არქი - წარმოიდგინე, რომ პანდემია დასრულდა
#ზოგადი სიახლეები
რა ხდება მაშინ, როცა პანდემია სრულდება, სახლში კი სიმშვიდე ისადგურებს? სწორედ, ამ შეგრძნების დაბრუნებას ეხება არქის ახალი სარეკლამო რგოლი, რომელიც ზუსტად ამ სიტყვებით იწყება: „წარმოიდგინე, რომ პანდემია დასრულდა.“ როგორც არქიში ამბობენ, პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის. ამის აღმნიშვნელი არის ვიდეორგოლის ბოლოს გაჟღერებული მესიჯიც: „ავიცრათ და დავიბრუნოთ სიმშვიდე სახლში“. კონცეფციაზე არქიმ JWT Metro-სთან ერთად იმუშავა, თავად ვიდეოს კი ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.
„პანდემიის პერიოდში სახლმა თითოეული ჩვენგანისთვის თითქმის ყველაფრის ფუნქცია შეითავსა. აქ ვმუშაობდით, ვსწავლობდით და ვირტუალურად სხვადასხვა აქტივობით ვიყავით დაკავებულები. ამ ყველაფრის შედეგად კი, სახლმა ჩვეული მყუდროება დაკარგა. იმისთვის, რომ სახლს მისი მთავარი ფუნქცია და სიმშვიდე დავუბრუნოთ, ვფიქრობთ, აუცილებელია ავიცრათ და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით დავიცვათ. მიზანი ყველას საერთო გვაქვს - პანდემიის დროულად დასრულება, რასაც მხოლოდ ერთობლივი ძალებით და მონდომებით შევძლებთ“, - ამბობს ელენე ბარათაშვილი, არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
სარეკლამო რგოლის კონცეფცია პანდემიის თემის გარშემო ტრიალებს. სხვა მსგავს, თემატურ ვიდეოებთან შედარებით, არქის რგოლი პოზიტიური შინაარსის მატარებელია. მიზანი ისეთი ვიდეოს გაკეთება იყო, სადაც ამჟამინდელი, პანდემიური ყოველდღიურობა იქნებოდა აღწერილი და თითოეული მაყურებელი მთავარ გმირებში საკუთარ თავს ამოიცნობდა.
არქი პანდემიის დაწყებიდან ძალიან აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი აქტივობა განახორციელა. ამ ეტაპისთვის, კომპანიის თანამშრომლების 90% აცრილია. არქი კვლავ გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას პანდემიასთან ბრძოლაში წვლილის შესატანად.