხის შემაკავებელი ფანჯრები და კარები, რაც ზაფხულში სიგრილის შენარჩუნებას ძალიან გაგიმარტივებს.
Მცენარეები ნებისმიერი ბინის ინტერიერს გამორჩეულს ხდის, თუმცა არა მხოლოდ ალამაზებს ინტერიერს, არამედ უზრუნველყოფს სიგრილესაც. Მცენარეები ბუნებრივად ამცირებს ჰაერის ტემპერატურას და ატენიანებს კიდეც, რაც ზაფხულში დამატებითი კომფორტის შემქმნელია. Ბინები რომ გავაგრილოთ, განსაკუთრებით კარგია ისეთი მცენარეების გამოყენება, რომლებსაც დიდი ფოთლები აქვს, რადგან დიდი ფოთლები ხელს უწყობს გრილი ჰაერის წარმოქმნას. Ყველა დიდფოთლიანი მცნარე ოთახის პირობებში კარგად ვერ იზრდება, ამიტომ შერჩევისას აუცილებლად გაიარე კონსულტაცია სპეციალისტთან. Მცენარეების კიდევ ერთი დიდი პლუსი ისაა, რომ გაგრილებასთან ერთად ჰაერს ასუფთავებს კიდეც და ბინის მტვრისგან დაცვაში გვეხმარება.
Ბინის გაგრილების საუკეთესო საშუალება კონდიციონერია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ კონდიციონერის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. Განვიხილოთ კონდიციონერის სამი ტიპი:
Კონდიციონერის შერჩევისას ყურადღება მიაქციე სიმძლავრეს და გაითვალისწინე შენი ბინის ფართს. Პატარა ფართის ბინებს გასაგრილებლად ძალიან მძლავრი კონდიციონერი არ სჭირდება. Კომუნალურების დაზოგვის მიზნით კი შეგიძლია შეარჩიო ენერგოეფექტური კონდიციონერი, რომელიც შესაძლებელია სტანდარტულზე მეტი ღირებულების იყოს, თუმცა საბოლოო ჯამში ეკონომიის გაკეთებაში დაგეხმარება. Ასევე, შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციო ხმაურის დონესაც, განსაკუთრებით, თუ დაინსტალირებას საძინებელში აპირებ.
Რა თქმა უნდა, ბინის გაგრილება ვენტილატორითაც არის შესაძლებელი, თუმცა ნაკლებად ეფექტურია. Კონდიციონერს არაერთი უპირატესობა აქვს:
1. კონდიციონერი უზრუნველყოფს ბინაში ტემპერატურის გაგრილებას, რაც ზრდის ბინის მაცხოვრებლების პროდუქტიულობას.
2. Სწორად შერჩეული კონდიციონერი ჰაერს ალერგენებისგან და მტვრისგან წმენდს.
3. Ბინას იცავს მწერების შემოღწევისგან.
4. Ამცირებს ტენიანობას, რაც თავიდან გვარიდებს ელექტროტექნიკის, სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის დაზიანებას.
Უპირატესობასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კონდიციონერის გამოყენებისას ბინაში ტენიანობა იმაზე მეტად შეიძლება შემცირდეს, ვიდრე მისაღებია. Ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია გამოიყენო ჰაერის დასატენიანებელი ტექნიკა. Დამატენიანებელი თუ არ მოგეპოვება სხვა გზაც არსებობს: ღია ჭურჭელი აავსე წყლით და დადგი ოთახში. Თუ ტენიანობა დაბალია წყალი ამოშრება და არ დაგავიწყდეს ჩასხმა.
მწველ სიცხესთან გასამკლავებლად ჰაერის გასაგრილებელი ტექნიკა რომ გჭირდება არქი ქარდით პარტნიორ მაღაზიებში ფასდაკლებით შეიძენ, ეს ეხება, როგორც კონდიციონერს და ვენტილატორს, ისე ნებისმიერ ტექნიკას. Არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც არქიში ბინის შეძენისთანავე გადმოგეცემა საჩუქრად.