Close Icon
Chat Box
Archi Logo

შეუკვეთე ზარი

Phone Icon

დაგვიკავშირდით

+995 322 602 602

Phone Icon შეუკვეთე ზარი
გთხოვთ, ჩაწეროთ სახელი
გთხოვთ, აირჩიოთ ზარის მიზანი
გთხოვთ, ჩაწეროთ ტელეფონის ნომერი
ქარ ENG РУС

არქი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ყველა სტანდარტის დაცვითა და უმაღლესი ხარისხის მასალებით აშენებს თანამედროვე და კომფორტულ ბინებს

ბლოგი

15/12/2020 _ გამწვანება

საახალწლო მცენარეები მხიარული და ბედნიერი ახალი წლისთვის

საშობაო-საახალწლო პერიოდში დღესასწაულის შექმნასთან ერთად გარემოზე ზრუნვის საკითხებიც პრიორიტეტულია. ყველაზე მეტად კი ეს თემა ნაძვის ხეებს ეხება. მსოფლიო ნელ-ნელა თანხმდება იმაზე, რომ ბუნებრივი ხის მოჭრას, ხელოვნური ნაძვის ხე ჯობს, რომელიც გამძლეობით, ფასით და უსაფრთხოებით გამოირჩევა. ხელოვნურ ნაძვის ხესთან ერთად გაჩნდა ალტერნატიული ვარიანტის იდეებიც, როგორებიცაა, საახალწლოდ სხვადასხვა სახლის მცენარის მორთვა. წარმოგიდგენთ საახალწლო მცენარეებს, რომლებიც ბინას ფერებითა და სიცოცხლით აავსებენ.

 

 

შობის ვარსკვლავი ანუ პუანსეტია

 

მექსიკური ფესვების მქონე ეს ულამაზესი დეკორატიული მცენარე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ოთახის პირობებში ის მინიატურული ჯუჯის ფორმის იზრდება. მცენარეს იმდენად მრავალფეროვანი და ულამაზესი ფოთლები აქვს, რომ სადღესასწაულო გარემოს ნამდვილად შეგიქმნით. პუანსეტია სწორედ შობა-ახალი წლის პერიოდში ყვავილობს, მისი ყვავილები კი ვარსკვლავებს წააგავს, აქედან გამომდინარეობს პუანსეტიას მეორე სახელწოდებაც - შობის ვარსკვლავი.

 

რაც შეეხება მის მოვლას, პუანსეტიას სინათლე და მზე უყვარს. იდეალური ტემპერატურა მისთვის 16-დან 22 გრადუსამდე მერყეობს. მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ფოთლები მოიწყენენ.

 

შლუმბერგერა იგივე საახალწლო კაქტუსი

 

უჩვეულო თვისებების მქონე შლუმბერგერა იგივე საახალწლო კაქტუსია, რომელსაც საქართველოში დეკემბერას სახელითაც იცნობენ. კაქტუსის ეს სახეობა, უჩვეულოდ, დეკემბერ-იანვრის პერიოდში ყვავის.

 

რადგან მცენარეს ბრაზილიური ფესვები აქვს, ის ბუნებაში ტროპიკულ ტენიან ჯუნგლებსა და ტყეებში ხარობს. შესაბამისად მას ნესტიანი გარემო უყვარს და იდეალურია სახლში ისეთი სივრცეებისთვის, როგორებიცაა, სააბაზანო და სამზარეულო.

 

დეკემბერში შლუმბერგას უხვი მორწყვა უნდა დაიწყოთ და მის ყვავილობას დაელოდოთ, რომელმაც შეიძლება იანვრის ბოლომდეც გასტანოს. აყვავილებული კაქტუსი კი თქვენს საახალწლო ინტერიერს ულამაზეს იერს მიანიჭებს.

 

ციკლამენი იგივე ყოჩივარდა

 

ციკლამენს ანუ ყოჩივარდას  მესამე სახელიც აქვს და მას ალპურ იას უწოდებენ. უჩვეულო და ულამაზესი ფერების მქონე ყვავილები ლამაზი და ფერადი პეპლების გუნდს მოგაგონებთ. სასიამოვნო სურნელება და სხვადასხვა ფორმის ყვავილები საახალწლო ინტერიერის ულამაზესი ნაწილი გახდება.

 

ციკლამენი მომცრო ოთახის მცენარეა და ის უმჯობესია საშუალო ზომის ქოთანში ჩარგოთ. ამ მცენარეს უყვარს სინათლე, თუმცა ის მწველ სითბოსა და გამათბობელს მოარიდეთ. ყოველი შემდეგი მორწყვისას, ნიადაგის გაშრობას დაელოდეთ.

 

აზალეა

 

აზალეა ის მცენარეა, რომელსაც ზამთარში გაზაფხულის მოყვანა შეუძლია. მხიარული, ნათელი ფერების ყვავილები დეკემბრის პერიოდში ხარობს ანუ მაშინ, როდესაც სიხალასე და სინათლე ყველაზე მეტად გვჭირდება ხოლმე. გასაკვირი არც უნდა იყოს ის ფაქტი, რომ აზალეას საახალწლო საჩუქრადაც იყენებენ.  

 

რაც შეეხება საახალწლო აზალეას მოვლას, ის ფანჯრის რაფებზე არ დადგათ და მზის პირდაპირ სინათლეს მოარიდეთ. აუცილებლად დარწმუნდით, რომ მისი ნიადაგი გამომშრალი არ იყოს. თუ ჩვენ აზალეას სათანადო პირობებს შევუქმნით, ის თავისი სილამაზით მრავალახალ წელს გაგვილამაზებს.

 

ორქიდია ფალენოპსისი

 

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ორნამენტული სახლის მცენარე, ორქიდეა, წლის ამ დროს მართლაც არაჩვეულებრივ დეკორაციას წარმოადგენს.

 

ფალენოპსისები დიდხანს ყვავილობენ. მათი ფესვები აქტიურად მონაწილეობენ ფოტოსინთეზის პროცესში, ამიტომ თუ მცენარეებს გამჭვირვალე პლასტმასის ქოთანში გადაიტანთ, მზის სხივები მათ უკეთესად მისწვდებათ.

 

თუ გეგმავთ თქვენი საახალწლო ინტერიერის ზამთრის მცენარეებით გამრავალფეროვნებას და, ამასთან ერთად, არქის პროექტში გაქვთ შეძენილი ბინა, ლოიალურობის ბარათი - არქი ქარდი გამოიყენეთ. არქი ქარდის საშუალებით თქვენ შეგეძლებათ ფასდაკლებით შეიძინოთ სასურველი მცენარეები.