არქი ჯგუფმა ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი ბინით დააჯილდოვა
#სოციალური პასუხისმგებლობა
“არქი ჯგუფმა“ ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონს და მსოფლიო რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბინა გადასცა. ოთხოთახიანი ბინა, რომლითაც მსოფლიო რეკორდსმენი დაჯილდოვდა, „არქი ჯგუფის“ ახალ პროექტში საბურთალოზე მდებარეობს. „არქი საბურთალო“ მინდელის და პოლიტკოვსკაიას ქუჩის კვეთაზე აშენდება. პროექტი 22 სართულიანია, რომელიც კომერციულ ფართს, ღია და დახურულ ავტოსადგომსა და რეკრეაციულ ზონას აერთიანებს.
„მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, მსოფლიო ჩემპიონისა და რეკორდსმენისათვის საახალწლო საჩუქარი გაგვეკეთებია და ბინა გადაგვეცა. ლაშა ტალახაძემ საქართველო არაერთხელ ასახელა და ჩვენი ქვეყნის სახელი მსოფლიოს გააცნო. ის „არქი ჯგუფის“ მობინადრე გახდება და სხვა „არქელებთან“ ერთად სიამოვნებით ვუგულშემატკივრებთ მომავალ ასპარეზობებზეც,“ - აცხადებენ „არქი ჯგუფში“.
„დიდი მადლობა „არქი ჯგუფს“, რომელიც ლიდერი კომპანიაა დეველოპერულ სფეროში. ძალიან მიხარია, რომ დღეიდან მეც შემოვუერთდი „არქი ჯგუფის“ მაცხოვრებლებს და მეც გავხდი „არქელი,“-განაცხადა ლაშა ტალახაძემ.
2017 წელი განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა ქართველი სპორტსმენისთვის. მან არამხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არამედ მსოფლიო რეკორდი დაამყარა მძლეოსნობაში.
„არქი ჯგუფი“ წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში. ამ ეტაპზე კომპანიას 200.000 კვ.მ. დასრულებული და 140 000 კვ.მ. მიმდინარე მშენებლობა აქვს.