#სხვა
ოლიმპიადაში მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასის ოთხმა მოსწავლემ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ არქი ქართველი სპორტსმენების, ჯანსაღი ცხოვრებისა და გარემოს დაცვის პროექტების აქტიური მხარდამჭერია, ამასთან ერთად არქის გუნდი მიიჩნევს, რომ განათლება არის ის სფერო, რომლის წახალისებაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
” ძალიან გახარებული ვარ, რომ კინგსის ოლიმპიადაში გავიმარჯვე და არქისგან ერთწლიანი სტიპენდია მივიღე, ვფიქრობ, რომ მსგავსი პრიზები ბავშებს მოანდომებს, რომ კიდევ უფრო კარგად ისწავლონ”, ამბობს ნოდარ ჩილინგარაშვილი.
” ჩვენი მიზანია ახალგაზრდების წახალისება, რადგან არქის გუნდი თვლის, რომ განათლებას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ქვეყნის კეთილდღეობაზე”, - ელენე ბარათაშვილი, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი.