fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo
Phone Icon შეუკვეთეთ ზარი
შეუკვეთეთ ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
Phone Icon +995 322 602 602
დაგვიკავშირდით
Camera Icon

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

არქი ფიჭვები თამარაშვილზე

0 არქი ფიჭვები თამარაშვილზე თბილისი, თამარაშვილის ქ. 13
არქი ფიჭვები თამარაშვილზე

არქი ფიჭვები თამარაშვილზე

თბილისი, თამარაშვილის ქ. 13 
პრემიუმ კლასის პროექტი არქი ფიჭვები
არქის ახალი, პრემიუმ კლასის პროექტი „არქი ფიჭვები“ თბილისის ცენტრალურ ნაწილში, იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. 29 სართულიანი ენერგოეფექტური პროექტის ბინები არქი ფიჭვებში პრემიუმ კარკასით ან შერჩეული რემონტის პაკეტით ჩაბარდება, რაც გულისხმობს 3 განსხვავებული შეთავაზებიდან სასურველი რემონტის შერჩევას. არქი ფიჭვების ერთ-ერთი უპირატესობაა 6,000 კვ.მ. რეკრეაციული ზონა კეთილმოწყობილი ეზოთი, საბავშვო და სპორტული ზონით, სადაც მრავალწლიანი ხეებია განთავსებული. ბინებიდან ულამაზესი პანორამული ხედი გადაიშლება მთაწმინდასა და კუსტბაზე. არქი ფიჭვები ელიტარული საცხოვრებელი პროექტია, რომლის მშენებლობაშიც გამოიყენება სრულიად ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს თქვენი ცხოვრებისათვის. არქი ფიჭვების ფასადის მოსაპირკეთებლად გამოიყენება უმაღლესი ხარისხის იმარის ბრენდის მასალა, ხოლო მშენებლობისთვის გერმანული ბრენდის Ytong-ის ენერგოეფექტური, ცეცხლგამძლე ბლოკი, რომელიც ინარჩუნებს ტემპერატურას და ამცირებს ენერგიის ხარჯს 40%-ით. გარდა ამისა, ყველა ბინაში დამონტაჟებული იქნება ევროპული ბრენდის Reynaers-ის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, რომელიც ასევე ზოგავს ენერგიის დანახარჯს.
0
ბინის არჩევა

ინფრასტრუქტურა

პროექტის ინფრასტრუქტურა შეესაბამება პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პროექტს. არქი ფიჭვები 29 სართულიანია იქნება და გააერთიანებს 258 ბინას. პროექტში განთავსდება თანამედროვე დიზაინის ლობი კონსიერჟის სერვისით, ევროპული დონის ფიტნეს ცენტრი და კომერციული ფართი. არქი ფიჭვებში გათვალისწინებულია უმაღლესი ხარისხის KONE-ის ლიფტები, ასევე ღია და დახურული ავტოსადგომი პროექტის მაცხოვრებლებისთვის.
  • კომერციული ფართი
  • სათამაშო მოედანი
  • სტადიონი
  • პარკინგი

პროექტის პროგრესი

დასრულდა საძირკველის ჩასხმის სამუშაოები, მიმდინარეობს კოლონების ამოყვანის სამუშაოები.

მდებარეობა

არქი ფიჭვები თამარაშვილზე, იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ, რაც ცალსახად პროექტის უპირატეს მხარეს წარმოადგენს. ინფრასტრუქტურა პროექტის გარშემო ძალიან კარგადაა განვითარებული, რადგან პროექტი თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარეობს.
მდებარეობა