სუხიშვილები არქელებისთვის - მორიგი გამორჩეულ ღონისძიება არქისგან
#არქელები
არქი კიდევ ერთ გრანდიოზულ კონცერტს აორგანიზებს და მხოლოდ არქელებს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ სუხიშვილების ეროვნულ იდენტობად ქცეული ცეკვით. ლეგენდად ქცეული ქართული ნაციონალური ბალეტი მაყურებლის წინაშე გამორჩეული პროგრამით წარდგება, რომელიც ანსამბლის მრავალწლიან გამოცდილებასა და უნიკალურ ცეკვის ხელწერას აერთიანებს.ღონისძიება ჩატარდება 15 ივნისს, 19:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ექსკლუზიურად არქის მაცხოვრებლებს ექნებათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, შეიგრძნონ ცეკვაში გადმოცემული ქართული ტრადიციებისა და თანამედროვეობის უნიკალური ერთიანობა.
ანსამბლს წელს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა. ამ პერიოდის მანძილზე მოიარა მთელი მსოფლიო, დადგა უამრავი გამორჩეული ნომერი და შექმნა სხვადასხვა მიმდინარეობის ქართული ცეკვები. ღონისძიებაზე შესრულდება მთელი ამ პერიოდის მანძილზე შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები.
არქი მუდმივად ზრუნავს თავის მაცხოვრებლებზე და არაერთი ინიციატივით ცდილობს, მათი ყოველდღიური ცხოვრება გაახალისოს და გაამრავალფეროვნოს. კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება არქელებისთვის უკვე კომპანიის მყარ ტრადიციად ჩამოყალიბდა, ხოლო „სუხიშვილები არქელებისთვის“ ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.