ბინა დაბალ სართულზე - დადებითი და უარყოფოთი მხარეები
#სხვა
ბევრი ადამიანისთვის ხშირად ხდება ბინა დაბალ სართულზე საუკეთესო არჩევანი სხვადასხვა მიზეზის გამო. ამის მიზეზი ზოგისთვის შეიძლება იყოს ხელმისაწვდომობა და კომფორტი, ზოგი კი ირჩევს უსაფრთხოებისა და მოსახერხებლობის გამო. ამ ტიპის ბინების არჩევისას მნიშვნელოვანია ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის გათვალისწინება. ჩვენს ბლოგში განვიხილავთ, თუ რა სარგებელსა და სირთულეებს მოიცავს დაბალ სართულზე მდებარე ბინაში ცხოვრება.
დაბალი სართულის ბინებს არაერთი დადებითი მხარე აქვს, რაც მის პოპულარობას განაპირობებს.
1. ყველაზე თვალსაჩინო უპირატესობა მოსახერხებლობა არის. დაბალ სართულზე მდებარე ბინები უფრო მარტივად ხელმისაწვდომია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ლიფტის გამოყენებას ერიდება. გამორჩეულად მოსახერხებელია მოხუცებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისა და ბავშვიანი ოჯახებისთვის - ეტლის, ყოველდღიური პროდუქტებისა თუ სხვა ტვირთის ადვილად მიტანის გამო. ის, რომ დაბალ სართულიანი ბინიდან შენობის დატოვება უფრო სწრაფად ხდება და დიდი მანძილი არ არის გასავლელი ბევრი ადამიანისთვის კომფორტის შემქმნელია, რადგან უქმნით იზოლირებულობის განცდას.
2. მეორე დადებითი მხარე უსაფრთხოებაა. ხანძრის ან სხვა გადაუდებელი სიტუაციის შემთხვევაში დაბალ სართულზე მაცხოვრებლებს უფრო მარტივად შეუძლიათ შენობის დატოვება. ასევე, ტექნიკური თუ სარემონტო სამუშაოები უფრო ადვილად და სწრაფად შესრულებადია, რადგან ნებისმიერი ტიპის ტვირთის შეტანა გაცილებით მარტივად ხდება, ვიდრე მაღალ სართულებზე.
3. კიდევ ერთი დადებითი მხარე არის ენერგოეფექტურობა. დაბალ სართულზე მდებარე ბინებს ძირითადად უკეთესი იზოლაცია აქვს, რაც ზამთარში თბილს, ხოლო ზაფხულში გრილს ხდის შიდა სივრცეს. ეს თავის მხრივ გათბობისა და კონდიცირების ხარჯებს ამცირებს. ასევე, დაბალ სართულზე მცხოვრებ ადამიანებს ლიფტით გადაადგილება რომ ნაკლებად უწევთ, ესეც ენერგიის დაზოგვას იწვევს.
დადებითი მხარეების მიუხედავად, დაბალ სართულზე მდებარე ბინებს უარყოფითი მხარეებიც აქვს.
1. პირველი უარყოფითი მხარე ხმაურის პრობლემა არის. დაბალი სართულის ბინებში ქუჩის ხმაური უფრო მეტად აღწევს, რაც შეიძლება დისკომფორტის შემქმნელი იყოს, განსაკუთრებით ქუჩის დატვირთულობის შემთხვევაში.
2. ერთ-ერთი უარყოფითი მხარე შეზღუდული განათებაა. დაბალი სართულის ბინებში ბუნებრივი განათება ნაკლებად აღწევს, რაც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ბინის სიმყუდროვეზე. ეს პრობლემა ძირითადად ისეთ უბნებში დგება, სადაც მაღალსართულიანი შენობები ბევრია და დაბალი სართულის ბინებს მზის სხივებს უზღუდავს.
3. რიგით მესამე უარყოფითი მხარე შეიძლება იყოს კონფიდენციალურობის საკითხი. გარედან დაბალი სართულის ბინების ფანჯრებიდან შესაძლოა შიდა სივრცის დანახვა მოხერხდეს, რაც ასევე დისკომფორტს შეუქმნის მაცხოვრებლებს. ფარდებისა და ჟალუზების გამოყენებაა ამ შემთხვევაში გამოსავალი, მაგრამ ეს ბინაში ბუნებრივი განათების შეღწევას უშლის ხელს.
როცა დაბალ სართულზე მდებარე ბინის შეძენას ვაპირებთ, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
დაბალ სართულზე მდებარე ბინა ბევრი ადამიანისთვის კარგი არჩევანია, რადგან, როგორც უკვე ვისაუბრეთ, არაერთი დადებითი მხარე აქვს. თუ დაბალ სართულზე აპირებთ ბინის შეძენას, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და სწორედ თქვენს საჭიროებებზე მორგებული შეიძინეთ.