#სპორტი
არქისა და ქართველ ოლიმპიურ მოჭიდავე გენო პეტრიაშვილს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო 3 წლის მანძილზე, არქი გენოს გენერალური სპონსორი იქნება, ყოველი გამარჯვების შემდეგ კი ქართველი სპორტსმენი კომპანიისგან სპეციალურ ჯილდოს მიიღებს. არქისა და გენო პეტრიაშვილის ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, როცა კომპანიამ მაშინდელ მსოფლიო ჩემპიონს საჩუქრად ბინა არქი ისანის კომპლექსში გადასცა.
„არქი ყოველთვის ჩემ გვერდით იდგა და თითოეული გამარჯვების დროს სხვადასხვა მაგარი საჩუქრით მამხნევებდა. ის, რომ დღეს არქი ჩემი გენერალური სპონსორი გახდა და ჩვენ ეს ხელშეკრულება გავაფორმეთ, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არქის გუნდის თითოეულ წევრს. ვეცდები, ჩემი გამარჯვებით დადებითი ემოციებით აგავსოთ“, - ამბობს გენო პეტრიაშვილი.
სასპონსორო შეთანხმების მთავარი მიზანი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედლის მოპოვებაა.
„გვიხარია, რომ ისეთი სასახელო სპორტსმენი, როგორიც გენო პეტრიაშვილია, არქისთან თანამშრომლობას უფრო აქტიურად დაიწყებს. ჩვენი მიზანი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში ოქროს მედლის მოპოვებაა. ჩვენ გენოს ამ მიზნის მიღწევაში ბოლომდე გვერდში დავუდგებით“, - ამბობს შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი.
„გენოს ვერცხლის მედალი არის საწინდარი იმისა, რომ მისი დიდი შრომით და ჩვენი მხარდაჭერით პარიზში ოქროს მედალს აუცილებლად ავიღებთ. პარიზის ოლიმპიადამდე მსოფლიო ჩემპიონატია და დარწმუნებული ვართ, რომ ვერცხლის მედალს ოქროთი ჩავანაცვლებთ“, - ამბობს ილია წულაია, არქის დამფუძნებელი.
არქი ლიდერი დეველოპერი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის მოგების 5% სოციალურ პასუხისმგებლობას ხმარდება, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა და ქართული სპორტის მხარდაჭერაა.