მარტივი დეკორის იდეები სახლში საგაზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად
#ინტერიერი
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად დროა სეზონის შესაფერისი დეკორი შევარჩიოთ. ნესტიანი და ცივი ზამთრის შემდეგ ნამდვილად გვჭირდება განწყობის გაუმჯობესება და ახალი ენერგიით ავსება, ამაში კი სახლის გადახალისება დაგეხმარებათ. სანამ დეკორის არჩევაზე გადახვალთ, სახლი საფუძვლიანად უნდა დაასუფთავოთ, ამაში კი ჩვენი წინა ბლოგი დაგეხმარებათ. აი, დასუფთავების შემდეგ კი თქვენს ხასიათზე და გემოვნებაზე მორგებული დეკორი უნდა შეარჩიოთ. ცვლილებები ყოველთვის კარგი იდეაა, მაგრამ ხშირად გვგონია, რომ დიდ ხარჯებთანაა დაკავშიფრებული. ჩვენს ბლოგში წაკითხული რჩევები დაგეხმარებათ ზედმეტი ხარჯის გარეშე შექმნათ საგაზაფხულო დეკორი.
გაზაფხულზე ბუნება ახლიდან იბადება, ზამთრის ძილიდან იღვიძებს და რა თქმა უნდა, ეს თქვენს სახლსაც უნდა დაეტყოს. საგაზაფხულო განწყობის შესაქმნელად სახლის დეკორი უნდა იყოს თემატური, ფერადი, მაქსიმალურად ცოცხალი და სურნელოვანი. დეკორის ცვლილება თქვენს ყოველდღიურობაზე აუცილებლად აისახება და გაცილებით უფრო მეტად ენერგიული იქნებით, ვიდრე წინა თვეებში იყავით. დიახ, სახლის ინტერიერი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ასე რომ, არ დაგენანოთ დროის გამოყოფა ამ სასარგებლო ცვლილებებისთვის.
მისაღები ის ოთახია, სადაც ყველაზე მეტი მოქმედება ხდება, ყველაზე ხშირად იკრიბებით ოჯახის წევრები და იღებთ სტუმრებს. ასევე, მისაღებ ოთახს დიდი გავლენა აქვს სახლის საერთო ინტერიერზე, ამიტომ ამ ოთახში დეკორის შერჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისაღებ ოთახში საგაზაფხულო ინტერიერის შესაქმნელად რამდენიმე მარტივი დეკორი შევარჩიეთ:
1. თაროების გაფორმება - ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მისაღებ ოთახში გაზაფხულის შესაფერისი ინტერიერის შესაქმნელად. განათავსეთ თაროებზე ნივთები სხვადასხვა სიმაღლეზე, გამოიყენეთ ყვავილები. მოათავსეთ საოჯახო (ან უბრალოდ მნიშვნელოვანი ფოტოები) ლამაზი ჩარჩოებით და საგაზაფხულო თემატიკის წარწერაც შეგიძლიათ დაამატოთ.
2. ყავის მაგიდა - კიდევ ერთი კარგი საშუალება სახლში გაზაფხულის მოსაყვანად. გამოიყენეთ ცოცხალ ფერებში გადაწყვეტილი რანერი (წვრილი სუფრა), რომელიც მაგიდას აქტიურად გამოიყენებთ თუ არა მაინც შემოიტანს განწყობას ინტერიერში. აქციეთ დეკორის ნაწილად ჟურნალი საგაზაფხულო პეიზაჟიანი გარეკანით.
3. დივანი - დივანი მისაღები ოთახის ყველაზე შესამჩნევი ნაწილია, მორთეთ იგი ბალიშებით, ბალიშის პირებით კი შეგიძლიათ სეზონის და ინტერიერის ცვლილებების მიხედვით შეარჩიოთ ხოლმე.
4. კედელი - ბუნებრივია, რომ ყველა სეზონზე ვერ შეცვლით შპალერს და ვერ გადაღებავთ კედელს, თუმცა, კედელს ინტერიერზე დიდი გავლენა აქვს და შეგიძლიათ გამოიყენოთ შპალერი-სტიკერი, რომელსაც მარტივად გააკრავთ და ჩამოხსნით. ასევე, კარგი იდეაა გაზაფხულის ფერებში გადაწყვეტილი ნახატების გამოყენება.
სახლში გაზაფხულის მშვენიერი განწყობა რომ შექმნათ დაგჭირდებათ დეკორისთვის ნივთები. თქვენ შეგიძლიათ თავად დაამზადოთ საგაზაფხულო დეკორი ან შეიძინოთ უკვე გამზადებული. გაგაცნობთ დეკორის ელემენტებს, რომელთა გამოყენებაც დიდი დანახარჯის გარეშე შეგიძლიათ:
არქი ქარდით პარტნიორ მაღაზიებში შეძლებთ ფასდაკლებით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი დეკორი და გაიაროთ კონსულტაცია ინტერიერის დიზაინერებთან. ეს არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც ყველა არქელს ბინის შეძენისთანავე გადაეცემათ საჩუქრად. ამ ბარათით შესაძლებელია ფასდაკლებით ისარგებლოთ სარემონტო მასალების, ტექნიკის, ავეჯის, განათების მაღაზიებში და მიიღოთ თქვენთვის საჭირო მრავალფეროვანი მომსახურებები.