fbpixel
Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

21/09/2020 _ გამწვანება

5 შემოდგომის მცენარე, რომელიც თქვენს აივანს ულამაზეს ადგილად გადააქცევს

მოსაზრება, რომ აივნის მცენარეების დასარგავად შემოდგომა მშვენიერი დროა, სიმართლეს ნამდვილად შეესაბამება. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო პროცესისთვის მხოლოდ გაზაფხულის სითბოებია საჭირო, თუმცა შემოდგომის სიგრილესაც აქვს ბევრი უპირატესობა. მაგალითად, ამ სეზონზე დარგული აივნის მცენარეები ზამთრის ყინვებს უძლებს. მათი ფესვები იზრდება სწრაფად და ღრმად არის გადგმული მიწაში, ამიტომ, მათ ხშირი მორწყვა არ სჭირდებათ. გაზაფხულზე დარგულ მცენარეებთან შედარებით კი შემოდგომაზე დარგული მცენარეები უფრო ადრე იწყებენ ყვავილობას. რაც ყველაზე მთავარია, ამ სეზონისთვის ისეთი სახეობის მცენარეები უნდა შეარჩიოთ, რომლებიც ყინვაგამძლეობით გამოირჩევა.

 

  • იაჟუჟუნა

 

სამფერა ია იგივე იაჟუჟუნა თავისი მრავალფეროვნებით შემოდგომის ულამაზეს ფერებს ნამდვილად შეესაბამება. ვიზუალურ მხარესთან ერთად ეს მცენარე უძლებს ყინვებს და, კარგად მოვლის შემთხვევაში, მეორე გაზაფხულზეც ყვავილობს. პატარა ზომის მცენარე აივნის დეკორშიც არაჩვეულებრივ როლს თამაშობს. იაჟუჟუნას ულამაზესი ყვავილებისა და ორნამენტული ბალახების შერწყმით კი არაჩვეულებრივ კომბინაციას იღებთ, რომელიც აივნის ნებისმიერ დიზაინს დაამშვენებს.

 

  • ასტრა

 

 

როცა სხვები ამთავრებენ ყვავილობას, ასტრას გასაოცარი მცენარე ამ ულამაზეს პროცესს სწორედ მაშინ იწყებს. მრავალ აივანზე, ზაფხულის მიწურულს, სწორედ ამ მცენარეს შეხვდებით, რომელსაც უამრავი ფერის ფუმფულა ყვავილი შეიძლება ჰქონდეს. ვარდისფერი, იასამნისფერ-ცისფერი, წითელი თუ ყვითელი ყვავილები ფერად-ფერად პეპლებსაც იზიდავს. ეს კი თქვენს აივანზე ზღაპრულ გარემოს შექმნის.

 

  • რუდბეკია

 

მზისფერი რუდბეკია თქვენს აივანს პოზიტივითა და ენერგიით აავსებს. ყვითელ-ნარინჯისფერი ყვავილი და მუქი ყავისფერი გული ადვილად მოსავლელი მცენარეა. რუდბეკიას თესლი ზაფხულშივე უნდა დათესოთ, შემოდგომაზე მისი ულამაზესი ყვავილობა რომ მიიღოთ.

 

  • იაპონური ფრინტა

 

ვარდისფერი თქვენი შემოდგომის აივანს განსხვავებულ იერს მიანიჭებს. ყველაზე კარგად კი ამ ფერის მოცემა იაპონურ ფრინტას შეუძლია. ეს ლამაზი, ნაზი მცენარე საკმაოდ ძლიერი ფესვებით გამოირჩევა და შემოდგომით ყვავის.

 

  • ქრიზანთემები

 

 

შემოდგომის ერთ-ერთი გამორჩეული მცენარე საუცხოო ვიზუალის მქონე მრავალფეროვანი ქრიზანთემაა. გვიან მოყვავილე მცენარე გრძელი, მრავალფენიანი ყვავილებით არის დაფარული. ქრიზანთემების ფერების ფართო არჩევანი თქვენს აივანზე, მთელი შემოდგომის განმავლობაში, საოცარ გარემოს ქმნის.

 

გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ შემოდგომის აივნისთვის კონტეინერები დაგჭირდებათ. ქოთანთან შედარებით, კონტეინერებში მცენარეთა ფესვები არ იყინება. სხვადასხვა ფერის, ზომის და მასალის კონტეინერები კი თქვენს აივანზე შემოდგომის მუხტს შემოიტანს და საინტერესო დიზაინს შექმნის. შეგახსენებთ, რომ თუ შეიძინეთ ბინა არქიში, თქვენ გადმოგეცემათ არქის ლოიალურობის ბარათი, არქი ქარდი. არქი ქარდის დახმარებით ჩვენს პარტნიორ კომპანიებში დაგხვდებათ მცენარეთა ფართო არჩევანი და სპეციალურად თქვენთვის განკუთვნილი დიდი ფასდაკლება.