#არქელი მეზობლების საინტერესო თავგადასავალი დაიწყო - სერია 1
#ზოგადი სიახლეები
არქის ახალი კამპანია #არქელი ზაზა ფაჩულიას და #არქელი ლაშა ტალახაძის მონაწილეობით
დეველოპერულმა კომპანიამ „არქი“ ახალი კამპანია წარადგინა, სადაც NBA-ს 2 გზის ჩემპიონი, მსოფლიოში ცნობილი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მსოფლიოს 2 გზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე იღებენ მონაწილეობას. #არქელები ზაზა და ლაშა არა საკუთარ თავს, არამედ საკმაოდ განსხვავებულ და საინტერესო პერსონაჟებს ანსახიერებენ. ისინი ერთი კედლით გამიჯნული მეზობლები არიან, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რომ ერთმანეთს მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნან.
მაყურებელს ჯამში 4 ვიდეო რგოლის ნახვის საშუალება ექნება. კამპანიის მიზანია ხაზი გაუსვას არქის მშენებლობის ხარისხის მახასიათებლებს, შესაბამისად თითოეული რგოლი არქის ბინების კონკრეტულ უპირატესობას წარმოაჩენს.