არქის და ზაზა ფაჩულიას ახალი კამპანია
#ზოგადი სიახლეები
ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ კიდევ ერთი კამპანია განახორციელა პარტნიორ ზაზა ფაჩულიასთან ერთად და საზოგადოებას სარეკლამო ვიდეორგოლი წარუდგინა, სადაც პარალელი ევლება არქისა და სპორტსმენის გამოცდილებასა და მიღწევებს შორის.
როგორც ცნობილია, არქის პროექტები მთელი თბილისის მასშტაბით არის წარმოდგენილი. კლიპში საინტერესოდ არის გაშლილი კომპანიის 12 წლიანი მოღვაწეობის ისტორია, რაც 18 დასრულებულ და 14 მიმდინარე პროექტს ითვლის მთელი თბილისის მასშტაბით.
სამშენებლო კომპანია არქი უკვე წლებია ბაზარზე ინარჩუნებს ლიდერი კომპანიის პოზიციას და აერთიანებს მაღალ ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს, დასრულებული პროექტების ფარგლებში გახარებული ჰყავს 3000-ზე მეტი ოჯახი და აქტიურად აგრძელებს სხვა ოჯახებისთვისაც შეუცვლელი სახლის შენებას.