არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ქართული კინომუსიკის შედევრების კონცერტი გამართა
#არქელები
#ზოგადი სიახლეები
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი კვლავ აგრძელებს თავისი დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვას და ამ ზრუნვის გამოსახატად სპეციალურად არქელებისთვის კიდევ ერთი გამორჩეული ღონისძიება გამართა.
მხოლოდ არქელებისთვის 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კინომუსიკის შედევრები აჟღერდა. დაუვიწყარი ჰანგები ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებთ ააჟღერა. კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნინო ქათამაძე, ეკა მამალაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები.
„ჩვენ ხშირად აღვნიშნავთ, რომ არქისთან ურთიერთობა არ მთავრდება ბინის ჩაბარებით და პირიქით, ამ დროს იწყება. არქის გუნდის თითოეული წევრი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ არქელებმა ბედნიერად იცხოვრონ და თავი მართლაც დიდი ოჯახის წევრებად იგრძნობ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქელებზე ზრუნვაა, რომელთა რიცხვიც 35 000-ზე მეტია. ეს და აქამდე გამართული ღონისძებები კი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ჩვენს ძვირფას არქელებს კიდევ უამრავ სიურპრიზს ვპირდებით.“- არქის დამფუძნებელი ილია წულაია.
კონცერტს სხვადასხვა კომპლექსში მცხოვრები 2500-მდე არქელი დაესწრო. არქელებმა ერთად მოუსმინეს მათთვის საყვარელ, ნოსტალგიურ ჰანგებს. კონცერტის წარმატებაზე მეტყველებდა ისიც, რომ დასასრულს ოვაციები არ წყდებოდა. არქის დიდი ოჯახის წევრებმა კონცერტი სადღესასწაულო განწყობით დატოვეს და ერთად უამრავი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.
„ეს კონცერტი არქის დიდი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად გავმართეთ, რაც ნამდვილად გამოგვივიდა. კონცერტზეც და დასრულების შემდეგაც არქელები შთაბეჭდილებებს გვიზიარებდნენ, ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე არაერთი ღონისძიება გავმართეთ, მუდმივად ვზრუნავთ, რომ არქელებს განსაკუთრებული განწყობა შევუქმნათ და ამ ზრუნვის ფარგლებში არქის დიდი ოჯახის წევრების გახარებას კვლავაც გავაგრძელებთ.“- აცხადებს არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი.
არქი ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავს თავის მაცხოვრებლებზე. ამის დასტურია ის ღონისძიებები, რომლებიც კომპანიამ სპეციალურად არქელებისთვის უკვე გამართა: „ჯიფსი არქელებისვის“ სპორტის სასახლეში, ლეგენდარული მიუზიკლი „ჩიკაგო“ მულტიფუნქციურ სივრცე „თეატრში“, ლელა წურწუმიას და ბენდის კონცერტი კლუბ „ანდერვილში“, სუხიშვილების კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, დათო გომართელი და შვიდკაცა მცხეთაში. არქიში აცხადებენ, რომ არქლებისთვის ღონისძიებების გამართვა მათთვის უკვე ტრადიციაა. კომპანია მაცხოვრებლებს არაერთ სიურპრიზს და ჯადოსნურ მომენტებს ჰპირდება.