არქიმ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა
#არქელები
#ზოგადი სიახლეები
არქიმ 1 ივნისს თავისი საცხოვრებელი კომპლექსების, არქი დიღომი 2-ის და არქი ვაზისუბანი 1-ის ეზოებში სპეციალურად პატარა არქელებისთვის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გამართა.
„არქის დიდ ოჯახში უკვე 35 000-ზე მეტი არქელია და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ თითოეულ მათგანზე ზრუნვა, მათთვის სასიამოვნო განწყობის შექმნაა. ყოველ 1 ივნისს ჩვენს საცხოვრებელ კომპლექსებში არქელი ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებებს ვაწყობთ. წლევანდელმა ღონისძიებებმაც წარმატებით ჩაიარა და ძალიან გვიხარია, რომ არქელი ბავშვებისთვის დადებითი განწყობის შექმნა შევძელით“. - არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.
პატარა არქელებმა ღონისძიებებზე მათთვის საყვარელი გემრიელობები, ტკბილეული და ნაყინი დააგემოვნეს. ასევე, ბევრ გასართობ აქტივობასა და გუნდურ თამაშში მიიღეს მონაწილეობა. მათ განწყობაზე ანიმატორები, მასკოტები და ოჩოფეხები ზრუნავდნენ.
„არქი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, რომლის მოგების 5% ქველმოქმედებას, გარემოს დაცვას, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას, სხვადასხვა აქტივობას ემსახურება. არქის გუნდი ყოველთვის მაქსმიმალურად ცდილობს, რომ თითოეულმა არქელმა იგრძნოს ზრუნვა და დრო სასიამოვნოდ გაატაროს“. - არქის მარკეტინგული პროექტების მენეჯერი ანკა ჯორჯიკია.
არქიმ თავისი დიდი ოჯახის წევრებისთვის დღესასწაულებზე ღონისძიებების გამართვა ტრადიციად აქცია. სპეციალურად არქელებისთვის უკვე არაერთი ღონისძიება და კონცერტი გაიმართა. ამ ახალ წელს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრები ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ააჟღერა. მასშტაბურობით გამოირჩეოდა სპორტის სასახლეში საახალწლოდ გამართული კონცერტი „ჯიფსი არქელებისთვის“, ასევე არქიმ გამართა „სუხიშვილების“, „ლელა წურწუმიას და ბენდის“, „დათო გომართელისა და შვიდკაცას“ კონცერტები. სპეციალურად არქელებისთვის გამართულ ღონისძიებებზე არქელებს შესაძლელობა ეძლევათ ერთმანეთი გაიცნონ, დრო სასიამოვნოდ გაატარონ და დადებითი მოგონებები დააგროვონ. ტრადიციადაა ქცეული ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული გასართობი ღონისძიებების გამართვაც. არქიში აცხადებენ, რომ ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებენ და კიდევ ბევრ საინტერესო ღონისძიებასა თუ აქტივობას შესთავაზებენ თავისი დიდი ოჯახის წევრებს.