Trump Tower Tbilisi

Trump Tower Tbilisi

Trump Tower Tbilisi უმაღლესი კლასის, მულტიფუნქციურ პროექტს წარმოადგენს საქართველოს დედაქალაქის გულში, რომელიც არქის, #1 დეველოპერული კომპანიისა და ინვიას მიერ, The Trump Organization-თან პარტნიორობითა და The Sapir Organization-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

პროექტი კავკასიაში, ტრამპის ბრენდის ქვეშ პირველ თაუერს წარმოადგენს და საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო სექტორის განვითარების ახლებურ სტანდარტს ამკვიდრებს.

მსოფლიოს ყველაზე დიდი არქიტექტურულმა სტუდიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi 62-სართულს აერთიანებს, ხოლო მისი სიმაღლე 280 მეტრს აღწევს, რაც მას საქართველოში ყველაზე მაღალ შენობად აქცევს. დედაქალაქის ჰორიზონტის ახალი სიმბოლო ჰარმონიულად აერთიანებს გამორჩეულ არქიტექტურას, დახვეწილ ინტერიერს, უმაღლესი ხარისხის მასალებს, ექსკლუზიურ დეტალებსა და მთელი ქალაქის ულამაზეს პანორამულ ხედებს.

პროექტი აერთიანებს ტრამპის ბრენდირებულ რეზიდენციებს, რომელთაც მაღალი კლასის სასტუმროს სერვისი გამოარჩევს, ლუქს კლასის სავაჭრო სივრცეებს, საერთაშორისოდ აღიარებულ რესტორნებსა და სპეციალურად შექმნილ დასასვენებელი ზონებს. Trump Tower Tbilisi შეიქმნა, რათა მცხოვრებლებს ურბანული ცხოვრების სრულიად ახალი, ექსკლუზიური გამოცდილება შესთავაზოს, სადაც პირადი რეზიდენციები, სტუმარმასპინძლობის კულტურა, განვტვირთვა და უმაღლესი კლასის მომსახურება ერთ საერთაშორისო ბრენდირებულ სივრცეშია თავმოყრილი.

Trump Tower Tbilisi მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს პრემიუმ უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს თბილისის, როგორც საერთაშორისო ინვესტიციების, ბიზნესისა და მაღალი კლასის ურბანული ცხოვრების ახალი ეპიცენტრის პოზიციას.

შეარჩიე შენი სახლი

მიმდინარე

0%

ინფრასტრუქტურა

Trump Tower Tbilisi აერთიანებს ტრამპის ბრენდირებულ რეზიდენციებს, პრემიუმ სასტუმროს სივრცეებს, უმაღლესი კლასის სავაჭრო და საერთაშორისოდ ცნობილ კულინარიულ ობიექტებს, ასევე მცხოვრებლებზე მორგებულ დასასვენებელ და გასართობ ზონებს. თაუერიდან იშლება შთამბეჭდავი პანორამული ხედები ცენტრალურ პარკსა და ქალაქზე. დახურული აუზი სახურავზე განთავსებული ტერასა სპა და გამაჯანსაღებელი სერვისები ფიტნეს ცენტრი გამწვანებული ტერასა რესტორნები & ბარები საზიარო სამუშაო სივრცე სამეზობლო ლაუნჯი საბავშვო სივრცე კონსიერჟი მიწისქვეშა პარკინგი

აუზი

სავარჯიშო დარბაზი

რესტორანი

ბარი

კონსიერჟი

ავტოსადგომი

მდებარეობა

Trump Tower Tbilisi საბურთალოზე მდებარეობს. არეალში, რომელიც დედაქალაქის მთავარ ურბანულ ეპიცენტრად, Downtown Tbilisi-ად გარდაიქმნება.

Trump Tower Tbilisi

თამარაშვილზე ცენტრალ პარკთან

მიმდინარე

Plant

შეუკვეთე ზარი

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.