ელენე ბარათაშვილი და სალომე ავალიანი არქის ახალი პროექტის შესახებ
#ინტერვიუ
არქიმ დიდ დიღომში ახალი პროექტის მშენებლობა დაიწყო. ეს ამ უბნისთვის არქის უკვე მეოთხე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც 4 საცხოვრებელ სახლს გააერთიანებს. 7 000 კვადრატული მეტრის დასასვენებელი სივრცისთვის გამოყოფილია 2 სპორტული მოედანი, საბავშვო სივრცეები, სკვერი და ველობილიკები - სწორედ ასეთი მწვანე სივრცეებით სავსე იქნება არქი დიღომი 3.
როგორც არქის მარკეტინგის მენეჯერი, ელენე ბარათაშვილი, ამბობს, 20 მარტამდე, ამ საცხოვრებელი სახლის ბინებზე 7 000 ლარამდე ფასდაკლება იმოქმედებს. ასევე ბინის შეძენის მსურველებს ბინის შეძენა პირველადი შენატანის გარეშე, 12-წლიანი განვადებით შეეძლებათ.
„ჩვენი პრიორიტეტი არქის მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვაა, სწორედ, ამიტომ მათი დიდი მოთხოვნა გავითვალისწინეთ და დიდ დიღომში ახალი კომპლექსის მშენებლობა დავიწყეთ. რადგან მოთხოვნა ასეთი დიდია, ბინები ძალიან სწრაფად იყიდება და ნებისმიერმა მსურველმა უნდა იჩქაროს“, - ამბობს ელენე.
არქი დიღომი 3 საუკეთესო ადგილმდებარეობით გამოირჩევა და ზუსტად დიდი დიღმის „გუდვილის“ გვერდით მდებარეობს.
„თბილისის მერია დიდ დიღომში ახალი გზების გაყვანას გეგმავს, რომლებიც ზუსტად ჩვენ კომპლექსთან გაივლის. მაცხოვრებელს კი მისვლა შეეძლება როგორც აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე ფარნავაზ მეფისა და მირიან მეფის გამზირებიდანაც. კომპლექსი იმდენად მარტივად მისადგომია, მობინადრეებს იქ მისვლა ნებისმიერი გზით შეეძლებათ“, - ამბობს ელენე.
პროექტი ვიზუალურად ეფექტური ფასადით გამოირჩევა და საუკეთესო ხარისხის მასალებით შენდება.
„პროექტის ადგილმდებარეობიდან და მასშტაბიდან გამომდინარე ვეცადეთ, რომ არქი დიღომი 3-ის ფასადი გამორჩეული ყოფილიყო. ფასადის უმეტეს ნაწილზე ავსტრიული HPL-ის საფასადე ფილებს გამოვიყენებთ, დეკორატიული ელემენტების სახით გვექნება საჩრდილობლები. აღსანიშნავია ისიც, რომ გვექნება გენერატორი და წყლის რეზერვუარი, ჩვენი არქელებისთვის მუდმივი დენისა და წყლის უზრუნველსაყოფელად“, - ამბობს არქის მთავარი არქიტექტორი, სალომე ავალიანი.
სალომეს თქმით, არქი დიღომი 3-ის კომპლექსში გათვალისწინებულია თანამედროვე დიზაინის ლობი, სადაც მობინადრეებს კონსიერჟი 24 საათის განმავლობაში მოემსახურებათ. ასევე ობიექტი აღჭურვილი იქნება პრემიუმ ხარისხის ლიფტებით.
„ძალიან მრავალფეროვანი გეგმარება გვაქვს. მსურველს არქი დიღომი 3-ში შეუძლია შეიძინოს 2, 3 და 4-ოთახიანი ბინები. მინიმალური ფართი 54 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტი საკმაოდ ოპტიმალურად არის დაგეგმარებული, თუმცა მობინადრის სურვილის შემთხვევაში, გეგმარება მის სურვილზე შეგვიძლია მოვარგოთ“, - ამბობს სალომე.
არქი თავის თითოეულ პროექტში რეკრეაციულ ზონას ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს. არც არქი დიღომი 3 ყოფილა გამონაკლისი. კომპლექსი 7 000 კვ.მ გამწვანებულ ეზოს მოიცავს.
„ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა არქის ერთ-ერთი მიმართულებაა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი მობინადრეები ჯანსაღი ცხოვრებით საკუთარ ეზოშივე დაკავდნენ, დასასვენებელი სივრცე თითოეული პროექტისთვის გვაქვს გამოყოფილი. არქი დიღომი 3 აერთიანებს 2 სპორტულ მოედანს, საბავშვო სივრცეს, დასასვენებელ ადგილებსა და ველობილიკებს,“ - ამბობს ელენე.
არქი დიღომი 3-ის გარდა, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არქის 2 დასრულებული და ერთი მშენებარე კომპლექსი მდებარეობს. ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე ორ დასრულებულ (არქი დიღომი 2A და 2B) და 2 მშენებარე საცხოვრებელ სახლს მოიცავს.