არქი ქარდის პარტნიორი გახდა DIAN™, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე, ფუნქციურ და გამორჩეული დიზაინის ტექნიკას სთავაზობს, როგორც პირადი გამოყენებისთვის, ასევე სასაჩუქრედ და ბიზნესისთვის.
DIAN™ საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიც ETOE და EWA არიან, რაც მომხმარებლებს ბრენდების ორიგინალი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას აძელვს.
კომპანიის კატალოგში ინოვაციურ და ხარისხიან პროდუქტებს შეხვდებით. აქ დაგხვდებათ პროექტორების მრავალფეროვანი არჩევანი, როგორც ლაზერული, ასევე LED და ლამპიანი მოდელები.
ფართოა დინამიკების არჩევანიც - აქ შეგიძლიათ 20-ზე მეტი განსხვავებული დიზაინის მეტალის დინამიკიდან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი, მათ შორის ყავის ჭიქის, საშხაპის, კარაოკე, სამზარეულოს ქვაბისა და გაზის ბალონის მოდელები.
არქი ქარდის მფლობელებისთვის DIAN™-ში განსაკუთრებული შეთავაზებაა:
20%-იანი ფასდაკლება დინამიკებზე;
6%-იანი ფასდაკლება პროექტორებზე.
TikTok: www.tiktok.com/@dianglobal