#ქველმოქმედება
30 მარტს ლიდერი დეველოპერული კომპანია არქის წარმომადგენლები მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის კამპანიის ფარგლებში შიდა ქართლს ესტუმრნენ, სადაც ზემო და ქვემო ნიქოზის საჯარო სკოლებს ჩოგბურთის მაგიდები გადასცეს საჩუქრად.
შიდა ქართლის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კამპანიის მიზანი ოკუპირებულ ხაზთან მდებარე საჯარო სკოლების სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფაა.
„მსგავს კამპანიებში მონაწილეობა არქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ, როგორც არქელებზე, ისე ყველაზე, ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. არასდროს ვუშვებთ შესაძლებლობას ხელიდან, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეში ვიყოთ ჩართულები. ჩვენი მიზანი იყო ამ კამპანიის ფარგლებში ოკუპირებულ ხაზთან მცხოვრები ბავშვების წახალისება და მიზანს რომ მივაღწიეთ ამაზე მეტყველებდა მოსწავლეების ემოციები. გვიხარია, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეები ვართ და ბავშვების გახარება შევძელით.“ _ არქის მარკეტინგის პროექტების მენეჯერი ანკა ჯორჯიკია.
არქი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომლის მოგების 5% ქველმოქმედებას, გარემოზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას და სხვადასხვა სასარგებლო აქტივობას ემსახურება. არქი და არქელები აქტიურად უდგანან გვერდი ბერი ანდრიას ფონდს, არქიმ არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა ამ ფონდის დასახმარებლად. ასევე, არქი ნეო უნივერსიტეტ „სქილვილის“ ინიციატივით შექმნილ „რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდს“ აფინანსებს, რომლის მიზანიცაა მომავლის პროფესიების შესწავლა დაუფინანსოს ისეთ ადამიანებს, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ. ლიდერი დეველოპერული კომპანია აქტიურად უდგას გვერდში დამწყებ თუ წარმატებულ სპორტსმენებს და ყოველთვის ცდილობს წაახალისოს ჯანსაღი ცხოვრების სტილი. არქიში აცხადებენ, რომ კომპანიისთვის ძალიან პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის საჭირო პროექტებში ჩართულობა და მომავალშიც აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას სასარგებლო აქტივობებში.