არქის ბინები მუხიანსა და გლდანში

 

არქის დასრულებული და მიმდინარე საცხოვრებელი სახლები თბილისის ყველა უბანში აქვს. გამონაკლისი არც მუხიანი და გლდანია. არქი მუხიანსა და გლდანში თავისი პროექტებით გამორჩეულ სივრცეს ქმნის.

არქის მიმდინარე ბინები მუხიანსა და გლდანში

არქის მუხიანსა და გლდანში 2 მიმდინარე პროექტი აქვს. არქი მუხიანში, რ. გაბაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ კომპლექსს არქი იასამნებს აშენებს, რომელიც თავისი დიდი გამწვანებული ეზოთი და იასამნების ულამაზესი ბაღით მუხიანში განსაკუთრებულ სივრცეს შექმნის. ასევე, არქი გლდანში, შეშელიძისა და გობრონიძის ქუჩების კვეთაზე, მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ 5 წუთის სავალზე საცხოვრებელ კომპლექსს არქი ახმეტელს აშენებს.


არქის დასრულებული პროექტები მუხიანსა და გლდანში

 

არქის მუხიანში 2, ხოლო გლდანში 3 დასრულებული პროექტი აქვს: არქი მუხიანი 1 – 13-სართულიანი სახლი მუხიანის ცენტრში, მე-2 მიკრორაიონში, ნონეშვილის ქუჩაზე; არქი მუხიანი 2 - წმ. ნინოს ქუჩაზე 17 ნომერში; არქი გლდანი 1 - მეტროსადგური „ახმეტელიდან“ რამდენიმე წუთის სავალზე, ბოჭორიშვილის ქ. N6-ში; არქი გლდანი 2 - გლდანის ცენტრალურ ნაწილში, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლიდან“ 5 წუთის სავალზე, ქერჩის ქ. N34-ში; არქი გლდანი 3 - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ რამდენიმე წუთის სავალზე, ბოჭორიშვილის N3-ში.

 



 

მუხიანი და გლდანი

გლდანი და მუხიანი გლდანის რაიონში შემავალი უბნებია, რომლებიც თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ორივე უბანში სრულყოფილადაა განვითარებული ინფრასტრუქტურა და მრავლადაა გასართობი თუ სავაჭრო ცენტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები.