როგორი ავეჯი უნდა შეარჩიოთ პატარა ფართის ბინისთვის?
#ინტერიერი
მცირე ფართის ბინები თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათ უამრავი უპირატესობა აქვთ: ისინი სწრაფად გრილდება ან თბება. ამით კი კომუნალურ გადასახადებს ზოგავთ. მცირე ფართის ბინები ასევე მარტივად სუფთავდება, შესაბამისად, უფრო მეტი დრო გრჩებათ სხვა საქმეებისთვის. არქის პროექტებში მსგავსი ტიპის ბინების ფართო არჩევანი ვარკეთილის B ბლოკში შეგხვდებათ. თუ ამ პროექტში პატარა ფართის უძრავ ქონებას შეიძენთ, ინტერიერის გადახალისება უფრო მარტივ და სასიამოვნო პროცესსად გარდაიქმნება, რადგან სივრცის აქსესუარებითა და დეკორით დატვირთვა არ მოგიწევთ. ერთ-ერთი მთავარი ბენეფიტი კი ისაა, რომ პატარა ბინები სიმყუდროვესთან ასოცირდება. ამ ეფექტის მისაღწევად ინტერიერის დიზაინში რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში კი, მყუდრო გარემოს შესაქმნელად ისეთი ავეჯის შერჩევაა საჭირო, რომელიც სივრცეს არ გადატვირთავს. ამ ბლოგში სწორედ მცირე ფართის ბინებისთვის განკუთვნილ ავეჯზე მოგიყვებით.
მრავალფუნქციური ავეჯი
მცირე ფართის ბინებში თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ სივრცის ავეჯით გადატვირთვა არ ღირს. ამის ნაცვლად შეიძინეთ ისეთი ავეჯი, რომელიც ერთზე მეტ ფუნქციას შეასრულებს. ასევე შეარჩიეთ იმ ზომის ავეჯი, რომელიც ბინის პროპორციებთან შესაბამისი იქნება. მისაღებ-სამზარეულო ოთახში დადგით კომპაქტური დივანი, რომელიც გაშლის შემთხვევაში მაგიდად გარდაიქმნება. საბავშვო ოთახისთვის შეარჩიეთ ისეთი 2-სართულიანი ტრანსფორმერ-საწოლი, რომელიც დაკეცვისას ლამაზ კარადად გარდიქმნება.
სკამები
მცირე ფართის ბინაში, ყველა ოთახში, სკამების და სავარძლების დადგმა საჭირო არაა. სტუმრების მოსვლის შემთხვევაში, ისინი შეგიძლიათ ნებისმიერ ოთახში გადაიტან-გადმოიტანოთ. უზარმაზარ, განიერ დივნებს კი კომფორტული, თანამედროვე ავეჯი არჩიეთ, რომელიც ზუსტად თქვენ მოგერგებათ და დასვენებისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.
მინიატურული სამზარეულო
არ არის აუცილებელი სამზარეულოში ძალიან მაღალი და მასიური მაცივარი გედგათ. ის უფრო მცირე ალტერნატივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. სამზარეულო კუნძული თავისი ფუნქციურობითა და პრაქტიკულობით არაჩვეულებრივია, მაგრამ დიდ ადგილს იკავებს. სანაცვლოდ შეგიძლიათ გორგოლაჭებიანი კუნძული შეიძინოთ, რომელსაც მარტივად გადაადგილებთ და კომფორტის დონეც გაგიორმაგდებათ. ამ ოთახში ასევე ძალიან ეფექტურია დასაკეცი სკამების გამოყენება, რომლებიც შეგიძლიათ ერთმანეთზე დააწყოთ და ამით სივრცე დაზოგოთ.
ჩაშენებული ავეჯი
ბუნებრივია, რომ პატარა ბინებში სივრცის დაზოგვა აუცილებელია. სივრცის 100%-იან დაზოგვაში ჩაშენებული ავეჯი დაგეხმარებათ. ეს უკანასკნელი თქვენი საცხოვრებელი ბინის ფართიდან გამომდინარე შეარჩიეთ. მაგალითად, კუპე კარადები ზუსტად თქვენას ბინას შეგიძლიათ მოარგოთ. საბოლოო ჯამში კი, მიიღებთ საკმაოდ ტევად კარადას, რომელიც აღჭურვილი იქნება ღია თაროებით, უჯრებით, სათავსოებით და სარკეებით, რომლებიც სივრცეს უფრო ვიზუალურად სივრცულს ხდის.
სარკეები
მცირე ფართის ბინებში სივრცის ვიზუალურად გაზრდაში სარკეები დაგეხმარებათ. პატარა ზომის სარკეები შეგიძლიათ ლამაზ ჩარჩოში ჩასვათ და ისეთ ადგილას დადგათ, სადაც ფანჯრებიდან შემოსულ სინათლეს აირეკლავს. ეს სივრცეს ორმაგად გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ არქიში მცირე ფართის ბინების ფართო არჩევანი გაქვთ. არქის ლოიალურობის ბარათის, არქი ქარდის, საშუალებით კი, დიდი ფასდაკლებით შეიძენთ იმ საჭირო ავეჯს, რომელიც თქვენს ბინას მყუდრო და კომფორტულ სახლად გარდაქმნის.