გზამკვლევი გაზაფხულზე სახლის საფუძვლიანად დასასუფთავებლად
#სხვა
გაზაფხულის დადგომასთან ერთად სახლის გენერალურად დასუფთავების დროც მოვიდა. ახლა უკვე შეგიძლიათ თავისუფლად გამოაღოთ ფანჯრები, სახლი გაანიავოთ და ჰაერზე დააწყოთ ნივთები, რომლის გარეცხვაც საკმაოდ რთულია. გაზაფხულზე სახლის დასუფთავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ სეზონზე ბინა ალერგენებით ივსება. ამას ისიც ემატება, რომ ზამთარში სახლის საფუძვლიანად დალაგება გვიჭირს და მიუწვდომელ ადგილებში მტვერი გროვდება. დიახ, გაზაფხული საუკეთესო დროა სახლის ღრმა წმენდისა და საფუძვლიანი დასუფთავებისთვის, ამაში თქვენი გზამკვლევი და მეგზური ჩვენი ბლოგი იქნება.
ბუნებრივია, თუ ბინის საფუძვლიანად დასუფთავება გსურთ, მაგრამ სახლი გაზაფხულზე ძალიან არეული გხვდებათ და არ იცით, საიდან უნდა დაიწყოთ დასუფთავება. არეულობა ზამთარში ნაკლებად შესამჩნევია, ახლა კი ნამდვილად ხელს შეგიშლით. სწორედ ამიტომ, საგაზაფხულო დასუფთავებამდე სახლი უნდა მოაწესრიგოთ. მოწესრიგების შემდეგ კი აუცილებელია დასუფთავების გეგმის შემუშავება. გეგმა დაგეხმარებათ განსაზღვროთ პრიორიტეტები, აღმოაჩინოთ პრობლემური ადგილები და დაიწყოთ დასუფთავება თანმიმდევრულად.
ზამთარში დაგროვილ მტვერს ემატება სეზონური ალერგენები, რამაც სეიოზულად შეიძლება დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. ჩვენ გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც ალერგენების მოშორებასა და სახლის საფუძვლიანად დასუფთავებაში დაგეხმარებათ:
1. ფანჯრები - ფანჯრების გასასუფთავებლად შეარჩიეთ ღრუბლიანი ამინდი, რადგან მცხუნვარე მზე საწმენდ ხსნარს სწრაფად გააშრობს და ფანჯარაზე ზოლები დარჩება. თუ ქიმიკატების გამოყენება არ გსურთ, დაამზადეთ ხსნარი: ¼ ჭიქა სპირტი, 1/3 ჭიქა ძმარი და გამოხდილი წყალი. ეს ხსნარი არ გამოიწვევს ალერგიას და ფანჯარასაც საფუძვლიანად გაწმენდს.
2. ზედაპირები - წელიწადში ერთხელ კარგად უნდა გაასუფთაოთ დაფები, კარების ჩარჩოები და კედლები. დასასუფთავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღრუბელი და თბილ წყალში შერეული ჭურჭლის სარეცხი ხსნარი.
3. ხალიჩები - ხალიჩები ძალიან იზიდავს მტვერს ამიტომ, 12-18 თვეში ერთხელ აუცილებელია პროფესიონალური წმენდის ჩასტარება. გარდა იმისა, რომ სახლში სისუფთავეს დაიცავთ ალერგენებს აარიდებთ თავს და ხალიჩას ხარისხს შეუნარჩუნებთ.
4. კუთხეები - ყველა სახლში არის კუთხეები, რომლამდე მიღწევაც დასუფთავებისას გვეზარება ხოლმე და თავს ვარიდებთ, რადგან ისედაც არ ჩანს. გაითვალისწინეთ, რომ ეს კუთხეები ალერგენების თავშესაფარია და აუცილებლად საფუძვლიანად გამოასუფთავეთ.
თითოეული ოთახის დასუფთავებას თავისებური მიდგომა სჭირდება. რადგან გაზაფხულზე სახლის გენერალური დასუფთავება გადაწყვიტეთ მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას, რათა რაიმე დეტალი არ გამოგრჩეთ:
გაითვალისწინეთ, შემდეგში რომ მარტივი დასასუფთავებელი იყოს სახლი, აუცილებლად შეინარჩუნეთ მინიმალური წესრიგი და არ დააგროვოთ ნივთები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ამ მიდგომით არც ერთ სეზონზე აღარ იქნება სახლი ძალიან დასალაგებელი და მტვერსაც დააღწევთ თავს.
სახლის საფუძვლიანად დასასუფთავებლად დროს ან ენერგიას თუ ვერ პოულობთ, არქი ქარდით ფასდაკლებით შეძლებთ ისარგებლობთ დასუფთავების სერვისით პარტნიორ კომპანიებში. არქი ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც ყველა არქელს არქიში ბინის შეძენისთანავე საჩუქრად გადაეცემათ. ამ ბარათით შესაძლებელია ფასდაკლებით ისარგებლოთ სარემონტო მასალების, ტექნიკის, ავეჯის, დეკორის, განათების პარტნიორ მაღაზიებში და მიიღოთ თქვენთვის საჭირო მრავალფეროვანი მომსახურებები.